გახარიას დამაიმედებელი გზავნილი:

გახარიას დამაიმედებელი გზავნილი: "გვაქვს გარკვეული იმედი, რომ შეიძლება ვითარება აღდგომამდე გამოსწორდეს”

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისსა და მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ, მათაც ესმით სახელმწიფოს როლი და ვალდებულება, იზრუნოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.  ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც  კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. დღესასწაულებზე საუბარი არ მინდა, რადგან ჯერ კიდევ სამი სამი კვირაა და გვაქვს გარკვეული იმედები, რომ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი… სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე", – განაცხადა გიორგი გახარიამ.