კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულში ლაუტარო მარტინესისა და ნეიმარის შეძენას ეშურება, რაც ცხადია დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე კატალონელებს ზაფხულში ბევრ ფეხბურთელზე უარის თქმა მოუწევთ და რამდენიმე მათგანის გაყიდვა უკვე გადაწყვიტეს კიდეც.
Sport-ის ინფორმაციით, ფელიპე კოუტინიოს „ბაიერნი“ არ გამოისყიდის და კატალონაშ დაბრუნდება, მაგრამ დროებით, „ბარსას“ მას გაყიდის. იგივე ბედს გაიზიარებენ ანტუან გრიზმანი, ნეტო, კარლეს ალენა, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი, სამუელ უმტიტი და მარტინ ბრაიტვაიტი.
ჯერ კიდევ ღიაა ნელსონ სემედუსა და უსმან დემბელეს საკითხიც და არაა გამორიცხული ორივეს მოუწიოს ესპანეთიდან აბარგება.
ამრიგად, „ბარსელონაში“ დიდი წმენდა იგეგმება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უშუალოდ ზაფხულში.