აჭარაში მყოფ ერთ-ერთ უცხოელ ინფიცირებულს საკუთარ სამშობლოში სპეცრეისით დააბრუნებენ - ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გააკეთა.
„თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამოსული მოქალაქე, მას თავის ქვეყანაში ჩატარებული ჰქონდა კვლევა, რა მეთოდით არ ვიცით, თუმცა დღეს მიიღო შეტყობინება საეჭვო დადასტურების შესახებ, ჩვენ გვაცნობა და გადავიყვანეთ კლინიკაში.
მას კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა დადებითი. იმ ქვეყანამ სურვილი გამოთქვა, რომ აგზავნის სპეცრეისს მოქალაქის გასაყვანად. იგი გვიან ღამით, თავის სამშობლოში დაბრუნდება. ანუ შემდგომში, კითხვები რომ არ იყოს, რატომ არის ერთით ნაკლები ინფიცირებული კლინიკაში.
მეორე მოქალაქეს ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას არანაირი საეჭვო ნიშანი არ ჰქონია, გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე, რაც შემდგომში დაუდასტურდა. ხოლო მესამე პაციენტი რამდენიმე საათია, ქვეყანაში დაბრუნდა და ინფექცია დაუდასტურდა, მის მოგზაურობის ისტორიას ეპიდემოლოგები სწავლობენ.
ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში 6 პაციენტია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მინიმალური კლინიკური ნიშნებით.
ეპიდემოლოგების ჯგუფები სწავლობენ, მოქალაქეების მოგზაურობის ისტორიას. სასტუმროში მყოფთან, კონტაქტი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა, იგი თვითიზოლაციაში იყო. როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც პილოტი იყო, ამიტომ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ასევე თვით იზოლაციაში იყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ის აეროპორტიდან გადაყვანილი იყო თვითიზოლაციაში" ,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ
დრეს აჭარაში კორონავირუსი კიდევ სამ პაციენტს დაუდასტურდა.