ჯორჯიან ეარვეისი: ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია

ჯორჯიან ეარვეისი: ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია

ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია.

გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“ -ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. რომან ბოკერია, გენერალური დირექტორი.

„მე ვფიქრობ, აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.