სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი პერიოდულად გასცემენ თავიანთ კონტრიბუციას ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით.
„სახელმწიფოსა და ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის მაგალითია ის, რომ შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები, რომელიც მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, ამის საჭიროების შემთხვევაში და სამედიცინო სისტემის და ჩვენი მედიკოსების მხარდაჭერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და სახელმწიფო. მიმდინარეობს ჩარიცხვები. ეს ინფორმაცია იქნება სრულიად ტრანსფარენტული. დაახლოებით 40-მა კომპანიამ გამოხატა უკვე სურვილი და ისინი პერიოდულად გასცემენ თავიანთ კონტრიბუციას ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.