ბრიტანელმა მსახიობებმა რობერტ სტურუა დაიცვეს

ბრიტანელმა მსახიობებმა რობერტ სტურუა დაიცვეს

ბრიტანელმა მსახიობებმა ვანესა რედგრეივმა, ალან რიკმანმა და ტელმა ჰოლტმა გამოცემა “Guardian”-ში გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც შეშფოთება და პროტესტი გამოთქვეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. 

ბრიტანელ მსახიობებს საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ “Guardian”-ისვე ფურცლებზე უპასუხა და დაეთანხმა, რომ  სტურუამ ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კულტურაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თუმცა, რურუას მტკიცებით, სტურუამ ეთნიკური უმცირესობების შესახებ დამამცირებელი შენიშვნები გააკეთა, რაც მრავალეთნიკურ საქართველოში სახიფათოა.