მიწასთან გასწორებული ლარის მომავალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული

მიწასთან გასწორებული ლარის მომავალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული

ლარი იმდენად გაუფასურდა და რომ აზრი აღარ აქვს მისი კურსის თვალის დევნებას, რომელიც მხოლოდ უიმედობას და უპერსპექტივობის განცდას იწვევს. ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა უკვე 10-10 პუნქტით უფასურდება და უკვე გადასცდა იმ წითელ ხაზს, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლისთვის იყო გავლებული.

რა იქნება ახლო მომავალში არავინ იცის. პროგნოზი უკვე ვერც ერთი მიმართულებით ვერ კეთდება. დადებითზე რომ არაფერი ვთქვათ, არც ნეგატიური შეფასება ისმის, რადგან არავინ იცის რა გზას დაადგება ეროვნული ვალუტა თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ. ალაგ-ალაგ კეთდება მხოლოდ ზოგადი შეფასება, რომელიც ვითარების მიმოხილვას უფრო ჰგავს, ვიდრე ანალიზს.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, დღეს ლარი სხვა ვალუტების მსგავსად გამოხატავს შოკზე რეაქციას, რადგან ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურების პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.

„დღეს ლარი და ნებისმიერი ვალუტა იქცევა ისე, როგორც შოკთან მიმართებითი ქცევაა. კონკრეტული რეაქციებია, ეს ეხება როგორც ნავთობის ფასს, რომელიც მკვეთრად დავარდა, აგრეთვე სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებს. ამ დროს საქართველოში შეწყდა ვალუტის შემოდინება, ტურისტები აღარ არიან, ფულად გზავნილებთან მიმართებაში იქნება შეფერხებები მოკლევადიან პერიოდში.

დღეს ეპიდემიით გამოწვეული აჟიოტაჟი მხოლოდ ლარზე არ აისახება და ყველა ვალუტა ერთმანეთთან მიმართებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ასევე უნდა შევხედოთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს, სადაც ვითარება არაპროგნოზირებადია და კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებაშია, სად რამდენი დაავადებულია და ა.შ. არაპროგნოზირებად ფაქტორებზე და მოლოდნებზეა საუბარი დღესდღეობით ყველგან“, - განაცხადა ძნელაძემ.

პრაქტიკულად იგივე პოზიციაზეა ეკონომისტი და საბანკო საქმის სპეციალისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ გაუჭირდა არა მხოლოდ ლარს, არამედ ყველა ვალუტას.

„კორონავირუსის გამო ეკონომიკაში გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა საფონდო ინდექსები ჩამოშალა. მთავარი პრობლემა იყო შოკი. ამ შოკმა გამოიწვია ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნა, რამაც იმოქმედა საერთაშორისო ინდექსების შემცირებაზე, შემდეგ ეს ეფექტი გადავიდა რუსეთზეც და ყველა მსხვილი ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ საფონდო სექტორში წარმოიქმნება პანიკა და უარყოფითი მოლოდინი, ეს რასაკვირველია, საქართველოზეც მნიშნველოვანი დარტყმაა. ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება მსოფლიოში წარმოქმნილი აჟიოტაჟის შედეგია“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

რა იქნება მომავალში რთული სათქმელია. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ახლა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული, რა იქნება და როდის დასრულდება ეს ვითარება.

„ბუნებრივია, ყველაფერი აისახება ლარზე, რადგან ის არ არის კონკურენტუნარიანი. ექსპორტის მაჩვენებელი დავიდა დაბალ ნიშნულზე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ამ ყველაფერმა განაპირობა ლარის გაუფასურება და მოლოდინიც არის ძალიან მძიმე. ეკონომიკისათვის ეს პროცესი არის წარმოუდგენლად რთული. კორონავირუსმა ამ მოცემულობის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ მისი გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული, რა იქნება და როდის დასრულდება ეს ვითარება, რომელიც დღითი დღე უარესდება“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

Goliaff ზუსტად ეს არის შემაშფოთებელი რომ კერძო ბიზნესის იმედზე გვტოვებს ხელისუფლება. როგორ უნდა დაიჯერო რომ ბიზნესი შექმნილი სიტუაციით არ ისარგებლებს და მოგების თავბრუდამსხვევ შანს არ გამოიყენებს. ამის მაგალითი 2 თეთრიანი პირბადის 2,5 ლარად გაყიდვა არ არის?! მაშინ როდესაც ამ სისტემაში არ არსებობს ფასების რეგულირების არანაირი ბერკეტი. ეკონომიკის მინისტრის შემაწუხებელი ხმით მსხვილი ბიზნესის მიმართ ვითომ დამუქრებას რა შედეგი უნდა ჰქონდეს? ან არის ეს ადექვატური ქმედება?
4 წლის უკან
DDDzia ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი და წარმატებული კომპანიის დირექტორი/მფლობელი, სანამ თანმამშრომლებს ზამთრის უფასო შვებულებაში გაუშვებს ხოლმე, როგორც წესი ამბობს - კომპანიას უჭირს. ხოლო თუ რომელიმე თანამშრომელი აღშფოთდება, დაამატებს - კაპიტალიზმი ხომ გინდოდათ? ჰოდა ესაა კაპიტალიზმი!
დიახ, ესაა კაპიტალიზმი.
ესაა თავისუფალი ბაზარი, თავისო=უფალი საბაზრო ურთიერთობები და ა.შ>
ვინ კითხავს ეკონომიკის მინისტრს, ან პრემიერ მინისტრს რა ფასად ივაჭრებს მაღაზია?
პროდუქტი, რომელსაც მაღაზია ყიდის, მისია. ამ [პროდუქტში წინასწარაა გადახდილი დღგ, გადასახადები და ამის შემდეგ რა ფასადაც უნდა, იმ ფასად გაყიდის. არ გინდა, ნუ იყიდი. წადი სხვაგან, და ვისაც იაფად აქვს, იმისგან იყიდე.
ესაა საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ბაზარი.
და ვერავითარი ძალა, სიკვდილის შიშიც კი ვერ აიძულებს კაპიტალისტს მიიღოს 300%-იანი მოგება - ამას წერს ჩვენთან შეჩვენებული და დორბლიანის მიერ "საშუალო დონის ეკონომისტად" მონათლული მარქსი.
4 წლის უკან
DDDzia ჩემი სტუდენტობისას, როდესაც რაღაც სპეციფიური დეტალების წარმოებაზე იყო ლექტორებთან საუბარი, დეტალებზე, რომელთა ხარისხი ჩამოუვარდებოდა იაპონური ანალოგების ხარისხს ჩვენ გვიკვირდა - თუ იაპონური უფრო იაფია, ვიყიდოთ იაპონიიდან, რას ვაწარმოებთ ჩვენსას?
პასუხი ყოველთვის იყო ასეთი - а вдруг война, а инстранцы перестанут поставлять, тогда что?
ტაგდა ჩტო და აი ის, რაც ახლა გვაქვს.
ანუ, არაფერი არ გვაქვს ჩვენი.

ისე, საწვავის ფასებზე რატომ არ გამოდის ეკონომიკის მინისტრი და რატომ არ აღშფოტდება?
ბარელის ფასი განახევრდა.
ჩვენთან ერც დაძრულა ადგილიდან.
არაა ეს კარტელური გარიგების შედეგი?
სადაა ანტიმონოპოლიური სამსახური?
4 წლის უკან
Maverick DDDzia, "სადაა ანტიმონოპოლიური სამსახური?"
სად არის შეკვეხებულია და დაბოქლომებული ერთ ადგილში გავლენის პოლიტიკანების მიერ და ხალხზე ზრუნვით შეწუხებული პარტიული ბოსების აკრეფილი ხარკის ამოსაღებად თავიანთი ბიზნესების გამკრიშავი გაბღენძილი პარლამენტარების მიერ!
4 წლის უკან