„ნათელაშვილთან ვინ შეთანხმდება საარჩევნო სიაზე, თუ, ფული არ გადაუხადეს?! ისიც წარმოუდგენელია, „ნაცები“ და „ევრონაცები“ საერთო სიაზე შეთანხმდნენ“

„ნათელაშვილთან ვინ შეთანხმდება საარჩევნო სიაზე, თუ, ფული არ გადაუხადეს?! ისიც წარმოუდგენელია, „ნაცები“ და „ევრონაცები“ საერთო სიაზე შეთანხმდნენ“

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება თითქოს შედგა და არც შედგა. ხელისუფლება თავს ირწმუნებს, რომ ახალი მოდელით არჩევნების ჩატარება თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი გუნდის დეპუტატებისა და მაჟორიტარებისთვის, მაგრამ ოპოზიცია ისევ უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან პინგ-პონგის გაგრძელებას აღარ აპირებს და, თუ შეთანხმების რომელიმე კომპონენტი არ შესრულდა, შეთანხმება ჩაიშლება.

რეალურად, რის მიღწევას ცდილობს ოპოზიცია? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ ოპოზიციას თითქოს აღარ აქვს საბაბი, დესტრუქცია მოაწყოს და ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს, მაგრამ საინტერესოა, ოპოზიციონრებს აწყობდათ კი შეთანხმების მიღწევა? თუ მათ არსენალში იყო სრულიად სხვა სცენარი?

- გასაგებია, მათ როგორი სცენარიც ჰქონდათ. თვითონ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, არავითარ დათმობასა და კომპრომისზე არ წავიდოდნენ. აქედან გამომდინარე, ახლაც ელოდნენ, შეთანხმება არ შედგებოდა და მაშინ, ცხადია, დესტრუქციული ტალღა გაგრძელდებოდა. რახან ეს კომპრომისი შედგა, „ქართულმა ოცნებამ“ ამით აჩვენა, რომ კომპრომისების არ ეშინია. ეს იმთავითვე დიდი უპირატესობაა არჩევნების წინ.

ეს ხელისუფლების მხრიდან უკანდახევა ხომ არ გამოდის საერთაშორისო ზეწოლის გამო?

- ეს უბრალოდ კომპრომისია. პოლიტიკა უწინარესად კომპრომისების ხელოვნებაა. დავფიქრდეთ, რა მიიღო ამ შეთავაზებით ოპოზიციამ? ბევრი არაფერი, გარდა შესაძლო რამდენიმე ზედმეტი მანდატისა. არსებითად ეს არაფერს არ ცვლის. თუ ვინმეს აქვს მთავრობის შექმნის შანსი, ეს არის „ოცნება“. რას გააკეთებს ოპოზიცია, მე არ ვიცი, რადგან მათი დღის წესრიგი პრაქტიკულად ამოწურულია - აპრილის აქციებიც აღარ ტარდება, დესტრუქციულმა ტალღამაც გადაიარა, ამიერიდან რაზე უნდა იჩხუბონ, იყვირონ და იგინონ, გაუგებარია.

ისეთი შთაბეჭილება რჩება, რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, მაინც მოძებნის ოპოზიცია მიზეზებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას.

- დიახ და ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ შეთანხმებას, რადგან, თუ ძალიან გამწვავდა ურთიერთობა, მერე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ის, რაც ნოემბერში მოხდა, ანუ ჩავარდეს ეს საკონსტიტუციო კანონი. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არ მაქვს, ეს ძალიან გაუგებარი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სრული მობილიზება უკვე შეძლო და, წესით, საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრმა ამას ხმა უნდა მისცეს, რომ შემდეგ ისევ ბრალდებები არ წამოვიდეს.

ფაქტია, მაჟორიტართა რაოდენობა შემცირდა, რაც გამოიწვევს იმას, რომ მათ, ალბათ, გაურთულდებათ მუშაობა, რადგან რამდენიმე ოლქი დაემატებათ და ერთის ნაცვლად 3-4 ოლქზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. ისე, დიდად არც არაფერს აკეთებდნენ მაჟორიტარები, მათ ადგილობრივ ფეოდალებადაც მოიხსენიებდნენ. ახლა რას გააკეთებენ?

- მართლაც ძალიან იზრდება მაჟორიტართა წონა. 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩეველია საქართველოში, ეს რომ გავყოთ 30-ზე, მეტ-ნაკლებად, სადღაც ასი ათასი ამომრჩეველი მოდის ერთ მანდატზე. ზუსტად ოლქების საზღვრები ჯერ არ ვიცით, მაგრამ საშუალოდ ასი ათასიანი იქნება ეს ოლქები. ამხელა ლეგიტიმაციის მქონე იქნება მაჟორიტარი. თბილისის მერი მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად ითვლება, რადგან მას მილიონიანი ქალაქი ირჩევს და საქართველოს მასშტაბით ეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციაა. მერის შემდეგ სწორედ მაჟორიტარები იქნებიან მაღალი პოლიტიკური წონის, რადგან მათ ძალიან ბევრი მხარდამჭერი სჭირდებათ, ისინი ბევრ ადამიანს წარადგენენ პარლამენტში. ბუნებრივია, მათი პოლიტიკური წონა უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღევანდელი მაჟორიტარების. ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ კი, სარისკოცაა.

სარისკო რატომაა? მაჟორიტარები ვერ მიაქცევენ ყურადღებას ამდენ ოლქს?

- აქ არასწორი აღქმაა საქართველოს პარლამენტის წევრის. საქართველოში ორპალატიანი სისტემა ჯერჯერობით არ გვაქვს. მაგალითად, თუ უცხოეთში სენატორი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელია პარლამენტში, ჩვენს შემთხვევაში, გინდ მაჟორიტარი დეპუტატი იყოს, გინდ პროპორციული წესით არჩეული, ის სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, მიუხედავად იმისა, რა წესითაა არჩეული. ანუ მაჟორიტარი თავის ოლქს კი არ წარმოადგენს მარტო, არამედ წარმოადგენს ქართველ ხალხს. გეთანხმებით, პრაქტიკაში ასეა, რომ, როგორც წესი, ჩვენი მაჟორიტარები ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტით არიან დაკავებულნი, მაგრამ ეს არ არის სწორი, რადგან ადგილობრივ საკითხებს უნდა წყვეტდეს ადგილობრივი თვითმმართველობა. წესით, მაჟორიტარი პირდაპირ არ უნდა ერეოდეს ადგილობრივ საკითხებში. ასე ნუ შევხედავთ, რომ მაჟორიტარი თავის საქმეს ვერ გააკეთებს, თუკი იგი დიდი ოლქის წარმომადგენელი იქნება, ის უნდა ფიქრობდეს იმაზე, რაც პარლამენტის ფუნქციაშია. პარლამენტის ფუნქცია კი, პირველ რიგში, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაა, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის. ის არის კანონმდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი.

ყოველ შემთხვევაში, ალბათ, თავ-პირის მტვრევა დაიწყება, ვინ გახდება მაჟორიტარი და ბევრად უფრო ძვირადღირებული გახდება ეს პოსტი, რადგან მისი წონა ოლქების რაოდენობის პარალელურად გაიზრდება.

- რასაკვირველია, მაჟორიტარის წონა იზრდება. იმდენად დიდი წონა აქვს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მთლიანად პარტიაც კი გადაწონოს. პოლიტიკოსებს სასწორზე არ წონიან ხოლმე, მაგრამ მაჟორიტარები რომ ავწონოთ, მძიმეწონიანები იქნებიან. წარმოიდგნეთ, სიტყვაზე, მაჟორიტარს 50 ათასმა კაცმა მისცა ხმა, უბრალოდ, ოლქს გააჩნია, ეს უპირატესობა მაჟორიტარებს ექნებათ, თუმცა როგორ გადახურდავდება ეს უშუალოდ პირდაპირ პოლიტიკურ წრეებზე, ამას ვნახავთ. ახლა პარტიები რთული ამოცანის წინაშე დადგებიან, მათ მაჟორიტარად უნდა შეარჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც მარტო თავის მუნიციპალიტეტში კი არ იქნება ცნობადი, არამედ მთელ რეგიონში. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს საქართველოს მასშტაბით ცნობადობასაც და პოპულარობასაც. რაც შეეხება თბილისს, როგორც ამბობენ, 7 ან 8 ოლქი უნდა იყოს თბილისში, მაგრამ არ ვიცი, როგორ დათვლიან. სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება რთულია, რადგან უნდა გავითვალისწინოთ მცირემოსახლეობით ცნობილი რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის მონაცემები, სადაც მოსახლეობა 30 ათასია. მოსახლეობის პროპორციულობიდან გამომდინარე, იქ გაჭირდება ოლქის შექმნა. დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, სპეციფიკური პრობლემები, რომელიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი და იქ ოლქი რომ არ შეიქმნას, უცნაური იქნება. თუ პოლიტიკურ დღის წესრიგს დავუბრუნდებით, ოპოზიციას ვერ აქვს კარგად საქმე. ისინი რევოლუციური სცენარიდან უცებ გადაეწყვნენ და გადავიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. დაახლოებით ეს რუსულ გამოთქმას ჰგავს, „ს კარაბლია ნა ბალ“, ანუ გემიდან წავიდნენ ბალზე, ტანსაცმელიც არ გამოიცვალონ, ცხადია, ძალიან უცნაური სანახავები იქნებიან.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მყარადაა შეკრული და, 1%-იანი ბარიერის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ მოახერხებს ოპოზიციის დაქსაქსვას. ნამდვილად მყარია ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა?

- ოპოზიცია არ არის მყარად, ისინი უნდა შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე და როგორ წარმოგიდგენიათ, ნათელაშვილთან ვინმე შეთანხმდეს საარჩევნო სიაზე, თუ, რასაკვირველია, მას ფული არ გადაუხადეს?! ისიც წარმოუდგენელია, „ნაცები“ და „ევრონაცები“ საერთო სიაზე შეთანხმდნენ. განხეთქილება მათში სწორედ ამან განაპირობა, რომ პიროვნული ადგილებისთვის დაერივნენ ერთმაეთს, თორემ აბსოლუტურად ერთი და იმავე იდეოლოგიისა და შეხედულების ხალხია. იმთავითვე ამბობდა მათი ლიდერი და შემოქმედი სააკაშვილი, თქვენ უნდა გადადოთ თავი, თქვენი პიროვნული ადგილი საინტერესო არ არის და რევოლუციაში უნდა ჩაებათო. აქედან წამოვიდა ეს განხეთქილება. ეგენი თავიანთი პიროვნული ადგილისთვის უფრო პრაგმატულები არიან და ნაკლებად „იდეურები“, ვიდრე სააკაშვილის გუნდი იყო. ეგენი სიაზე როგორ შეთანხმდებიან?! შეიძლება, რამდენიმე ოლქში გარიგება დადონ და რომელიღაც კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან დიდი არჩევანი არ აქვთ, მაგრამ ცალ-ცალკე სიებით გავლენ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში ბაქრაძე ცალკე კანდიდატი იყო, ვაშაძე - ცალკე კანდიდატი. ასევე, მოიქცევა ვითომც გაერთიანებული ოპოზიციაც, ანუ ერთკაციანი პარტიების ნაკრები, რომელთა სახელებიც არავინ იცის.

1%-იანი ბარიერიდან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის მაგიდამ აზრი დაკარგა?

- არავითარი დღის წესრიგი მათ არ აქვთ. რაზე უნდა შეიკრიბონ? კი, ერთმანეთის სანახავად მივლენ, მაგრამ საქმის ინტერესები აღარ აკავშირებთ. 1%-იანი ბარიერიდან გამომდინარე, ბლოკის შექმნასაც ამ წვრილ-წვრილი პარტიებისთვის აზრი არ აქვს, პირდაპირ თქვა „ლელომ“, მე ცალკე სიით გავალ, ანუ ცალკე კანდიდატები მეყოლება ოლქებშიო. ბურჯანაძისა და „ნაცების“ ერთად ყოფნა საერთოდ ანეკდოტია, ეს არ გამოვა. ვინ დარჩება? დარჩება ის კონფიგურაცია, რაც იყო - „ნაცები“, „ევრონაცები“, ცალკე „ლეიბორისტები“, ცალკე ბურჯანაძე და ერთკაციანი პარტიები - დავითაია, ბაჩუკი ქარდავა და სხვები.

ამ თანამეინახეთა შორის მარგველაშვილის სტუმრობას როგორ აღიქვამთ?

- სასაცილოა. მარგველაშვილი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს. პიროვნულად საკუთარ თავს იყენებს კომიკურ მდგომარეობაში. ჯერ ერთი, მას არანაირი პარტია არ აქვს და არანაირ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ აქტივობას არ ახორციელებს, გარდა პიროვნული უცნაური განცხადებებისა, რომელიც სიმწყობრეს მოკლებულია და რაიმე რაციონალურ გათვლასთან კავშირი არ აქვს.

პოლიტიკამ მონატრება იცის და, ალბათ, ამით აიხსნება მარგველაშვილის გააქტიურება.

- რა უნდა, არ ვიცი, ვის რაში უნდა გამოადგეს?

„ლელოს“ არ გამოადგება?

- არაფერში არ გამოადგება. შეიძლება, სიაში ჩაწერონ, მაგრამ გამსვლელი ადგილი „ლელოს“ უკვე დაკომპლექტებული აქვს -  ხაზარაძე, ჯაფარიძე და, ალბათ, უსუფაშვილი. მეტი ადგილი მათ არ შეხვდებათ, სადღაც მეოცე ადგილად თუ დაწერენ მარგველაშილს, ეს არაფერს ნიშნავს.

 

 

tngh მთელი 5 წელი პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი და მისი "მეგრანტე" მრჩეველები განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ ტ/კ "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. დღეს იმის ვაჟკაცობა, სინდისი, ნამუსი და ადამიანობაც არ ჰყოფნიტ, რომ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას თავისი ქმედებების გამო. სავარაუდოდ, მსგავსი ზეწოლაა, "ლელოს" დამფუძნებლებზეც...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ფუუუუ, წადი რააააააა... დუეშთში ისექსავე რააა, თან იძახიან მაგარიაო რააა...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ლელო არა რაგბი კიდევ რა, ამ ნაბოზარმა ხაზარაძემ პოლიტიკა იმიტომ აირჩია რომ რაც ძღრენი აქვს ქართველი ხალხის წინაშე იქნებ თავი გადაირჩინოს, თორრმ ისე ვკიდივართ ყველანი რრ3ოგოტვ
ც დრე ვეკიდეთ, ,,,
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com რა ეგრე არ არის როოო...
4 წლის უკან