ლარი პანიკური გაუფასურების გზას დაადგა

ლარი პანიკური გაუფასურების გზას დაადგა

ლარის კურსი ერთბაშად დაეცა და კვლავ 3,0-იანი ნიშნულისკენ აიღო გეზი. კორონავირუსის პანიკამ და მოსალოდნელმა ეკონომიკურმა კრიზისის ნიშნებმა გაცვლით კურსზე თავისი გავლენა უკვე მოახდინა. როგორც ჩანს, დაგეგმილი ეკონომომიკური ზრდა ვეღარ მოხერხდება და ვერც ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების პირობა შესრულდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი ვითარებიდან გამოსავალს ერთად ეძებენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რის გამოც, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს. კომიტეტის სხდომა 18 მარტს არის ჩანიშნული, შესაბამისად, იქამდე სებ-ი დაკვირვების რეჟიმში იქნება.

„ეროვნულმა ბანკმა ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გამოიყენა - რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება და ასეც უნდა ხდებოდეს. მის გარშემო უნდა იყოს მთლიანად მონეტარული პოლიტიკა აგებული. კარგია, რომ ეს ჩარჩო მოქმედებს და მუშაობს. აუცილებლად უნდა შევხედოთ რა ვითარება იყო ადრე და ახლა. 2014-15 წლებში ვალუტის გაუფასურება იყო დაახლოებით, 50%, მაგრამ მაშინ ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი. სიტუაცია განსხვავებული იყო 2019 წელს. იმ შოკის შედეგად, რაც ამ წელს მივიღეთ, მხოლოდ ჩვენ ვუფასურდებოდით, ხოლო 2014 წელს სხვა ვალუტებიც უფასურდებოდა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გაუფასურება, რომელიც ახლა ხდება, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება არ იქნება ინფლაციაზე ისეთი გავლენის მქონე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი 2019 წელს. ყველა ფაქტორს ვაანალიზებთ.

შემდეგ კვირაში არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და განხილვებზე ჩვენ ვაანალიზებთ და ვეყრდნობით იმ ინფორმაციებს, რომელიც იმ წუთებში არის. სიტუაციას ყველანაირად ვაფასებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ჯერ პირობის მოცემა არ შემიძლია, თუმცა ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ახლა ყველას ის აინტერესებს, ექნება თუ არა ლარის დღევანდელ გაუფასურებას გავლენა ინფლაციაზე. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ფასი ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაიზრდება. კომპანიების ნაწილი მზადაა, ლარი სამიან ნიშნულთან მივიდეს. თუ ლარი ამ ნიშნულს არ გადასცდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ.

„ლარი სტაბილურობისკენ წავიდა, მაგრამ რაც ამ კვირაში ხდება, ეს არის სასწაული, ყოველდღიური გაუფასურება. ვხედავთ, რომ 1-2 თვის განმავლობაში მყარდება ლარი და შემდეგ უბრუნდება ისევ კრიზისულ ნიშნულს. თუ 2.95 ან სამიან ნიშნულს არ გადასცილდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ, თუმცა პირველადი მოხმარების პროდუქტზე, თუ გაგრძელდა ლარის გაუფასურება, უფრო სწრაფად გაძვირდება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

საბანკო ასოაციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე კი ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი ქცევის გაანალიზება ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ვალუტის. კორონავირუსი და მისი ირიბი ეფექტი ბაზარს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადს ხდის.

„ამ ეტაპზე, აბსოლუტურად შეუძლებელია რამის წინასწარმეტყველება და იმის გაანალიზება რატომ აქვს ლარს ამ ეტაპზე ასეთი ქცევა. კორონავირუსმა და მისმა ირიბმა გავლენამ, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად არაპროგნოზირებადი გახადა ბიზნეს გარემო, ფასიანი ქაღალდები და ფინანსური ბაზარიც. ეს არის მოცემულობა, რომელიც არავინ იცის, სადამდე გასტანს.

ამ ვითარებაში, რეალობიდან გამომდინარე ერთადერთი პოზიტიური პროგნოზი რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მდგრადი რჩება და მის რეზისტენტულობას, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. სხვა მხრივ კი არსებითი ანალიზის გაკეთება ახლა შეუძლებელია“, - განაცხადა ძნელაძემ.

მთავრობაში კი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც იმუშავებს, რომ მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით იქმნება ძალიან სწრაფი, მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს ამ ეფექტების ზეგავლენის დათვლაზე და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა ყველა მხარესთან ერთად.

„ეს ჯგუფი, რამდენიმე დღეში, საჯაროდ გააჟღერებს უკვე კონკრეტულად ამ ნაბიჯებს, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით. მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც დღეს ერთხმად გამოითქვა ამ შეხვედრაზე არის ის, რომ მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდობა - ფულადი რესურსი იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები და პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ სექტორში, აუცილებლად განხორციელდეს და ხელი არ შეეშალოს.

ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სახით, ასევე კომერციული სექტორი, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის სახით წარმოდგენილი, მზად არის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ამ ქაოსის, სტრესის, პანიკის და საერთოდ ყველაფრის მიზეზი არის ახალი ეპოქის დადგომა! სადაც ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე მილიარდჯერ აღემატება 50 წლის წინანდელ დონეს. 1970 წელს ჩინეთის ქალაქ უხანში რაიმე ვირუსული ეპიდემია რომ გავრცელებულიყო, ჯერ ერთი იმასაც ვერ გაიგებდნენ რასთან ქონდათ საქმე, მეორე იქ თუ გაჩნდებოდა ეპიდემია იქვე მოკვდებოდა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში ნამდვილად ვერ შემოაღწევდა! მერე იტალიელი საბჭოთა კავშირში და საქართველოში ეს თითქმის იგივე იყო რაც მარსელი! ამდენი ქართველი ჩემოდანზე მომხტარი და აღოღებული წარმოუდგენელი რამ იყო! კიდევ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რაღა უბედურება იყო, რისთვის, ვის ჭირდებოდა. ამდენი ინტერნეტი და ტელევიზია დღე და ღამ ხაკხს არ სტრესავდა, ყვლა უბედურებაზე არ მაუწყებლბდა, არსად იყო ლგბტს პროპაგანდა, და არც ჰოლივუდის ძალადობრივი ფილმები აღვიძებდა ქვეცნობიერ მეში განდევნილ ურჩხულს.... მოიტანდა კვირაში 2-ჯერ ფოსტალიონი კომუნისტს, ლელოს და სოფლის ცხოვრებას, ხანდახან ჟურნალ ნიანგს. საღამოს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ქალბატონები ჟანეტა არჩვაძე და ლია მიქაძე სრულიად დადებითი მუხტის მატარებელ ახალ ამბებს გვამცნობდა! ... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა კაცობრიობა მიიყვანა ტრაგიკულ ფინალამდე! ახლა ბოლო "სტომეტროვკაზე" ვართ!
4 წლის უკან
Maverick Aburjga Tasmanieli. ძმობილო ჯულიეტა გამოგრჩა, ჯულიეტა... სხვათაშორის, გამოსავალს თუ ხედავ ამ ბდგომარეობიდან?...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli Maverik, ჩემი პირადი გამოსავალი (ესეც თუ გამოსავალია) შორს აღარაა. ეს ვირუსი შესავლია, ასე ვთქვათ უვერტიურა, ოპერა ახლა იწყება! ამის შემდეგი ვირუსი ამაზე ათასჯერ გამძლე იქნება! რაც მეცნიერულ-ტექნიკურ თემაზე ფუტურისტული ფილმებია გადაღებული ყველაფერი აუხდება კაცობრიობას. უკვე მარტივად შესამჩნევია ეფექტი რომელსაც იწვევენ ფუტურისტული იდეები. სწორედ ეს იდეები ქმნიან (აწარმოებენ) მატერიალურ მომავალს. თუ ადამიანმა ღვთის შემწეობით არ მოძებნა საკუთარ თავში მუხრუჭი (რაც ძალიან ნაკლებად არის მოსალოდნელი), ხელი არ აიღო ნებისმიერ სწავლა-განათლებაზე, განსაკუთრებით კი ტექნიკური, ფიზიკა-მათემატიკური, კიბერნეტიკული, სამედიცინო (გენეტიკური) მეცნიერებების გარდაუვალია კაცობრიობის კრახი!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კი ჯულიეტა ნამდვილად კარგი ქალი და დიქტორი იყო, მაგრამ ერთი მაგარი გრეხი აქვს, გიორგი გაბუნიას მოვლინება ამ სამყაროსთვის!
4 წლის უკან