„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ

თავისუფლების მიღწევის ხერხების შესახებ

ბუდიზმსა და იუდაიზმში არაძალადობის ცნება წარმოიშვება აჰიმსას (არაძალადობის) იდეისაგან, რომელიც პასიურ დაუმორჩილებლობასა და არაძალადობრივ წინააღმდეგობაში გამოიხატება. აჰიმსა თავის მხრივ ჯაიანების სწავლების ძირითადი ელემენტია. ჯაინიზმი უძველესი რელიგიაა, როგორც დამოუკიდებელი სარწმუნოება და ფილოსოფია, თუმცა ნაწილობრივ ემთხვევა ბუდიზმს და ინდუიზმს. ის დაფუძნებულია უფლისწული მაჰავირას (599-527 ქრისტეს შობამდე) სწავლებებზე, სადაც ვკითხულობთ:იცხოვრე და აცხოვრე სხვაც. გიყვარდეს ყველა - ემსახურე ყველას." "როგორც მე არ მიყვარს ტკივილი, ასევე სხვა არსებასაც არ უყვარს ტკივილი."  აჰიმსა  ეფუძნება რწმენას,  რომ ყველა ცოცხალ საგანს სული აქვს. ამიტომაც ზოგი ჯაინი ბერი არა მხოლოდ ხორცის, არამედ ბოსტნეულის ძირების (ფესვების) ჭამისგანაც იკავებს თავს.

უამრავი ადამიანი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, რომლის მართვის მეთოდი დიქტატურას, ან თუ ძალიან კატეგორიულნი არ ვიქნებით - ავტორიტარულ რეჟიმს შეიძლება მიეკუთვნოს. ჩვეულებისამებრ, ასეთ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას მოქმედი მჩაგვრელი, არადემოკრატიული რეჟიმი სხვა, მეტად დემოკრატიული და თავისუფალი პოლიტიკური სისტემით სურს შეცვალოს. მაგრამ როგორ უნდა გააკეთონ მათ ეს?

დიქტატურა ჩაგვრის ერთადერთი ფორმა არ არის. არსებობს შევიწროების სოციალურ და ეკონომიკურ ფორმებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სისტემა. როგორც წესი, ადამიანები გამოხატავენ სურვილს დაასრულონ ავტორიტარული რეჟიმი, თავი დააღწიონ ჩაგრულ მდგომარეობას, რათა მეტი უფლებები და თავისუფლება, მეტად სამართლებლივ საზოგადოებაში ცხოვრების საშუალება მოიპოვონ. არსებობს თუ არა ამგვარი ცვლილებების განხორციელების გზები, იმ პირობებში, როდესაც მათი რეალიზება ეფექტურად, დამოუკიდებლად, და არცერთ შემთხვევაში - დროში გაწელილად არ უნდა მოხდეს?

ამ კითხვებზე პასუხს მრავალი ადამიანი ეძებდა. საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, რათა მათ ნაწილს თავისუფლება მოეპოვებინა. მრავალი ცდილობდა დახმარებოდა ტირანიის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს მათი ჩაგრული მდგომარეობის დასრულებისათვის. თუმცა ვერავინ განაცხადებს, რომ ყველა კითხვაზე სწორი პასუხი იქნა გაცემული. სამწუხაროდ, დაფიქსირებული პრობლემები არსად გამქრალა.

დიქტატურის ან ტირანიისა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის არსებული კონფლიქტის დროს, ქვეყნის მოსახლეობამ აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ტირანია მხოლოდ უნდა დაგმოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ფორმით, თუ საბოლოოდ უნდა დაასამაროს და შეცვალოს ის გაცილებით თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი სისტემით?

ბევრი თვლიდა, თუ ისინი თანმიმდევრულად დაგმობდნენ ტირანიას და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მიიღებდნენ მონაწილეობას, სასურველი შედეგი არ დააყოვნებდა. მაგრამ ამგვარი დასკვნა მცდარია.

სიტუაციის მოგვარების საუკეთესო ხერხის ძიებას თან გარკვეული რისკები სდევს. ყველა შეთავაზებული რჩევა მისაღები არ არის. ზოგიერთი, ეგრეთ წოდებული რევოლუციონერი, მათი რიტორიკის მიუხედავად, სინამდვილეში ჩაგრულ მოსახლეობას არ ენდობა. ეს მოჩვენებითი რევოლუციონერები თვლიან, რომ გაბატონებული მმართველი სისტემის დიდი ხნით მოცილება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათი „ლიბერალური“ ჯგუფი როგორმე მოახერხებს სახელმწიფო მმართველი აპარატის კონტროლს, და შემდგომში გამოიყენებს თავის ადმინისტრაციულ რესურსს და რეპრესიულ აპარატს იმისათვის, რათა საზოგადოება იმგვარად „გადააკეთონ“, რომ ის „გათავისუფლებული“ ხალხის მოლოდინებს შეესაბამებოდეს.

წარმოდგენილი პრობლემები მათ ახლებურად განხილვას მოითხოვს.

 

აჰიმსას იდეაზე დაყრდნობით მაჰათმა განდიმ შეიმუშავა ახალი ცნება ინდურ ფილოსოფიაში „სატიაგრაჰა“ (სანსკრ. „შეუპოვრობა ჭეშმარიტებაში“). სატიაგრაჰა დამოუკიდებლობისთვის არაძალადობრივი ბრძოლის ორ ფორმას - თანამშრომლობაზე უარის თქმასა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სატიაგრაჰის მიზანი მოწინააღმდეგის მოკავშირედ და მეგობრად გადაქცევაა, ვინაიდან ითვლება, რომ სინდისზე ზემოქმედება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დაშინება და ძალადობა. განდის თეორიის თანახმად, ძალადობა ადრე თუ გვიან უფრო მეტ ძალადობას იწვევს, მაშინ როდესაც ძალადობაზე უარის თქმა ბოროტების სპირალს წყვეტს და მტრის თანამზრახველად გადაქცევის საშუალებას იძლევა. განდი სატიაგრაჰას  არა  სუსტის, არამედ როგორც სულით ძლიერის იარაღს, ისე განიხილავს.

დიქტატურის მოცილების პრობლემა აღწერილია ჩემს წიგნში „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“. ეს არის კონცეპტუალური ნაშრომი გამათავისუფლებელი მოძრაობის საკითხების შესახებ.

ამ სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს მეტად ვიწრო საგნობრივი მიმართულება გააჩნია: მისი დანიშნულებაა უშუალოდ აღმოუჩინოს დახმარება მოცულობითი ან სუპერპროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვის მსურველ ადამიანებს, რომელთა მიზანი ჩაგვრისაგან გათავისუფლება და დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების აშენებაა. მეტიც, წინამდებარე წიგნი არა მხოლოდ იმ ადამიანისათვისაა განკუთვნილი, რომლის ქვეყანაშიც დიქტატორული მმართველობაა დამყარებული. ის ასევე სასარგებლოა მისთვისაც, ვისაც პრობლემებს ჩაგვრის ნებისმიერი ფორმა უქმნის.

ეს მცირე მოცულობის წიგნი ვერ მოიცავს საკმარის და ამომწურავ წარმოდგენებს დაგროვილი ცოდნისა და იდეების შესახებ, რომელიც აუცილებელია ჩაგვრისაგან გათავისუფლების მიზნით წარმართული ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდების სტრატეგიული დაგეგმვისათვის.

შესაბამისად, მოცემულ ტექსტში არის ბმულები ცალკეული პუბლიკაციებიდან, რომლებიც ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას მოიცავენ. აუცილებელია ყურადღებით და თანმიმდევრულად იქნას შესწავლილი რეკომენდირებული ავტორების პუბლიკაციები. ისინი შეიცავენ უამრავ ინფორმაციას განსჯისათვის, იმ ცოდნის ფორმირებისათვის, რომელიც სასარგებლო იქნება გამათავისუფლებელი ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვისათვის.

იმედი გვაქვს, რომ სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ მოცემული სახელმძღვანელოს გამოყენებით, მომავალში, ჩაგვრის დასამარცხებლად ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდების რეალიზება დიდი ეფექტურობით და მცირე რაოდენობის მსხვერპლით იქნება მოსახერხებელი.

დღესდღეობით დიქტატურის ან ჩაგვრის გაცილებით მძიმე სისტემის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს გასათავისუფლებლად ძალზედ ცოტა შესაბამისი ალტერნატიული შესაძლებლობები გააჩნიათ:

  • საყოველთაო არჩევნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისათვის აუცილებელი საფუძვლიანი ცვლილებები - როგორც წესი, დიქტატურის პირობებში, მიუღებელი და არასამართლიანი, ხოლო მათი შედეგები ფალსიფიცირებული ან არამოთხოვნადი აღმოჩნდება.
  • თავგანწირული წინააღმდეგობა, ბრძოლის პარტიზანული მეთოდებისა და ტერორიზმის ჩათვლით, ჩვეულებისამებრ იწვევს ძლიერ რეპრესიებს, მრავალრიცხოვან მსხვერპლს, მივყავართ მარცხისაკენ და იმ შემთხვევაშიდაც კი, თუ „წარმატებულია“ - გაცილებით ძლიერი დიქტატურის დამკვიდრების საფუძველი ხდება.
  • სახელმწიფო გადატრიალება, როგორც წესი, მარცხდება ან უბრალოდ ხელისუფლებაში ახალი სახეები და ჯგუფები „ძველ“ პოზიციებზე მოჰყავს.
  • თანდათანობითი ცვლილებები შეიძლება ათეულობით წელი გაგრძელდეს, ისინი შეიძლება შეაჩერონ ან სამუდამოდ გააუქმონ.
  • ჩაგვრისაგან გათავისუფლების შესაძლებლობის განხილვისას, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თავისუფლებისაკენ მიმავალი იოლი გზა არ არსებობს. პირიქით, ჩაგვრის სისტემის მოსაცილებლად ეფექტური აქციების დაგეგმვა და რეალიზება ყოველთვის ძალიან რთულია. მეტიც, თავუსუფლების მოპოვება მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ტირანიის მოცილების ნებისმიერი მცდელობის პასუხი შესაძლებელია მკაცრი რეპრესიული ზომები იყოს.

ტირანიის ჭეშმარიტ არსთან შეჯახებისას, როდესაც რეპრესიული ზომების გატარების დიდი ალბათობა არსებობს, ძალიან ხშირად ცალკეული პირებს, ოპოზიციურ ჯგუფებსა და ხელისუფალთა დიდ ნაწილს მხოლოდ, კონფლიქტის თანმხლები, შეიარაღებული ბრძოლის მეთოდების გამოყენების სჯერავთ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად, კონფლიქტების დროს, ბრძოლის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება დამანგრეველი აღმოჩნდება. ტირანიის რეჟიმი, როგორც წესი, კარგად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ ბრძოლა უსასტიკესი რეპრესიების დახმარებით წარმართოს.

 ხანდახან, მეტი თავისუფლების მსურველი ადამიანები თავიანთი გათავისუფლების შესაძლებლობის რწმენას კარგავენ. მათ შეიძლება დასახული გეგმები სხვა ქვეყნის სამხედრო ჩარევას ან ინტერვენციას დაუკავშირონ. ამგვარ ვარიანტს რიგი სერიოზული ნაკლოვანებები გააჩნია:

  • ერთი ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება ისარგებლოს მეორე ქვეყანაში დიქტატორის რეჟიმის მიერ წარმოქმნილი პრობლემებით საკუთარი სამხედრო ჩარევის გამართლებისა და სხვა, ნაკლებად ღირსეული მიზნების მიღწევისათვის.
  • იმ შემთხვევაშიც კი, როცა სხვა ქვეყნის ხელისუფლება დასაწყისში საუბრობს უანგარო მოტივებზე მეორე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში ჩასარევად, კონფლიქტური სიტუაციის გავრცობის კვალდაკვალ, ინტერვენტი ქვეყნის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, „გახსნის“ თავის ანგარებიან მიზნებსაც, რომელთა შორის შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთებიც, როგორიცაა ეკონომიკის კონტროლი და სამხედრო ბაზების განლაგება.
  • სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები იმისათვის, რომ სხვა ქვეყანაში მძლავრი დამთრგუნავი სისტემა შეცვალოს, როგორც წესი ფლობს საკმარის სამხედრო ძალაუფლებას, რათა გარკვეული დროის შემდეგ საკუთარი მიზნები დააფიქსიროს. მოვლენები ამგვარად შეიძლება იმ შემთხვევაშიც განვითარდეს, როდესაც ეს მიზნები „გათავისუფლებული“ მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შიდა კონფლიქტში მონაწილეობისას სხვა ქვეყანამ საკუთარი ძალები მხოლოდ არსებული მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ შეიძლება არ მიმართოს.

სხვა სახელმწიფოსადმი ნდობა მცირდება, როდესაც ინტერვენტი-ქვეყნის ხელისუფლების მიერ კეთდება ცრუ განცხადებები თავიანთი ჩარევის შესახებ, თითქოსდა მათ სურთ მეტად თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მაშინ, როდესაც მათი რეალური მიზნები არსებითად განსხვავდება მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებისაგან.

არსებობს თუ არა გამათავისუფლებელი ბრძოლის სხვა შესაფერისი მეთოდი?

ცნობილია ახლო წარსულში განხორციელებული მაგალითები დიქტატურის წინააღმდეგ სტიქიური ან ორგანიზებული ბრძოლის მეთოდებისა, რომელთაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბრძოლის შედეგები ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა: სადღაც ის წარუმატებელი იყო, სადღაც წარმატებული, სადღაც - წინააღმდეგობრივი.

მოსახლეობის მიერ განხორციელებული სახალხო პროტესტი, უარის თქმა თანამშრომლობაზე და ძირგამომთხრელი ქმედებები, მჩაგვრელ სისტემას არა მხოლოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის, არამედ დიქტატორული რეჟიმისა და ტირანიის დამხობის მიზეზიც ხდება3.

არსებობს არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის წარმოების მაგალითები, რომლის დროსაც წინასწარ შედგენილი სტრატეგიული გეგმები არ არსებობდა, მაგრამ აქ მონაწილეობას იღებდა ისეთი გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერი, როგორიც იყო მოჰანდას კარამჩანდ განდი (მაჰათმა განდი). ასეთი შემთხვევები ტიპიური არ არის. არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენების ისტორიების უგულველყოფა და სამოქმედო გეგმების მოუმზადებლობა არ შეიძლება, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მუდმივად გზადაგზა მიღება არაძალადობრივი ბრძოლის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაციები „ფერად რევოლუციებად“ წოდებული რამოდენიმე რევოლუციისა და აჯანყების შესახებ. ეს მაგალითები დამაიმედებელია, რადგანაც არაძალადობრივი მეთოდებით წარმართულ ბრძოლაში მრავალი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი ეფექტურობით გამოირჩეოდა. ამ შემთხვევებში მიღწეული შედეგები დამოკიდებული იყო ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა კონკრეტული სიტუაცია, ძველი გამოცდილების გათვალისწინება, გააზრებული სტრატეგიის არსებობა ან არარსებობა, დაგეგმვის ხარისხი და გამოყენებული მეთოდები.

დაგროვილი გამოცდილების გამოყენება

ძალადობის არგამოყენების ტექნიკის მოქმედება ღრმა შესწავლას კიდევ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ისტორიული და თანამედროვე გამოცდილების ცოდნის წყალობით, ჩვენ ისეთ დონეს მივაღწიეთ, როდესაც მოცემული მეთოდები ფართოდ, მხოლოდ კონფლიქტების შემთხვევაში არ გამოიყენება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მომავალში დიდი ცოდნის, გულმოდგინედ გაკეთებული გამოთვლების, პრაქტიკული გამოცდილების, დახვეწილი დაგეგმვის და აქციების ჩატარების გაუმჯობესებული უნარების არსებობისას, შეიძლება თითქმის დარწმუნებული ვიყოთ ჩაგვრის წინააღმდეგ არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის ეფექტურობის გაზრდაში.

ზემოქმედების სხვა შესაძლო საშუალებებთან შედარებისას, რომელთა შესახებაც ადრე ვსაუბრობდით, სტრატეგიულ დაგეგმვაზე დაფუძნებული ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი გაცილებით რთულად გამოიყურება დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი სისტემის ასაშენებლად. ჩვენ უნდა წავახალისოთ ცალკეული ადამიანები და ჯგუფები, ვინც გადაწყვეტს შეისწავლოს ამგვარი მეთოდები მეტი თავისუფლებისა და სამართლიანობის მიღწევის მიზნით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს წინაშე მაინც რთული ამოცანა დგას.

მხოლოდ ხანგძლივვადიანი პროექტის დეკლარირება და არსებული ვითარების მიმართ პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. მოქმედებას საფუძვლად საპასაუხისმგებლო, ბრძნული და ეფექტური სტრატეგია უნდა ჰქონდეს. ჩაგვრის აწყობილ მანქანასთან შეჯახებისას ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის სტრატეგია შეიძლება გახდეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა როგორც ძალადობის, ისე ინერტული მორჩილების მიმართ.

ამ წიგნისა და რეკომენდირებული ლიტერატურის ჩამონათვალში მითითებული ნაშრომების დანიშნულება იმ ადამიანების და ჯგუფების დახმარებაა, რომლებიც შეეჯახნენ ჩაგვრას და სურთ რაც შეიძლება მეტი გაიგონ ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის სტრატეგიის არსისა და პოტენციური შესაძლებლობების შესახებ.

ამ წიგნში ასახული თვალსაზრისი მდგომარეობს იმაში, რომ სტრატეგიული დაგეგმვა ბრძოლას ძალადობის გამოყენების გარეშე გაცილებით ეფექტურს ხდის, ვიდრე პროტესტის გამოხატვით და წინააღმდეგობის გაწევით წარმართული ბრძოლა სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აღმოცენებადი კონფლიქტის შესაძლებელი შედეგები, ისევე, როგორც პოსტკონფლიქტური პერიოდის პოლიტიკური მოწყობის დაგეგმვა, დროულად, დასაწყისშივე უნდა იქნას განხორციელებული.

პრაგმატიზმი და სტრატეგია

პრაგმატიზმი და სტრატეგია განსაზღვრავენ პრობლემის გადაწყვეტისადმი ისეთ მიდგომას, რომელსაც საფუძვლად რეალური ფაქტები და საკმარისი ფაქტობრივი მასალის განხილვის შედეგად გამოტანილი დასკვნები უდევს6.

მოცემული წიგნის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაუწიოს დახმარება დიქტატურის ან ჩაგვრის სხვა სისტემის განადგურებისა და შემდგომში გაცილებით თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური სისტემის შექმნის მოსურნე ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს ბრძოლის ეფექტურად წარმართვის დაგეგმვის საკითხებში. რამდენად რაციონალურად მოახერხებენ ადამიანები მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენებას ჩაგვრის სისტემის განადგურებისა და მისი, მეტად მყარი, თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური სისტემით შეცვლის მიზნით?

მსხვერპლის რაოდენობის შემცირება გულმოდგინე და სწორი დაგეგმვის შედეგია. ბრძოლის ზოგირთი მეთოდი შეიძლება განსაკუთრებით პროვოკაციული იყოს და დემონსტრაციის მონაწილენი მოქმედი რეჟიმის შეიარაღებული ძალებისათვის იოლ სამიზნედ აქციოს. სხვა მეთოდებს შეიძლება ჰქონდეთ მეტად ძლიერი ზემოქმედება და შესაძლოა მათ არ გამოიწვიონ მსხვერპლის გაზრდა. მაგალითად, ერთი გეგმის მიხედვით მომიტინგეებს უნდა ემოძრავათ ქუჩის გასწვრივ ტყვიამფქვრევებით აღჭურვილი ჯარების შესახვედრად. სხვა გეგმას წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები უნდა ეიძულებინა ქუჩის გათავისუფლება და გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ სახლებში წასვლა.

ახალი ცოდნის შეძენა

რამოდენიმე წლის განმავლობაში ლექციებზე, კურსებსა და სემინარებზე, ჩაგვრისაგან გათავისუფლების მიზნით ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდების გამოყენების საკითხებით დაკავებულმა ზოგიერთმა ჩვენთაგანმა ყურადღება არაძალადობრივი მოქმედებების არსის გაგებისა და სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობაზე გაამახვილა. შესაბამისი წინადადებები ევროპისა და აზიის ქვეყნებში მაცხოვრებელი ცალკეული პირისაგან თუ პირთა ჯგუფებიდან ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოდიოდა.

ზოგიერთი სემინარი ნაჩქარევი და არასრულყოფილი იყო, სხვა კურსების შინაარსი კარგად იყო გააზრებული და ორგანიზებული. შეთავაზებული ლექციები ხანდახან, კურსების სახით, თითქმის ორი კვირის განმავლობაში, დილისა და საღამოს შეკრებებზე ტარდებოდა. ერთ-ერთი ამგვარი, ორკვირიანი სემინარის ლექციებზე განიხილებოდა თუ როგორი წარმატებით გაართმევდა თავს მსგავსი ჯგუფი მომავალში თავისი ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვას.

აღნიშნული ლექციები, კურსები და სემინარები ჩატარების დროისათვის სავსებით თანამედროვედ გამოიყურებოდნენ. მაგრამ როგორი შეფასება შეიძლება გაკეთდეს დღევანდელი გადმოსახედიდან?

ერთი რამ ნათელია, მასალები, რომელთა შესახებაც ზევით ვსაუბრობდით, შეიძლება სასარგებლო და ეფექტური დამწყებისათვის იყოს, რათა ის გაერკვეს საქმის შინაარსში და გაუღვივდეს ინტერესი საკითხების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული საკითხები ასევე შეიძლება იყოს ტრენინგების ფორმით მიწოდებული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეების მოსამზადებლად, დაგეგმილ აქციებში მათი ეფექტური მოქმედებისათვის.

თუ საუბარი სტრატეგიულ დაგეგმვაში დახმარების აღმოჩენაზეა, გარკვეული საკითხების ზეპირი განხილვიდან მიღებული დადებითი შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. აშკარაა, რომ ცოდნა და აღქმის უნარი სტრატეგიული დაგეგმვის დროს აუცილებელია, და თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ამ სტრატეგიის გამოყენების ცოდნის შეძენა სემინარებისა და საუბრების მეშვეობით შეუძლებელია. ასეთივე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ დისკუსიასთან მიმართებაშიც, მაშინაც კი თუ ზოგიერთი მონაწილე საკმარისადაა ინფორმირებული. ეს ეხება ლექციებსაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხსენებელს კარგი ცოდნა და მდიდარი გამოცდილება გააჩნია.

ზეპირი პრეზენტაციები ვერ პასუხობენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეუსაბამონ თანამედროვე ცოდნა
  • მოამზადონ მსმენელები სტრატეგიული დაგეგმვის შემუშავებისათვის.

დროთა განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირთა ჯგუფები, ლექციების მოსმენის, კურსებისა და სემინარებზე დასწრების შემდეგ, კონფლიქტების პირობებში გენერალური პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარებს ვერ იძენენ. ამ ჯგუფებს, ჩვეულებისამებრ არ ძალუძთ მოამზადონ სტრატეგია მცირე მაშტაბის კამპანიისთვისაც და მოკრძალებული შედეგების მიღწევისათვის კი.

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ხშირად, ჩვენ გაგვაჩნია ცოტა მტკიცებულებები იმისათვის, რომ წარმოდგენილი ფუნდამენტალური ცოდნა სრულად იქნას ათვისებული მონაწილეთა მიერ, მათ შემდგომ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე გავლენის მიზნით; კიდევ უფრო მცირე მტკიცებულება გვაქვს მათი სტრატეგიის დაგეგმვის სათანადო უნარის არსებობის შესახებ.

მრავალ ადამიანს ინფორმაციის მხოლოდ მოსმენით გაგების შეზღუდული უნარი გააჩნია. როგორც აღმოჩნდა, არაძალადობრივი მეთოდით ბრძოლის წარმართვისათვის საჭირო ცოდნის სრული მასალისა და სპეციფიკის ათვისება, რისი გაკეთებაც მხოლოდ ზეპირი პრეზენტაციის საშუალებით შეიძლება, ყველასათვის შესაძლებელი არ არის.

ინსტრუქტორების სწავლების მეთოდმა (“training the trainers”) დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი შეხედვით, დახმარების გაწევის ამგვარი მეთოდი ადამიანების დიდი რაოდენობისათვის, არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის წარმართვის რანგში, მომავალი საპროტესტო აქციებისათვის მათი კომპეტენტურ პირებად ჩამოყალიბებისათვის, სასარგებლოდ გამოიყურება. ამ მოდელის ძირითადი ინსტრუქციები შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თუმცა, როდესაც საუბარია მოწინავე მიზნებზე, ამგვარი მიდგომა ეჭვს იწვევს.

შეიძლება დიდი დარწმუნებით იმ აზრის კონსტანტირება, რომ ამ მეთოდის გამოყენებით ვინმეს მომზადება სტრატეგიის დაგეგმვის ნებისმიერი დონისათვის არ შეიძლება. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მოცემული მიდგომა აუცილებელი ცოდნის მნიშვნელობას ბანალურად აქცევს იმ ადამიანისათვის, რომელიც სტრატეგიის დაგეგმვას ცდილობს. დავუშვათ, რომ აუცილებელი ცოდნა შეიძლება წარმატებით გადაეცეს ზეპირად ორჯერ და შემდეგ გამოიყენონ სტრატეგიული დაგეგმისას, რაც უკვე თავისთავად ეჭვის გამომწვევია. ამიტომაც, ამ წიგნით შემოთავაზებული სტრატეგიული დაგეგმვის მართვა თავის მნიშვნელობას არ კარგავს.

არსებობს უამრავი მიზეზი დამატებითი ხერხების შესასწავლად, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა შევიწროებული ჯგუფები შეძლებენ გამათავისუფლებელი ბრძოლის წარმართვისათვის და საკუთარი სტრატეგიის დაგეგმვისათვის ცოდნისა და უნარების შეძენას. შესაძლებელია, რომ ცოდნის უკეთესად ათვისება სხვა საშუალებებითაც მოხერხდეს.