“ზოგიერთმა ჩვენმა პარლამენტარმა უკვე დამირეკა და მკითხა, გია, გააკეთე კორონავირუსის წამალიო? თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ამას ვეუბნები, დიახ გავაკეთე!”
ქვეყანაში კორონავირუსის არსებობა კი არ არის ტრაგედია ჯოჯოხეთად ქცეულ ჩვენს დროში, არამედ დღევანდელი არსებული პოლიტიკური სისტემისა და ხელისუფლების უგერგილო, სამარცხვინო მოქმედებები, როგორც ყველაფერში, ასევე კორონავირუსთან ბრძოლაშიც, თორემ ვირუსული ინფექციები ბუნებაში მიმდინარე პროცესების ნაწილია და ახალი არაფერია.
29 თებერვალს გამოაცხადეს, რომ ირანთან შეწყდა საჰაერო, სახმელეთო, საავტომობილო კავშირი, მაგრამ ირანთან შედარებით, კორონავირუსით იტალია უფროა დაავადებული. რატომ იტალიასთან მიმართებაში არ მიიღეს იგივე ზომები, ეს ერთგვარი პოლიტიკური კომპლექსებია, ალბათ, არსებული რეჟიმისა და ოპოზიციის მხრიდან. მოდით, ახლა ისიც ვთქვათ, არის კი საჭირო ამდენი ხმაურიანი სატელევიზიო ბრიფინგები, ექიმებისა და ექსპერტების უსაგნო საუბრები, როდესაც საზღვრები არ ჩაკეტილა დროულად და პრევენციული ზომები არ ტარდება. თუნდაც ისეთი მარტივი რამ, როგორიც არის პირბადე, ისიც კი არ იწარმოება საქართველოში და ამჟამად დეფიციტშია. როგორც ამბობენ, პირბადეების მარაგის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებს გაუგზავნეს, საქართველოს მოსახლეობა კი დაუცველი დატოვეს… და აი, უცებ ამუშავდა კაპიტალიზმის კანონი და 20 თეთრიანი პირბადის ფასმა მაქსიმალურად მოიმატა, ის რამდენიმე დღე ლარნახევარიც ღირდა. ანტიბაქტერიული საპონიც კი არ იყიდება აფთიაქებში. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნეს ეს პანიკა. ამ დროს თვითონ ამბობენ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, საზღვრები კონტროლირდებაო, მედიკოსების რაოდენობა გაიზარდაო, საბაჟოებზე მონიტორინგი გაძლიერდაო. ამ დროს შემოდის და შემოდის მგზავრები კორონავირუსით დაავადებული ქვეყნებიდან. საკარანტინო ზონებში: თბილისში, აბასთუმანში და საჩხერეში…
კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეკოლოგიის, ონკოლოგიის, თერაპიისა და ბიოლოგიის დარგში პროფესორი, ჰომეოპატი გია ნადარეიშვილი:
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ან ჩვენ არ გვეუბნებიან, რასთან გვაქვს საქმე, ან თვითონ არ იციან, რა ხდება. რატომ არის ასეთი ხმაური?
-თუ ბუნებრივია ეს ვირუსი, ამას ახსნა აქვს. ბოლო 20 წლის განმავლობაში 5-6 სახის გრიპი იყო. სიკვდილიანობა – 2 %. ცნობილი რუსი გენეტიკოსი ვავილოვი ასეთი შემთხვევების დროს ამბობდა: „რაც ხდება, ის დაშვებულია და ბუნებრივია. თუ მიწის გარკვეულ ფართობზე ითესება იმდენი მარცვალი, რამდენიც წესით არ უნდა დაითესოს და ორჯერ მეტ მარცვალს დავთესავთ, ის მუტაციას განიცდის და უმართავი პროცესები მიდის“. ჩინეთის ერთ პატარა ქალაქში, უხანში, სადაც 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იმდენად მჭიდრო დასახლებაა, რომ შეუძლებელია იქ ადამიანმა ჰიგიენა დაიცვას. ამიტომ 5 სახის გრიპიდან 4 წამოვიდა. ელოდებიან ახალ მუტაციას. ეს ვირუსი კიდევ უფრო განიცდის მუტაციას.
– ბატონო გია, იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ კიდევ უფრო დაიძაბება და გართულდება მდგომარეობა?
– არავინ იცის, რაში გადაიზრდება. მომავალშიც იქნება ასეთი კრიზისი, მაგრამ, აგერ, რუსეთის ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის თავმჯდომარემ განაცხადა, რაზე ნერვიულობთ, ეს ჩვეულებრივი ვირუსიაო. მეც ვეთანხმები მას. 35 წელია ვმუშაობ ექიმ-ჰომეოპატად. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. ჩემთან ნებისმიერი დაავადების მქონე პაციენტები მოდიან. დღე არ არის ისეთი, 50-60 ადამიანი არ მოვიდეს სამკურნალოდ. დადებითი შედეგი რომ არ იყოს, ცოცხალი რიგები ხომ არ იქნება? თავად ცნობილი ექიმები მოდიან ჩემთან სამკურნალოდ. ცნობილი ონკოლოგი რეზო გაგუა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს ურჩევდა, მე ვსვამ ნადარეიშვილის ჰომეოპატიურ წამლებს და თქვენც დალიეთო.
– რას ურჩევთ პანიკაში მყოფ მოსახლეობას?
-ამ შემთხვევაში, მთავარია, ჰიგიენის დაცვა. აუცილებელია იმუნოსტიმულატორები. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, გრიპის დროს ნიორს გვაჭმევდნენ. დღესაც აუცილებელია ნიორი. ზუსტად იგივე ვირუსი იყო 2002, 2012 წლებში და ის კიდევ განიცდის მუტაციას. თავდაპირველად კორონავირუსი ჩინეთში იყო 2012 წელს, შემდეგ საუდის არაბეთში, მერე ისევ ჩინეთში. 3-4% დაფიქსირდა სიკვდილიანობა. ისევ გავიმეორებ, თუ რაღაცა სერიოზულს არ გვიმალავენ, ასეთი მზადება არ იქნება. რა ინფორმაცია აქვთ, თქვან. რამდენჯერ იყო სხვადასხვა სახეობის გრიპები და პირბადით ჩვენ სამსახურებში არ ვყოფილვართ. ჩემი რჩევა ის იქნება, რომ მშვიდად ვიყოთ.
– მთავარი კითხვა: კორონავირუსთან დაკავშირებით თუ დაამზადეთ წამალი?
– დიახ, მე დავამზადე ჰომეოპატიური პრეპარატი, აი, აგერ დევს, თქვენს თვალწინ ეს წამალი. იმდენია, მთელ საქართველოს ეყოფა. პრევენციას ვერ ვაკეთებ, თუმცა ზოგიერთმა ჩვენმა პარლამენტარმა უკვე დამირეკა და მკითხა, გია, გააკეთე წამალიო? თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ამას ვეუბნები.
– ბატონო გია, პარლამენტარებთან დაკავშირებით ერთი ისტორია უნდა გავიხსენო: პრუსიის ომის დროს ჯარისკაცებმა მიატოვეს ომი და გაიქცნენ. პრუსიის მეფემ ფრიდრიხ II-მ მათ დაუძახა: სად გარბიხართ, სამუდამოდ აპირებთ ცხოვრებასო? ჩვენი დეპუტატებიც სამუდამოდ აპირებენ ცხოვრებას? კარგად იყვნენ, მაგრამ მარტო თავიანთი თავისთვის უნდათ წამალი, ყოველთვის თავიანთ თავზე უნდა იფიქრონ და იზრუნონ? რატომ არ იყენებენ ამ შემთხვევაში საპარლამენტო კონტროლის შესაძლებლობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ამ ინფორმაციის დამალვა შეიძლება?
– ალბათ, ჩემი ბრალიც არის, ვისაც ეკუთვნის ეს საკითხი, იქამდე ვერ მივიტანე იმ დონემდე, რომ ტესტირება გაიაროს. მაგრამ ინტერესი ხომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სტრუქტურას. იქნებ, ტყუილს ვამბობ? დადებითი შედეგი რომ არ ჰქონდეს ჩემს მიერ დამზადებულ ჰომეოპატიურ წამლებს, ამ უცნაურ ინფორმაციასაც არ გეტყოდით. ჩემი მეგობარი დაუკავშირდა ჩინეთის ელჩს საქართველოში და უთხრა, რომ საქართველოში გვაქვს ისეთი ჰომეოპატიური საშუალება, რომლითაც დავამარცხებთ ვირუსსო. ელჩს უთქვამს, ეს განცხადება უკვე შემოვიდა და დაინტერესება ჩემი მხრიდან ნამდვილად არისო. ანუ ეს ინფორმაცია უკვე იციან. ჩემთან იაპონიის ყოფილი ელჩი დღემდე მკურნალობს. ასევე სხვდასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლები, რიგითი ადამიანები.
– თქვენმა შექმნილმა წამალმა შეიძლება ძლიერი ეფექტი მოახდინოს მთელ მსოფლიოში?
– როგორც სხვა მძიმე დაავადებებისაგან განიკურნა უამრავი ადამიანი, მჯერა, ეს წამალიც იტყვის თავის სიტყვას. მადლიერების ნიშნად ჩემმა პაციენტმა წიგნიც გამოსცა. იქ უამრავი ადამიანი აღწერს, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს.
– თქვენს მიერ შექმნილი ჰომეოპატიური წამალი, რომელიც კორონავირუსის დასამარცხებლად შეიძლება გამოვიყენოთ, რა შემადგენლობისაა?
– 40 დასახელების ჰომეოპატიური კომპონენტია და ამის ახსნა რომ დავიწყოთ, დილამდე ვერ დავასრულებთ.
– ბატონო გია, სხვა ქვეყნებში არ გიცდიათ ამ წამლის გატანა?
– მე ჯერ ჩემი ხალხის გადარჩენა მინდა და მერე მთელი სამყაროსი. თუ ჩვენი ხელისუფლება ხალხზე ფიქრობს, ამ წამლის ტესტირება ჯერ ადგილზე უნდა მოხდეს.
– საიდუმლო თუ არ არის, პრეპარატის ყველა დასახელების ჩამონათვალს არ გთხოვთ, მაგრამ საიდან ქმნით ამ წამალს?
-კვანტური ფიზიკიდან. ჩემი ნაშრომები ტომებადაა დაწყობილი და უზღვავ მასალას მოიცავს, რომლის მიხედვით კოსმოსი, სამყარო და ადამიანი ერთ ჯაჭვს წარმოადგენს. ადამიანში მიმდინარე კანონზომიერი პროცესები რომ იყოს თავისუფალი, უჯრედები აუცილებლად უნდა იყოს სუფთა. ჩვენს შემთხვევაში ბუნების არაგონივრულმა ურბანიზაციამ გამოიწვია კლიმატური ნორმების უარყოფითად ცვლილება: მტკნარი წყლის დეფიციტი, ნაყოფიერი მიწების გამოფიტვა, წყლის აუზების დაბინძურება, რომელიც ადამიანის ორგანოების დაბინძურებას იწვევს და შლაკებით ივსება მთელი უჯრედები. ასეთ დროს უჯრედებში ატომები ვერ გადაადგილდებიან კანონზომიერად. უნდა მოხდეს შლაკების და მავნე ნივთიერებების გამოდევნა ორგანიზმიდან და სწორედ ადამიანის ორგანოების გაწმენდას უზრუნველყოფს ჰომეოპატია. ნობელის პრემიის ლაურეატი ავსტრიელი ირვინგ შრედინგერი კვანტური ფიზიკის მამაა. მან დაწერა წიგნი „ბიოლოგიაფიზიკოსის პოზიციიდან“ მან რაც დაწერა, ის მე პრაქტიკაში უკვე განვახორციელე. ყველა კარგად ვხედავთ, მილიონობით გრანტებს, უცხოეთიდან დაფინანსებებს, რამდენი თანხები იხარჯება, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. ჩემი მეთოდით კი შეიძლება მივაღწიოთ ნებისმიერ დარგში სრულყოფილებას, ოღონდ ქიმიის გარეშე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალი რანგის ბიოლოგები იყვნენ და არიან, მაგრამ საოცარი აღმოჩენების ზღვარს რომ მიაღწიეს, სწორედ მაშინ არ ჭირდებოდათ ისინი.
– ეს იმიტომ ხომ არა, რომ მეცნიერებათა აკადემია გაანადგურეს, კვლევითი და სამეცნიერო ინსტიტუტები აღარ არსებობს.
– რა თქმა უნდა, ამას წინათ მიმიწვიეს უნიკალური მცენარის – ბზის გადარჩენისთვის. იყო საუბარი, საიდან შემოეტანათ წამალი, რათა გადაერჩინათ ბზა. მე კი ვუთხარი მათ, აქ დავამზადოთ წამალი და საზღვარგარეთ გავყიდოთ-მეთქი. ჩემი დამზადებული წამლები ხომ ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება. ქიმია გამორიცხული იქნება. წყნეთში ფიჭვები ხმება, ჩემი წამალი დავასხი ფიჭვებს. ქალაქის მერია დამეხმარა ამ ექსპერიმენტის ჩატარებაში. გაზაფხულზე ყველა ვნახავთ ჩვენი თვალით შედეგს.
– ხომ არ გიცდიათ ბიძინა ივანიშვილამდე მისვლა?
– შევეცადე მასთან მისვლა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
-ჯანდაცვის სამინისტრო არ გეხმარებათ?
– კანონი არა აქვთ სამაგისო. სამედიცინო პროფესიათა ნუსხაში იყო მინიშნებული, რომ ჰომეოპატიურ პრეპარატს არ უნდა სერთიფიკატი. მე მყავს პაციენტი და არა კლიენტი. რუსეთში, მაგალითად, საერთოდ აკრძალეს ჰომეოპატია. აქაც იყო ასეთი პერიოდი, როცა ერთ-ერთი მინისტრი ცდილობდა აკრძალვას. როდესაც კლასიკური მედიცინა ვერ ერევა ავადმყოფობას, ჰომეოპატიური მკურნალობა შველის. რამდენი ექიმი ეუბნება თავის ავადმყოფს, წადი გიასთანო.
– ბატონო გია, ჟენევის ოქმში წერია: „აიკრძალოს ომის დროს მხუთავი, შხამიანი გაზებისა და სხვა ბაქტერიოლოგიური საშუალებების გამოყენება“ ეს დაიწერა 1925 წელს ამის შემდეგ, 1972 წელს მიიღეს კონვენცია, რომლის მიხედვით აიკრძალა ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და დაგროვება. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მას მერე გამოდის, სულ უკან და უკან წავედით?
-ლოგიკური კითხვაა. კონტროლის ყველა მექანიზმი მოიშალა ეკონომიკური საკითხების გამო. იყო დრო, ევროპაში პროდუქტს ვერ შეიტანდით, რომელიც ტესტირებას არ გაივლიდა, დღეს კი, კაპიტალიზმის პირობებში, ფულის გამო თვალებს ხუჭავენ ყველაფერზე და შედეგიც ასეთი მძიმეა. ჩვენ ვითომ მოვერიეთ ფაროსანას, არადა, ქიმიური გამოყენება მიწაში იწვევს ეკოსისტემის მოსპობას და განადგურებას. იმ ქიმიური ნივთიერებების შემდეგ ერთ მილიონამდე მწერი დაიღუპა. არსებობს ისეთი მწერი, რომელიც ფაროსანას მტერი იყო. გაჩნდა ისევ ფაროსანა. ფაროსანა გააჩინა მუტაციამ და მუტაცია არ გაჩერდება. ფაროსანას საწინააღმდეგო წამალიც გამოვიგონე, მაგრამ ვის უნდა!
– ბიოლოგიური ომის რამდენიმე მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ. 1346 წელს ოქროს ურდოს მმართველმა ჯანიბეკმა, ევროპელებს რომ ეომებოდა, ყირიმში, ქ. კაფას ალყა შემოარტყა. იმ ქალაქს იტალიელები იცავდნენ. ჯანიბეკმა ქალაქი ვერ აიღო, რადგან მისი ზოგი ჯარისკაცი შავი ჭირით იყო დაავადებული და ომის დროს მოკვდა. ჯანიბეკმა მკვდრები კი არ დამარხა, გვამები იტალიელებს გადაუყარა და ისე გააჩინა იმ ქალაქში შავი ჭირი. იტალიელები რომ გაიქცნენ გემებით ყირიმიდან, შავი ჭირი იტალიაში ჩაიტანეს და მთელ ევროპაში გავრცელდა. ახლა, შვიდი საუკუნის შემდეგ, ისევ აზიიდან მოვიდა ახალი ვირუსი იტალიის გავლით, ევროპაში. ამ ისტორიაზე რას იტყვით?
– რა კარგი ისტორია გაიხსენეთ, სინამდვილეში ისტორიაშიც ზუსტად ასე ხდება. და კორონავირუსთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ბატონო გია, ჰომეოპატიური საშუალება რამდენად ეფექტურია მაშინ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შავი ჭირის შემთხვევაში, როცა მღრღნელები არიან დაავადებული. ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, რა ხდება კორპუსების სარდაფებში. ადრე სანეპიდსადგურებიდან დადიოდნენ, წამლავდნენ ასეთ ადგილებს. ეს სამსახური დღეს თითქმის უკვე მოშლილია. ქვეყანაში დიზენტერიის საფრთხეც ხომ არ არის?
– სინამდვილეში ზუსტად მაგას ვამბობ მეც. გარკვეული ნორმები არსებობდა. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში. ის ყველაფერი, რაც სანიტარული ნორმების დარღვევასთან არის დაკავშირებული, მუტაციას იწვევს.
ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში არსებობდა სამოქალაქო თავდაცვის სისტემა. საყოველთაო სწავლება მიმდინარეობდა სამოქალაქო თავდაცვაში. ეს ყველაფერი მოისპო. მოსახლეობამ არ იცის, როგორ დაიცვას თავი და, აგერ, ყველამ დავინახეთ, რა სიბრიყვეს ჩადიან ზოგიერთები. პროდუქტებს ეზიდება და იმარაგებს, რადგან უნარ-ჩვევები არ გააჩნია ასეთ სიტუაციაში მოქმედებისა. რას იტყვით ამაზე?
– ზოგადად, ადამიანის ბუნებაა ასეთი. პანიკურ შიშს იწვევს ეს მდგომარეობა. მე არ ვარ პანიკაში და არც შიში მაქვს. ერთი კვირის წინ ვიყავი პარლამენტში. შემახვედრეს მეცნიერები, მაგრამ რაზე ვლაპარაკობდი, ბევრმა ვერ გაიგო. ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს ის, რომ საქართველო მსოფლიოში შექმნილ ამ მძიმე მდგომარეობაში წარსდგეს თავისი მიღწევებით. მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი და ალბათ, ვიღაცა მაინც გაიგებს.
ე.ი. ჯერ უცხომ უნდა დაგვიდასტუროს, რომ კარგია და მხოლოდ ამის შემდეგ ვაღიარებთ ჩვენ!
რომელიმე ცნობილ უცხოურ გამოცემაში რომ დაბეჭდილიყო ინფორმაცაია - ქართველმა მეცნიერმა ასეთი წამალი შექმნაო, ყველა უწყება დაინტერესდებოდა მისით და დღედაღამ ჟურნალისტების მოგერიებაში იქნებოდა ეს კაცი!..
ისე კი, აბა, რატომ უნდა დაინტერსდნენ, როცა არც New York Times-ს, არც Washington Post-ს, არც BBC-ს ხმა არ ამოუღიათ?!