ახალი შეთავაზება ოპოზიციას - 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქომე პარტია მთავრობას ვერ დაკომპლექტებს

ახალი შეთავაზება ოპოზიციას - 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქომე პარტია მთავრობას ვერ დაკომპლექტებს

მმართველი გუნდი მზად არის შექმნას ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გადანაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა. შეთანხმების მისაღწევად და შემდგომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულებაა, 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიას მთავრობის ფორმირების უფლება არ ჰქონდეს. ვოლსკი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში, კოალიციური მთავრობა საუკეთესო გამოსავალია.

„ყურადღებით ვიყოთ ვინ რა საკითხს აყენებს და რომელი პოზიცია არის ქვეყნისთვის უფრო მისაღები. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ 40%-ზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ კეთილი უნდა ინებოს და სხვა პარტიასთან ერთად მოძებნოს საერთო ენა და შექმნას მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 40%-იანმა პარტიამ თუკი დააკომპლექტა ხელისუფლება, ის მუდმივად იქნება არასტაბილურ გარემოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მოდელი, რომელიც გამორიცხავს 40% ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს უნდა მოერგოს.

„რადგან ოპონენტები ამბობენ, რომ 40%-ზე მეტი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია დააკომპლექტოს მთავრობა, ჩვენ, დაუფიქრებლად ფაქტიურად, ამაზე ვთანხმდებით და ვეუბნებით, კი ბატონო, ჩვენ შევქმნათ ისეთი მოდელი, ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40% ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ეს მოვარგოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც თანხვედრაში იქნება ყველა შესაბამის პრინციპთან. კობახიძის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება ოთხშაბათამდე მოხდება.

„შეხვედრაზე საუბარი იქნება საარჩევნო სისტემის საკითხზე. იქნება საუბარი პრინციპებზე. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც საუბრობს ოპოზიცია და რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, არის 40%-იანი ბარიერი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება გვქონდეს საინტერესო დისკუსია, ასევე ჩვენი წინადადებები და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც საბოლოო ჯამში თანხვედრაში იქნება ყველა შესაბამის პრინციპთან. სასურველია, ოთხშაბათამდე უკვე დაინიცირდეს კანონპროექტი თუ იქნება შეთანხმება მიღწეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ივანიშვილმა ჯერ პოლიტიკური დევნის პრობლემა უნდა მოაგვაროს. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ეს ეხება როგორც დაპატიმრებულ ადამიანებს, ასევე მიმდინარე საქმეებს. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის საკითხს, კაპანაძის თქმით, ოპოზიციას გეგმა „ბ“-ც აქვს.

„მოლაპარაკება უნდა იყოს ისეთი მოდელის ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პროპორციულთან მიახლოებული სისტემის შექმნას. ამის მოდელები განხილულ იქნა და ალბათ, აქ შესაძლებელია, კონსენსუსის მიღწევა. მაგრამ ივანიშვილმა უარი უნდა თქვას იმ პრინციპზე, რომ მოსახლეობის მესამედის, ან მცირე მხარდაჭერით შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა. ეს არის სრულიად მიუღებელი. აქ საქმე არ ეხება მარტო „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც მიიღებს მცირე მხარდაჭერას, არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას ერთპიროვნულად მთავრობა.

ეს არის ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა და ამის ირგვლივ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. ვადა ჯერ კიდევ არის და ბურთი არის ჯერ კიდევ ივანიშვილის მოედანზე. თუ უარს იტყვის ამაზე, გვაქვს გეგმა „ბ“, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ. ეს გულისხმობს მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინირებას, რომ ერთიანი ფრონტით, თითო კანდიდატით დავუპირისპირდეთ ივანიშვილს და ამ გზით დავამარცხოთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია, საჯარო შემოთავაზებას ელოდება რომან გოცირიძე. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების ტაქტიკა იყო და რჩება, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე დრო გააჭიანუროს და შემდეგ მოლაპარაკებები ჩაშალოს.

„კვლავ მორიგ ვირეშმაკობას მიმართავენ. უნდათ, მოატყუონ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ასევე მოქალაქეები. დროის გაჭიანურება სურთ. ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური წინადადება არ ისმის. არავითარი აზრი არ აქვს იმის თქმას, რა არის ოპოზიციისთვის მისაღები, რადგან ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად განსხვავებული შემოთავაზება იქნება.

ამიტომ, ველოდებით ღია საჯარო შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც არ აკეთებენ. თავად ავრცელებენ რაღაც ჭორებს, რომელიც არ არის ოფიციალური შეთავაზების ფორმით. ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, ვერ ამბობენ რა სურთ, ვინაიდან ერთ წუთში შეიძლება, შეიცვალოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ივანიშვილის ახირების გამო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდის მზაობა, რომ შექმნას ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ მოთხოვნის გაზიარებით მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დათმობაზე არ მიდის, არამედ საკუთარ ძალებშია დარწმუნებული.

„ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში დათმობის სურათია, რადგან ცოტა ხნის წინ მახსოვს კობახიძემ 60% დაასახელა, როგორც შესაძლო შედეგი. ამდენად, როგორც ჩანს, „ოცნების“ შიგნით, უფრო დიდი მოლოდინი აქვთ და შესაბამისად, მათ ამ მოლოდინის გამო არ მიაჩნიათ მიუღებლად ასეთი შეზღუდვების დაწესება.

ალბათ, განვლილმა პერიოდმა და განსაკუთრებით ბოლო შედეგმა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაცილებით ნაკლები მანდატი მოიპოვა, ვიდრე საჭირო იყო კონსტიტუციური უმრავლესობისთვის, მაგრამ კონსტიტუციური უმრავლესობაც ჰქონდა იმ კანონის გამო, რომელიც მოქმედებს დღეს, ცხადყო, რომ ამ ტიპის კაზუსებისგან თავის ასარიდებლად ასეთი შეზღუდვა უდავოდ გამოდგება და გარკვეული თვალსაზრისით უახლოვდება იმ მოთხოვნას, რომ ვინც აკომპლექტებს მთავრობას, მას უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია ანუ საზოგადოების მაღალი ნდობა,“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამის მისაღწევად ყველა მარტივი გზა დღეს არსებული 77/73 პროპორციის 120/30-ზე ან 125/25 -ზე პროპორციით ცვლილებაა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება პორპორციის ამგვარ ცვლილებას არ აპირებს, სხვა გზა შესაძლოა, ბონუს ქულების, ანუ გადაუნაწილებელი მანდატების იმ პარტიისთვის მიცემა იყოს, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს.

„ყველაზე მარტივი და სწორი იქნება ასეთი მექანიზმი - როცა 40%-ს იღებს პარტია, ამას პლუს დარჩენილი ყველა მაჟორიტარი, არ უნდა აღემატებოდეს 76 მანდატს. შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ, მაგრამ ამ დახლართულ სქემებს სჯობია ასეთი გადაწყვეტა, პროპორციებამდე მაინც მივლენ. სხვა მექანიზმი ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება 40% -ზე ნაკლები მხარდაჭერის პირობებში ვერ ჩამოაყალიბოს პარტიამ მთავრობა.

სხვაგვარად, მაშინ, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ცვლილება, რომ თუ პარტია მიიღებს 40%-ზე მეტს და მას არ ჰყოფნის მაჟორიტარული სიით მიღებული მანდატები იმისთვის, რომ შექმნას მთავრობა, დარჩენილი გადაუნაწილებელი მანდატები, როგორც ბონუსი, ეძლევა პარტიას, რომელმაც მიიღო 40 პროცენტი. თუ პროპორციები არ შეიცვალა, მაშინ შეიძლება ეს დათქმა ჩაიწეროს,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, დეტალებში ძნელია იმის პროგნოზირება, რა შედეგები დადგება არჩევნების შემდეგ. მისი თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზებაში საუბარი იმაზე, რომ ეს არის მიღებული, ჩვეულებრივი ევროპული პრაქტიკაა, როდესაც მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელია მოსახლეობის 40%-ის მხარდაჭერა.

„ეს დოგმა არ არის. ყოფილა შემთხვევები, სადაც არის მაჟორიტარული სისტემა და მაგალითად, ბრიტანეთში, როცა გაციელბით ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია პროპორციულად მანდატების 25%-ს მოიპოვებს, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებით დაუკომპლექტებია მთავრობა.

„ქართული ოცნება“ გამოხატავს მზადყოფნას, რომ მაქსიმალურად კომპრომისული იყოს მისი მიდგომა და ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ისეთ კომპრომისზე თუ 40%-ზე ნაკლები იქნება მხარდაჭერა, შეუძლებელი გახდეს მთავრობის ფორმირება. ანუ გამარჯვებულ ძალას მთავრობის ფორმირებისთვის დასჭირდება 40 მანდატს პლუს კიდევ 36 მანდატი, რადგან მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭიროა 76 მანდატი. ანუ, 50-დან 36 მანდატი უნდა მოიპოვოს 40%-ის მქონე პარტიამ, ეს რასაკვირველია, ლოგიკურია. თუ ოპოზიცია არგუმენტად მოიყვანს, რომ ხელისუფლებას შეუძლია 50-ვე მანდატი მოიპოვოს, ეს არადამაჯერებელი იქნება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ 40% არავითარ გარანტიას არ იძლევა „ქართული ოცნებისთვის“, რადგანაც გააჩნია რა ვითარება იქნება ქვეყანაში. თუმცა მისი თქმით, თუ ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა ოპოზიციამ, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა და სულ სხვა სცენართან გვაქვს საქმე.

„ამაზე მეტის შეთავაზება უკვე შეუძლებელია. არამედ მარტივად დასაანგარიშებელი საკითხია. ავიღოთ ბოლო გამოკითხვის მონაცემები, რომელსაც ეჭვის ქვეშ ოპოზიციაც არ აყენებს, სადაც დაახლოებით 39% აქვს „ქართულ ოცნებას“. ამას დავუმატოთ ის უპირატესობა, რომელსაც „ოცნება“ მაჟორიტარების შემთხვევაში გეგმავს, ასევე მივუმატოთ ის ბონუსი, რომელიც ენიჭება ყველაზე მეტი ხმების მიმღებ პარტიას. 110 დეპუტატის 40% გამოდის 44 დეპუტატი პროპორციულით, ამას მივუმატოთ 30 მაჟორირატული, ასევე დაახლოებით 7 დეპუტატი ბონუსით, გამოდის 81 დეპუტატი, ეს არც თუ ისე დიდი, მაგრამ უპირატესობაა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

Maverick "ქართული ოცნებამ", რაც დრო გადის გააუფერულა ოცნება, მალე აუხდენელ ოცნებად, ოცნებების სასაფლაოდ მოგვევლინება მისი ლიბერასტული ფრთის გადამკიდე!
უფრო მეტიც, ნაცბოზბანდასაც გადაასწრო ჭრა-კერვის კურსების "წარმატებით" დასრულებით და კონსტიტუციის სამკერვალოში ახალ-ახალი იდეების ბლანდვაში!
ამის გამო დვარქვი კობახიძის ნაბლანდავს კონსტუტუცია!
4 წლის უკან
trampi ადამ კინზინგერი კითხვაზე,"თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული სისტემის გარშემო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი" - ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება


ხედააავთ სადამდე არიააან გათავხედებულებიიი???........
ეს ჯიშმიქინძული აქეთ გვემუქრება--იმუქრება კიდეც
...მანამდე პური არა ჭამოთ, მანამ ევროპა-- ნაცები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.....
რუსები გვბატონობენო...........ეს მეფის ნაცვალიო ..... ისაო..ესაო
კი..... ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ ესენი რაააა.......... იმათზე ნაკლებები არიაააან??--------უფრო უარესები, უფრო უარესები!!!!!
რუსებს ამათი დონის ჩათლახობების მოფიქრების ტრაკიც კი არ დონეც ჰქონდათ
ჰმმმმ.....მეგობრები....
.. ქუნემ ეგთი მეგობრები.....
4 წლის უკან