„თუ ძველი ფიგურები შემოდიან პოლიტიკაში, ეს პრობლემის სერიოზულობას ადასტურებს“

„თუ ძველი ფიგურები შემოდიან პოლიტიკაში, ეს პრობლემის სერიოზულობას ადასტურებს“

გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს საქართველოში მიმდინარე მოვლენები აღელვებთ. შესაბამისად, მათი მხრიდან ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი სულ უფრო მძაფრი ხდება.

„დემოკრატია გადასარჩენია“, - ასეთია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გზავნილი ერთწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ. იგი აპირებს კომფორტის ზონას დაემშვიდობოს. მშობლიურ დუშეთში ცხოვრება და ტურისტებთან ურთიერთობა მარგველაშვილისთვის საკმარისი რომ არ იქნებოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო. ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის ჩნდებოდა იქ, სადაც ტემპერატურა დუღდა, მათ შორის, გავრილოვის ღამის შემდეგ იგი ახალგაზრდებს თანადგომას უცხადებდა. მართალია, საპროტესტო აქციებს გიორგი მარგველაშვილი რიგითი მონაწილის სტატუსით უერთდებოდა, მაგრამ რიგითი მონაწილიდან აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება არ გასჭირვებია, რაც ოპოზიციის ერთობის გაძლიერებას დაუკავშირა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ზეპოლიტიკური მიზანია მისაღწევი, რათა არ გავხადოთ საქართველო „პროვინციული დიქტატურა“. იგი არ გამორიცხავს იმ მაგიდასთან დაჯდომას, რომელთა პერსონაჟებიც მისთვის ყოველთვის უცხონი იყვნენ და, რომლებთანაც პოლიტიკური ალიანსი არასდროს ჰქონია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისდროინდელი ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობა „ლელოში“ არიან გაერთიანებულნი, გამორიცხული არაა, „ლელომ“ გიორგი მარგველაშვილის სახით კიდევ ერთი ახალი წევრი შეიძინოს. მამუკა ხაზარაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს მარგველაშვილთან კონსულტაციებს, მაგრამ აღიარებს, რომ მიესალმება მის პოლიტიკაში დაბრუნებას.

შესაძლოა, შემთხვევითი წამოცდენა არც ის იყოს, რომ გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი ალასანიასაც მოუწოდებს პოლიტიკაში დაბრუნებას. ჯერჯერობით ირაკლი ალასანიას შემონათვალი არ ჩანს, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილს რომ მოუბრუნდეს გული ქართულ პოლიტიკაზე, ამის დიდი ალბათობაა. ყოფილი პრემიერი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა და ეს საქმე ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმოთ ძველებს, თუმცა პოლიტიკას რას გავუგებთ...

ყოველ შემთხვევაში, პერიოდულად გიორგი კვირიკაშვილი უკვე გვახსენებს ხოლმე თავს და ცალკეულ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ასე მოხდა გიგი უგულავას დაკავების შემდეგაც, რაც კვირიკაშვილმა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად შეაფასა. გასათვალისწინებელია, რომ გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობარია.

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი აქვს და ისიც ნახა, რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს. მისი თქმით, არც ერთს არ გაუკეთებია ქვეყნისთვის სასარგებლო, მარგველაშვილის მიერ ვეტოების დადება კი გართობა უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკური სვლა. ჭიჭინაძეს არც ერთი კრიტიკული მომენტი არ ახსოვს, როცა მარგველაშვილმა „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობა გაუწია.

რას მოიტანს პოლიტიკაში ყოფილების დაბრუნება და სად იქნება მათი ადგილი?!

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, ალასანიამ მოინდომოს პოლიტიკაში დაბრუნება. მისი აზრით, უფრო რეალურია მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის მობრუნება პოლიტიკაში. ყოველ შემთხვევაში, ეს ორი ადამიანი პოლიტიკურად რეაგირებს ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის შესაძლებლობებს უფრო განვიხილავ, მაგრამ არა მგონია, მათ დამოუკიდებელი ორგანიზაციის შესაქმნელად ეყოთ რესურსები. აქ არ ვგულისხმობ ფინანსურ რესურსს, არამედ ვგულისხმობ პოლიტიკურ რესურსს სერიოზული პარტიის შესაქმნელად, რომელიც არჩევნებში შესაბამის შედეგებს მიიღებს. უკვე პრობლემურია დროის ფაქტორი, ასევე, ბევრი ფაქტორი, რის გამოც ისინი დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ვერ მოასწრებენ. მაინც მგონია, მათთვის ყველაზე მისაღები იქნება „ლელო“. თუ იქ გაწევრიანდებიან, ეს „ლელოსთვის“ ამ ვითარებაში საკმაოდ დიდი შენაძენი იქნება. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი მოუტანოს „ლელოს“, გაცილებით მეტი, თუ მარგველაშვილი და კვირიკაშვილი ცალკე პარტიას გააკეთებენ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი დაბრუნდებიან პოლიტიკურ ველზე, ეს კარგი იქნება, რადგან ისინი გააძლიერებენ მესამე ცენტრს, მესამე ძალას. ამით შანსი უჩნდება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომლებსაც არ მოსწონთ არც „ნაცმოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“, რომ მათში მესამე ძალა დაინახონ.

„მე, მაგალითად, თუ ასეთ გაერთიანებას ვნახავ, მათ მიმართ სიმპათიები გამიჩნდება. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვიქნები ასეთი. არ ვიცი, „ლელოში“ გაერთიანებას შეეცდებიან ისინი, თუ ცალკე ყოფნას გადაწყვეტენ, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ ისინი ერთად არიან, რომ ეს ძველი ფიგურები შემოდიან პოლიტიკაში, რათა ქვეყანას ემსახურონ. ეს ადასტურებს პრობლემის სერიოზულობას. სიტუაცია ნამდვილად რთულია. არ ვიცი, ალასანია რას გადაწყვეტს, მაგრამ, თუ მარგველაშვილი და კვირიკაშვილი ბრუნდება, ეს საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ „ქართული ოცნება“ არ არის გულწრფელი, რადგან ყველა დანარჩენი მის წინააღმდეგაა. კვირიკაშვილი და მარგველაშვილი პოლიტიკურად მძიმე წონიანები არიან და საზოგადოების თვალში შექმნიან გარკვეულ ამინდს, ოპოზიციას გააძლიერებენ, შეიძლება არააბსოლუტურად, მაგრამ მნიშვნელოვნად გააძლიერებენ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

 

 

tngh საზოგადოებას კარგად ახსოვს ღრმად პატივცემული გ. მარგველაშვილის და მისი "სტაჟიან "მეგრანტეთა" განცხადებები და შეფასებები ტ/კ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ. სტრასბურგის სასამართლომ თავდაყიერა დააყენა მატი ყველა განცხადება და შეფასება. გიორგი მარგველაშვილს, კახა კოჟორიძეს, ანა ნაცვლიშვილს... და სხვა მათ მსგავს მოქმედ და სტაჟიან "მეგრანტეებს" ოდნავი სინდისი, რომ ჰქონდეტ, ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას საკუთარი განცხადებების გამო და პოლიტიკას არარ უნდა გაეკარონ. სამწუხაროდ, ესეთი კატეგორიები "მეგრანტეებისათვის" უცხო "ხილია"...
4 წლის უკან
amo "კვირიკაშვილი და მარგველაშვილი პოლიტიკურად მძიმე წონიანები არიან . . . ", კარგი რა პაატა ნუ აცინებ რეგიონის მოსახლეობას.
4 წლის უკან
Gami რადგან ძაბირაძე "განიხილავს მათ შემოსვლას", მაშინ ესეც იქნება! არ დაიღალა ეს მდაბიო ძაბირაძე ამდენი ანალიზით?! მარგველაშვილს+კვირიკაშვილი+ზაქარეიშვილი= რამდენი ცენტნერი ნეხვი იქნება?
4 წლის უკან
Gami FOR.GE-ს ჟურნალისტებს --- სირცხვილია ძაბირაძეს და მისნაირებს აზრს რომ ეკითხებით!
4 წლის უკან
tngh ვწუხვარ, რომ ძაბირაძე, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ყველასათვის ნაცნობ "ხუხას"...
4 წლის უკან
tngh ვწუხვარ, რომ ძაბირაძე, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ყველასათვის ნაცნობ "ხუხას"...
4 წლის უკან
tngh ვწუხვარ, რომ ძაბირაძე, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ყველასათვის ნაცნობ "ხუხას"...
4 წლის უკან
tngh ვწუხვარ, რომ ძაბირაძე, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ყველასათვის ნაცნობ "ხუხას"...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეტყობა ბსხტრიონიდან დიდი ციტატა მოვიყვანე, ახლა გთავაზობთ შემოკლებყლ ვარიანტს -
გავხედე, მინდვრად მოცურავს
შავი ვეშაპი ქშენითა,
ყოილთან მიწას მაჰლოკდა
ცეცხლის მსროლელის ენითა.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არ გეცნოთ, ეს ამერიკის შეერთღებული შტატებია!
4 წლის უკან
Maverick არა შეჯდა ვირი ხესა, არა იყო გვარი მისი!
პოლიტიკის გამოცანა ამოხსნილია!
საქართველოში პატიოსანი ადამიანის გარდა ერის ყველა მოღალატე, გავლენის აგენტი, უქნარა, დოღრიელა და წურბელა პოლიტიკაში გარბის!...
4 წლის უკან
Maverick არამარტო გარბის არამედ ტივტივებს, ტივტივებს, ტივტივებს...
4 წლის უკან