სამსახურიდან განთავისუფლებაზე ერთი თვით ადრე უნდა გაგაფრთხილონ!

სამსახურიდან განთავისუფლებაზე ერთი თვით ადრე უნდა გაგაფრთხილონ!

"მოკლედ, ვისაც დღეიდან სამსახურიდან გაგდებას დაუპირებენ, ერთი თვით ადრე ეტყვიან "დავაი, დასვიდანიას". ამაზე საქართველოს შრომით კოდექსში შესატანი ცვლილებები მეტყველებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში უკვე მომზადდა. კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებული პირი გათავისუფლების შესახებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს. როგორც საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია, თუმცა ცვლილებების განხორციელებისთვის მათ დრო სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ არსებული შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლო დასაქმებული პირის განთავისუფლება. "ალია" კომენტარისთვის პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სამსახურიდან განთავისუფლებაზე ერთი თვით ადრე უნდა გაგაფრთხილონ!

"ცვლილებების მომზადება ჯერ ბევრ რამეს სჭირდება ამ კანონპროექტში. მე არ ვუჭერ მხარს ფრაგმენტულად ერთი რამის მიღებას. ეს კოდექსი უნდა შეიცვალოს ძირფესვიანად და მთლიანად - ჩემი პოზიცია ასეთია. ხალხს დღეს სამსახურებიდან ასე ადვილად იმიტომ უშვებენ, რომ თავის დროზე მიიღეს ასეთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას და კანონი იძლევა საშუალებას, ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს ადამიანი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ტყემალაძე და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ, ეგ კანონი საბოლოოდ რას შეცვლის?" - პასუხობს:

"კოდექსი უნდა შეიცვალოს მთლიანად..."