ეკონიმიკურმა ზრდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

ეკონიმიკურმა ზრდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

საქართველომ შარშან ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბოლო წლების საუკეთესო შედეგს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში გარკვეული ვარდნა შეინიშნებოდა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. ხოლო მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ტემპი შენელდა, საქართველოში მაინც მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლს არავინ ელოდა არც მთავრობა და არც საერთაშორისო ორგანიზაციები. წლის დასაწყისში პროგნოზი 4.5 პროცენტს, ხოლო შემდეგ 4.8 პროცენტს შეადგენდა.

საყურადღებოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს უახლოესი 2020-2024 წლების განმავლობაში ექნება ყველაზე მაღალი, დაახლოებით 5 -პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ექნება, ევროპისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული როგორც მრეწველობის, ისე მომსახურების მიმართულებით.

„ეკონომიკის დარგობრივ ჭრილში რეალური ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები დაფიქსირდა როგორც გადამამუშავებელი მრეწველობის და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, კავშირგაბმულობის სფეროებში. ამასთსნ, წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორში კლების შემდეგ, მნიშვნელოვნად მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ.

მაკროეკონომიკურ ჭრილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ, რაც საქონლის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლით, 3,771.5 მლნ აშშ დოლარით აღინიშნა და შესაბამისად, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით (489 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა სავაჭრო დეფიციტიც“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

საკმაოდ პოზიტიური შემართბით შეხვდნენ მაღალ შედეგს ეკონომიკის სამინისტროში, როგორც უწყების ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ განაცხადა, 2019 წლის 5.2%-იანი ზრდა, ბოლო წლებში ყველაზე მაღალია და აჩვენებს, რომ მიუხედავად არასახარბიელო საგარეო და შიდა ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენისა, ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

„ალბათ გვახსოვს, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.5%-ს შეადგენდა, რაც განპირობებული იყო რეგიონში არსებული გამოწვევებითა და ზოგადად, გლობალური ეკონომიკის ნელი განვითარებით. თუმცა, როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში ეს პროგნოზი არ გამართლდა და ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, ქვეყნის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ საერთაშორისო არენაზე და სწორედ ექსპორტი გახლდათ 2019 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან 2019 წელს ექსპორტი აღწევს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს - 3 771.5 მლნ. დოლარს გადააჭარბა. სწორედ ექსპორტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის შედეგად, ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად ძლიერი და ფეხს იკიდებს პირველ რიგში, ევროპულ ბაზრებზე “, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

DDDzia ვკითხულობ და არ მჯერა.
ეს ჩვენს ქვეყანაზეა დაწერილი?
სად ხდება ასეთი რაღაცეები, მეც გამომხილეთ, რომ მივიდე, ვნახო და მეც თქვენთან ერთად გავიხარო?
"ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება", "ექსპორტი", "ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა", "ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელი" - საოცარია, დიდებულია, ყოჩაჭ მთავრობავ, ყოჩაღ!!!
"ვაშა, ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!"
სიტყვები არ მყოფნის.
თურნავა, შე დალოცვილო, სად იყავი აქამდე? რატომ არავინ არ მეუბნებოდა შენამდე, რომ ასეთი ზრდა გვქონია, ასეთი წინსვლა, ასეთი მატება?
სინდისი ახლა ეს?
დორბლიანსაც კი გადააჭარბეს თურმე ყველაფერში და განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებაში. თბილისის დაბინძურების ძირითადი მიზეზი მოგუგუნე ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამოყოფილი აირები და ხმაურია.
იქნებ გერჩიათ ამ დიიდი ბინზესმენებისთვის, რომლებმაც ისედაც ამდენი გააკეთეს ქვეყნისთვის, ამდენი ქართველი დაასაქმეს, ამდენი ქართველი დააბრუნეს სამშობლოში, რომ ტავის ფაბრიკა-ქარხნების "ტრუბებს" ფილტრები დაუყენონ?
ოხხხ!
სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი გრძნობები ჩვენი მთავრობის მიმართ.
ჩემი პირადი ლექსიკონი (მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ) ვერ იტევს იმ მარაგს, რომელიც თქვენ გეკუთვნით, ჩემო თურნავა და მთავრობის სხვა წევრებო.
აბა თქვენ იცით!
4 წლის უკან
Katana . კი, ბატონო: არა მაქვს მონაცემები და, შესაბამისად, არც გედავებით - ა'პრიორი გიჯერებთ, რომ ეგრეა!.. მაგრამ ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ვიღაცამ კონკრეტულად დაასახელოს ციფრები, რამდენი მილიონისა რა გავიტანეთ და სად? (კაი, ღვინო - ვიცი. კიდევ?).
4 წლის უკან
petrekupry katana : ბმული აი, აქაა ეს მონაცემები
4 წლის უკან
Goliaff ვაშა ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი!!! რის ხარჯზე? ჟანგიანი მანქანების შემოტანა და შემდეგ რეექსპორტის ხარჯზე?! რეალურად საქართველოში წარმოებული პროდუქციის და ნედლეულის ექსპორტის წილი იმპორტთან შედარებით მცირეა. საქსტატის ისე დაიჯერება როგორც მეტეოროლოგიური პროგნოზის.
4 წლის უკან
DDDzia სამწუხაროდ სწორედ რომ ნედლეულის ექსპორტია ძირითადი და არა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
საქსტატის მონაცემებს დავუმატებდი მცირეოდენსაც - კაზრეთის ოქრო, დარიშხანი, ჭიათურის მარგანეცი, ქვანახშირის კოქსი (ზესტაფონის ფეროშენადნობში გადამუშავების შემდგომ), ბორჯომი და სხვა მინერალური და ნატურალური წყლები (აზერბაიჯანში 1.5 მეტრის დიამეტრის ორი მილით გადის ივრის წყალი სასმელად და თანაც უფასოდ), შემოდგომაზე მცირეოდენ ხილეული, ციტრუსეული და თხილი და ა.შ.
ანუ, გადის ძირითადად ნედლეული, რომლის ფასი მინიმალურია და მისი მოპოვების პროცესში ჩართული პერსონალის ხელფასიც მინიმალური (400-500 ლარი).
ესაა ეკონომიკური ბუმი?
4 წლის უკან
Katana . petrekupry, მადლობა ბმულისთვის!
*
მ ა კ ვ ი რ ი ა - კაცი, ვისაც თავისი ყველაფერი მოსწონს, ეამაყება, უკვირს და სხვაც უნდა გააკვირვოს. (გიორგი შატბერაშვილი, "თვალადური ქართულის ჭაშნიკი").
4 წლის უკან
mamuka მე მესმის იმ ხალხის ვისაც უცბათ უნდა რომ სამოთხეში აღმოჩნდეს მაგრამ ასე არსად არაფერი არ ხდება არც მე მეხატება გულზე ეს მთავრობა მაგრამ დაუნახაობაც არ ვარგა . ვისაც გვჯერა გაგვატარეთ
4 წლის უკან
Katana . FOR.GE, არა გრცხვენიათ, ჩემი ამხელა კომენტარი 5 წუთში რომ გააქრეთ?!
რა ეწერა არასწორი?
ამდენი ბრძოლითა და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა არ გამოვიყენეთ საქართველოს საზიანოდ ყველა სფეროში?!
სიტყვისა თუ უცხოეთში მიმოსვლის თავისუფლება არ გამოვიყენეთ ისევ ჩვენს საზიანოდ?!
იქნებ თვითონ გაეცა პასუხი ბ-ნ mamuka-ს , - ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო, რომ ითხოვს?
მე კი გაგატარებთ, მაგრამ - საბას იაგავისა არ იყოს - თქვენ თუ ამ მეორადი ავტომანქანების რეექსპორტით საქართველოს ეკონომიკას ააყვავებთ, მაგასაც ვნახავ!..
4 წლის უკან
Katana . ჩემი კომენტარის რეექსპორტი:
. mamuka, მიბრძანდით, გეთაყვა!:)
ისე, რამეზე გვეტყობა ამ კომენტარების ავტორებს, რომ "უცბათ" ველოდებოდით სამოთხეში აღმოჩენას და იმედი გაგვიცრუვდა?!
ჯერ ერთი, საუბარია დამოუკიდებლობის სამ ათეულ წელზე(!), რომელიც ნამდვილად არ არის "უცბათ"! - ბავშვები,რომელთაც ტელევიზორის ეკრანებიდან ახსოვთ 91 წლის 9 აპრილის რუსთაველის გამზირი, ტრიბუნასთან მდგარი ზვიადი, ეროვნული დროშების ტყე და საყოველთაო ზეიმი, დღეს დაოჯახებულ-დაღვინებული ხალხია... ისინი ხედავენ, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველო არამც თუ წინ არ წასულა, პირიქით, განიცადა კატასტროფული ვარდნა ყველა სფეროში: ტერიტორიული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურული, ზნეობრივი...
საქართველო დაემსგავსა თოკიდან მოწყვეტილ ალპინისტს, რომელიც დაგორდა თავქვე, მიგორავს, მიგორავს და არც იცის, სად გაჩერდება დალეწილ-დაჟეჟილი...
ამას გეუბნებათ არა სსრკ-ს ნოსტალგიით შეპყრობილი ვინმე ყოფილი პარტმუშაკი, არამედ კაცი, ვინც ოჯახიანად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის!
საშინელება იყო საბჭოეთი, რომელიც იქამდე მივიდა ბოლოს, რომ ტუალეტის ქაღალდი არ იშოვებოდა "კოსმოსის დამპყრობ" ქვეყანაში...
ახალციხეში ვერ ჩახვიდოდი უშიშროების "ვიზის" გარეშე და უცხოეთში ტურისტად წასულ ყოველ ჯგუფს თვითო გრიგოლ ვაშაძე დაჰყვებოდა კაგებედან - ემანდ, ნაცნობი არ აღმოაჩნდეს ან ვინმეს არ დაეკონტაქტოსო!..
მაგრამ... რომ გვეგონა, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას საქართველოს ასაყვავებლად გამოვიყენებდით, პირიქით მოვიქეცით: თავისუფლება ჯერ ეროვნული ხელისუფლების დასამხობად გამოვიყენეთ, მერე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გასაპარტახებლად და მივყევით ასე ბოლომდე, სანამ დედა არ ვუტირეთ ქვეყანას!
დღეს ახალციხე-ახალქალაქი კი არა, მთელ მსოფლიოსა ვართ მოდებული, მაგრამ რაში ვიყენებთ "შალახოთი" ნაზეიმებ უვიზო რეჟიმს? - ქურდობით რომ მოვჭრათ თავი საქართველოს, (რომელსაც მანამდე სუხიშვილების ანსამბლით და რობერტ სტურუას თეატრით იცნობდნენ).
დღეს დამოუკიდებლები ვართ ჩვენს არჩევანში: გვინდა თურქეთიდან შემოვიტანთ ხახვსა და მწვანილს, გვინდა - ეგვიპტიდან!
გვაქვს სიტყვის თავისუფლება და გვინდა მთავრობას ვაგინებთ, გვინდა - ერთმანეთს!
ტელეწამყვან ქალბატონს ვერავინ შეზღუდავს, ასე მიმართოს მაყურებელს: - "დღეიდან ჩემი გადაცემა, სულ რომ დედა მოეტყნას ყველაფერს, ყოველ ორშაბათს გავა ეთერში, !"
არალეგალ სექსმუშაკებსაც მიეცათ საშუალება, ქუჩაში გამოცვივდნენ ხელთნაჯღაბნი პლაკატებით: - "თავისუფლება ფუჩუს!!!"
ხმა რომ გასცე უბატონოდ, ეს იქნება "გამოხატვის თავისუფლების" შეზღუდვა!
ჰოდა, ხელისუფლება თავს იწონებს ეკონომიკური წინსვლით, რომელიც, თურმე, ჩვენი ნედლეულითა და შემოტანილი მეორადი ავტომანქანებით ვაჭრობას ეფუძნება!..
4 წლის უკან
trampi განათლების სამინისტრო - ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა


ააააა...
ასე ,, წარმატებით,, ტარდება განათლების სისტემაში ყოველწლიურად ბავშვების დაშტერების რეფორმები..................... თანაც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ,,წარმატებებით,,
სამაგიერფოდ ........................... მიიღეს გრანტი
ჰოოოოდა ........................... იქაც ბანტი
4 წლის უკან