იეს თორუპმა ჩაკვეტაძეზე და ქვილითაიაზე ისაუბრა

იეს თორუპმა ჩაკვეტაძეზე და ქვილითაიაზე ისაუბრა

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა „გენკთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და რომან იარემჩუკის დანაკლისის შევსებაზე ჰკითხეს.

დანიელმა სპეციალისტმა შეტევაში არსებულ ვარიანტებზე ისაუბრა, ახსენა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაიაც:

„იარემჩუკის ტრავმის გამო სხვა ვარიანტებზე უნდა ვიმუშაოთ. მე ვერ ვიტყვი როგორ ჩავატარებთ მომდევნო 10 მატჩს, ეს გამოჩნდება. დეპუატრემ და ქვილითაიამ „მუსკრონთან“ წინა თამაშში აჩვენეს, რომ ერთად თამაში შეუძლიათ. თუმცა, ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც ბეზუსი და ჩაკვეტაძე არიან, შეგვიძლია ორი 10 ნომრით ვითამაშოთ გამოკვეთილი ფორვარდის უკან. ეს დამოკიდებულია მეტოქეებზეც, მაგრამ რამდენიმე არჩევანი გვაქვს“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, „გენტი“ 25 იანვარს, „გენკს“ უმასპინძლებს, 22 ტურის შემდეგ კი იუპილერ ლიგაში 42 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.