„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე სერხიო რომერო ავტოავარიაში მოჰყვა, თუმცა არ დაშავებულა. ინციდენტი კერინგტონის ბაზის მიმდებარედ მოხდა.
არგენტინელი კიპერი საკუთარ ლამბორჯინის მართავდა, რის შედეგადაც გზის ბარიერს დაეჯახა და იქვე მდებარე ხეებს შორის გაჩერდა.
ავტომობილი განადგურდა, თუმცა საბედნიეროდ რომეროს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. აღნიშნული ცნობა ინგლისურმა გუნდმაც დაადასტურა. მიმდინარე სეზონში 32 წლის მეკარეს ყველა ტურნირის ჩათვლით 9 მატჩი აქვს ჩატარებული. როგორც ცნობილია, ვარჯიშებში მონაწილეობის მიღებას შეუფერხებლად მოახერხებს.