„ირაკლი შოთაძის დროს რომელი იყო პოლიტიკურად დევნილი-ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ბაჩო ახალაია?!“

„ირაკლი შოთაძის დროს რომელი იყო პოლიტიკურად დევნილი-ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ბაჩო ახალაია?!“

ძველი მთავარი პროკურორი მზად არის, ახალი გენერალური პროკურორი გახდეს. ტექნიკური უნვერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თავად ირაკლი შოთაძესთან შეთანხმებით წარადგინა მისი კანდიდატურა, რადგან იგი ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაღალკვალიფიციური იურისტია, „რომლის ლექციებზეც ანშლაგია“. უკვე ცნობილია, რომ დასახელებული 17 კანდიდატიდან შოთაძე ერთადერთია, რომლის კანდიდატურასაც უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

რამდენად პროდუქტიული იქნება ირაკლი შოთაძე უღიმღამოდ მიჩნეული თადუმაძისგან განსხვავებით?! ამის შესახებ For.ge-ს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

მმართველი გუნდი კომპლიმენტებს არ იშურებს ირაკლი შოთაძის მიმართ, მაგრამ უკვე კეთდება შეფასებები, რომ შოთაძის დაბრუნებით ფარცხალაძის კლანი ბრუნდება და ეს ყველაფერი უჩა მამაცაშვილისა და იმ კლანის ინტერესებშია, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას ლობირებენ. რა მოიტანა შოთაძის პირველმა მთავარმა პროკურორობამ და რას მოიტანს ის უკვე მეორედ, თუკი იგი დაბრუნდება გენპროკურორის პოსტზე?

- ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორობას უარყოფითად ვერ შევაფასებ, მე არ მაქვს არც იმის საბუთები, რომ მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ან ვინმე სხვა ზეგავლენას ახდენს მასზე. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები მოსმენილი მაქვს, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მინახავს. ამიტომ ყველაფერს დასაბუთება სჭირდება. როდესაც შოთაძე პროკურატურას მართავდა, გაცილებით უფრო ეფექტურიც იყო და კვალიფიციურიც, ვიდრე თადუმაძის პერიოდში. თადუმაძე რომ შეუფერებელი კანდიდატურა აღმოჩნდა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ეს თადუმაძის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ წელიწადნახევარზე მეტი ვერ გაძლო ამ პოსტზე. ამიტომ შოთაძის პერსპექტიულ დაბრუნებას ამ პოსტზე მე არ ვუყურებ პესიმისტურად. ვფიქრობ, ის ისევ შეეცდება, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განახორციელოს თავისი საქმიანობა. მე, როგორც ადვოკატს, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მაინც მაქვს პრეტენზიები კონკრეტული პროკურორების მიმართ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ, ზოგადად, პროკურატურაში მისი მმართველობის დროს დაიწყო კანონისადმი მორჩილების პროცესი. რაც შეეხება ფარცხალაძის კლანს, პირიქით, შოთაძის დროს დაიწყო ფარცხალაძის სისხლის სამართლებრივი დევნა. ის, რომ შოთაძე ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ესეც ფაქტია.

ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, წესიერი გენპროკურორი პროკურატურაში დაიბარებდა უჩა მამაცაშვილსა და ვანო ჩხარტიშვილს, რაც არ გაუკეთებია ირაკლი შოთაძეს თავისი პირველი მთავარი პროკურორობის პერიოდში.

- თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, მაშინ პროკურატურაში უნდა დაიბარონ შესაბამისი პირები. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია ამისთვის საჭირო. ძალიან ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო რამეებსაც იძახიან.

ნაცმოძრაობაშიშობს, რომ ირაკლი შოთაძის ხელში პოლიტიკური რეპრესიები გაძლიერდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- პოლიტიკური რეპრესიები როდის იყო შოთაძის პერიოდში? ჯერ ერთი, „ნაციონალები“ ასევე ლანძღავდნენ თადუმაძეს, ლანძღავდნენ შოთაძის წინამორბედსაც. როდესაც ლაპარაკია, რომ ოპოზიციისთვის არავინ მისაღები არ არის, ეს პოლიტიკურად მესმის, მაგრამ ოპოზიციამ ხომ უნდა წარმოადგინოს თუნდაც ერთი კანდიდატურა მაინც და თქვას, არ გვინდა ირაკლი შოთაძე, ვიღაც იქს პიროვნებაა ჩვენთვის მისაღები და დაუყენონ ის კანდიდატურა შოთაძეს პირისპირ, რომ ეს მას სჯობს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება კონკურენცია, შეიძლება საზოგადოებამ იმსჯელოს სხვა კანდიდატურაზეც. შეიძლება სხვა კანდიდატურა ვერც გასულიყო, მაგრამ ფაქტი მაინც იქნებოდა, რომ უკეთესი კანიდატურა არსებობდა.

ლოგიკური კითხვა ჩნდება, ნუთუ ისეთი კანდიდატურა არ არსებობს, რომ გამუდმებით ადეიშვილისა და კეზერაშვილის კადრებში არ ვეძებოთ მთავარი პროკურორი?

- მესმის, დიდი მინუსია ადეიშვილისა და კეზერაშვილის პერიოდში იმ სისტემაში მუშაობა, თუმცა ასე რომ მივყვეთ, სააკაშვილი და მისი გუნდის დიდი ნაწილი იყვნენ შევარდნაძის გუნდის წევრები, მაშინ მათ საერთოდ არ გამოეყოფათ თავი, რადგან შევარდნაძე თვითონვე დაამხეს. შოთაძის დროს პოლიტიკურ დევნაზე არ ყოფილა ლაპარაკი. რომელი იყო პოლიტიკურად დევნილი - ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, თუ თუნდაც უგულავა, რომელმაც აღიარა დანაშაული? მერაბიშვილთან დაკავშირებით ხომ საერთოდ 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდა და, ახალი კანონის მიხედვით, შეკრებითობის თანახმად, მას სულ 5 წელი დარჩა მოსახდელი. მათ მიმართ სამართალი აღსრულდა. ძალიან ბევრს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, რომ სრულად არ აღსრულდა სამართალი, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, კანონის ჩარჩოებში ჩაჯდა პროკურატურა.

მთავარი პროკურორობის მსურველ კანდიდატურებს შორის ზოგი არასერიოზულია, ზოგი, პირდაპირ ვიტყვი, კომიკურია. თუკი არ არის წამოყენებული უფრო ღირსეული კანდიდატი, მაშინ საიდან უნდა შევარჩიოთ უკეთესი კანდიდატი?

თქვენ ხედავთ ღირსეული მთავარი პროკურორის რესურსს, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილის დირექტივებს შეასრულებს, არც, სიტყვაზე, ადეიშვილის? თუ მთავარი პროკურორობა მაინც დაქვემდებარებული ინსტიტუტია, რომელიც ყოველი მოქმედი ხელისუფალის ნებას ემორჩილება?

- ასეთი ღირსეული კადრი, ალბათ, არსებობს, მაგრამ ჩვენს დღევანდელ პირობებში შეუძლებელია ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ შეარჩიოს ასეთი კადრი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მისთვის მიუღებელ კადრს შეარჩევს? თუ იქნებოდა კოალიციური მმართველობა და რამდენიმე პარტიას განაწილებული ექნებოდა ბერკეტები, მაშინ ისინი შეარჩევდნენ მათთვის მისაღებ, ან შედარებით ნაკლებად დაქვემდებარებულ კანდიდატურას. თორემ მთავარი პროკურორი მეტ-ნაკლებად დაექვემდებარება პოლიტიკურ ნებას.

მუხთარლის, მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის და სხვა საქმეების არასწორი გამოძიება ითვლება ირაკლი შოთაძისდივიდენდებად“, რომ არაფერი ვთქვათ, უამრავ გამოუძიებელ საქმეზე. მას ბრალად სდებენ იმასაც, რომ იგინაცმოძრაობასასამართლებს, მაგრამ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ვერ ავლენს გულმოდგინებას.

- ხორავას საქმეს რაც შეეხება, რა მტკიცებულებებიც არსებობდა იმ პერიოდში, იმ მტკიცებულებებით დაიწყო გამოძიება, სხვა მტკიცებულებით ვერ წავიდოდა და, როდესაც გამოჩნდა სხვა მტკიცებულება, მერე შეიცვალა ბრალდების ტექსტი და მოცემულობა. „რუსთავი 2“-ისა და მამალაძის საქმეები იყო ყველაზე გახმაურებული, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო მამალაძის საქმის შესახებაც იმავეს იტყვის და ბევრი დრო არ დარჩა აქამდე. ასევე იქნება მაჩალიკაშვილის საქმეზეც, რადგან ამ საქმეზე იმისთანა მტკიცებულებები და ჩანაწერები იქნა წარდგენილი, რომ ეს ადამიანი იყო მიჩნეული პოტენციურ ტერორისტად, რამდენად რეალურია ეს, რამდენად არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ამის მეათედი მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ ამერიკელებს, არ დაფიქრდებოდნენ, ისე ჩაატარებდნენ ასეთ ოპერაციას.

ეს, ალბათ, არ გულისხმობს, რომ საწოლში მოკლან ახალგაზრდა.

- რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, მაგრამ შეეშალათ თუ არა, ესეც გასარკვევია. სხვა საქმეა, შეიძლება იქ რაღაც მოეჩვენათ, შესაძლოა, ყუმბარაც მოეჩვენათ, ან არ მოეჩვენათ, ამასაც დამტკიცება უნდა. მუხთარლის საქმე კი ძალიან დიდი ლაქაა, ამ საქმის გამოძიება ნამდვილად ეხებოდა შოთაძის პროკურატურას და გამოძიება ბოლომდე იყო მისაყვანი. ესეც პოლიტიკას უკავშირდება და, როცა სამართალი ასე გადაეჯაჭვება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ასეთი ჩავარდნები ხდება ხოლმე, რაც არ უნდა ხდებოდეს.

ამ ჯერზე რას ურჩევდით ირაკლი შოთაძეს? მას ბოლომდე აქვს მისაყვანი ის საქმეები, რომელთა სამართლიან გამოძიებასაცქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაჰპირდა მოსახლეობას და, რომლებიც თაროზეა შემოდებული?

- რა თქმა უნდა, ყველა საქმე, რაც გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ. შოთაძე იქნება თუ სხვა ვინმე, პროკურატურას ეს ევალება, სხვა არაფერი, ამით ფასდება პროკურატურის მუშაობა.