ჩურჩხელა - სტრატეგიული პროდუქტი

ჩურჩხელა - სტრატეგიული პროდუქტი

ბერლინში, მსოფლიო ტურიზმის ეგიდით ჩატარდა ბაზრობა, სახელწოდებით - „აბრეშუმის გზა“, რომელშიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოც იყო წარმოდგენილი.

გამოფენა-ბაზრობა ტურიზმის საკითხებს მიეძღვნა და სამ დღეს მიმდინარებდა.

მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული ბუკლეტის სანაცვლოდ, საქართველოს მხარეს რეკლამა ქართულმა ჩურჩხელამ გაუწია.

ორი ათასზე მეტი წარმომადგენელი მოვიდა საქართველოს კუთხესთან ამ სტრატეგიული პროდუქტის სადეგუსტაციოდ.