ზიდანი: „თუ „ლივერპულს“ შევხვდებით, გავანადგურებთ“

ზიდანი: „თუ „ლივერპულს“ შევხვდებით, გავანადგურებთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში „ბრიუგესთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.


„გამარჯვებითაც და თამაშის ხარისხითაც კმაყოფილები ვართ. დასაწყისში ერთგვარი სიძნელეები შეგვექმნა, დაახლოებით 10-15 წუთი დაგვჭირდა თამაშში ჩასართავად. მეორე ნახევარი ყველა ასპექტში უკეთესი იყო.


მერვედფინალში „ლივერპულთან“ შეხვედრა არ გვაწყობს? თუ შევხვდებით, გავანადგურებთ (იცინის)“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.com.