მარჩელო ლიპი:

მარჩელო ლიპი: "იუვენტუსი" კრიზისშია? ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს"

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ კრიზისი არაა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, უადგილოა კრიზისზე ლაპარაკი იმ დროს, როდესაც გუნდში სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

„იუვენტუსში“ კრიზისია? მხოლოდ ერთი თამაში წააგო, კრიზისზე საუბარი არ შეიძლება. სარის დრო სჭირდება, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს.

სკუდეტოსთვის ბრძოლა? „ლაციოც“ იბრძოლებს, ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თაამშობს, კონკრეტულს, თანამედროვეს, ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში.

„ნაპოლი“? არსებობს ცხოვრებაში აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ არის დრო სიტუაციის შესაცვლელად“, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში სკუდეტოსთვის ბრძოლა დაძაბულია. 15 ტურის შემდეგ „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის სხვაობა 5 ქულაა.