კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის შეცვლა არ გადაიფიქრა.
ამის მიზეზი იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" სუსტი თამაშია. ეს გუნდი 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ "კალიარის" რვა ქულით ჩამორჩება.
ვარაუდობენ, რომ 60 წლის ანჩელოტი უმუშევრად დიდხანს არ დარჩება, რადგან მისი მიწვევა ინგლისის პრემიერლიგის ორ გუნდს, "არსენალსა" და "ევერტონს" სურს.