სკოლის სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ბავშვი კარგად სწავლას ვერ ახერხებს

სკოლის სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ბავშვი კარგად სწავლას ვერ ახერხებს

გამოქვეყნდა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. შედეგები დამაკმაყოფილებელზე დაბალია მათემატიკასა და მეცნიერებაში. განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ, რამაც ეს შედეგები მოიტანა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ან ორ რომელიმე კომპონენტზე ყურადღების გამახვილება არასწორია, რადგან პრობლემები ყველა მიმართულებითაა.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, „მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების“ PISA 2018 წლის შედეგების თანახმად, საქართველომ მონაწილე 79 ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა.

საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით ასეთია:

კითხვა - 380

მათემატიკა - 398

მეცნიერება - 383

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ 2015 წლის კვლევასთან მიმართებით, ქართველი მოსწავლეების შედეგები ანგარიშის სამივე მთავარ კრიტერიუმში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერებები) მკვეთრად არის გაუარესებული.

„კვლევამ აჩვენა ის კატასტროფული სურათი, რომელიც არსებობს საქართველოს განათლების სისტემაში. ეს უფრო მძიმე შედეგებია იმ ფონზე. ახალი მონაცემებით ჩანს, რომ სისტემაში სრული რეგრესია. წინა კვლევაში ჩვენ ვიყავით არგენტინასა და ყატართან ერთად დასახელებული როგორც ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მაღალი პროგრესი ჰქონდა განათლების სიტემაში. PISA აფასებს განათლების სისტემას 3 წლით, ანუ კვლევამ, რომელსაც ახლა განვიხილავთ, აჩვენა სურათი, რომელიც 2016 წელს გვქონდა სისტემაში. ახლა კი ბევრად უფრო მტკივნეულია რასაც ვხედავთ“, - აცხადებს შაშკინი.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ძარითადად სასკოლო სახელმძღვანელოების უვარგისობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მოსწავლეების გონებრივ განვითარებას აფერხებს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ, მათი გონებრივი შესაძლებლობა გარკვეულ ინფორმაციას ვერ ჩაწვდება. სახელმძღვანელოებში ყველაფერი ისეა აგებული და აწყობილი, რომ ლოგიკურ კავშირს ვერ იპოვი. მე მინახავს მსგავსი სახელმძღვანელოები ქიმიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკასა და სხვა საგნებშიც. ამ მხრივ დაწყებით და მაღალ კლასებშიც მძიმე მდგომარეობაა“, - ამბობს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგი არსებული, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს უპირველესად სასკოლო წიგნების დახვეწასა და პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებაში ხედავს.

„რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სკოლამ, მშობლებმა? ასე პირდაპირ რომ დასვა ბავშვი და უთხრა, ლოგიკური აზროვნება ისწავლე ან განივითარეო, შეუძლებელია. უპირველესად, უნდა დაიხვეწოს სახელმძღვანელოები და დაფასდეს პედაგოგების შრომა, რათა მასწავლებელს მუშაობის მოტივაცია ჰქონდეს და ამის საფუძველი კი მაღალი ანაზღაურებაა. ასევე უნდა შეიცვალოს მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ნათქვამია, რომ ომს კარგი მასწავლებელი და კარგი სკოლა იგებს“, - განაცხადა ჩაჩუამ 2020 NEWS-თან საუბრისას.

სავალალო კვლევას ეხმიანება განთლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზე მურღულია. მისი აზრით, საგანგაშო შედეგები უკვე მოცემულობაა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ. შეგვიძლია ამ პრობლემის მრავალი მიზეზი მოვიძიოთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, სამომავლოდ რას ვიზამთ.

„საყურადღებოა, რომ PIშA 2021-ის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებიც განათლების თანამედროვე ტენდენციებს ეხმაურება - ტრადიციულ მათემატიკას, კითხვას და მეცნიერებებს ემატება კრეატიული აზროვნება, კომპიუტერული და ფინანსური წიგნიერება. აშკარაა, რომ ამ კუთხით ფრიად არასახარბიელო შედეგები გვექნება.

რეალურად გარღვევითი წარმატებების დასაგეგმად და მისაღწევად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აუცილებლად უნდა შექმნას მიზნობრივი სამუშაო ჯგუფი - ემპირიული გამოცდილებით, მსგავსი გარღვევები სწორედ თემატური და მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის შედეგია“, - აღნიშნავს მურღულია.

trampi ყოველ წელს რომ ახალ--ახალ ველოსაპედს იგონებთ ეგ იმის ბრალია-
--თან სპეციალურად ისეთ ველოსიპედებს იგონებენ, რომლებიც ვერ ივლის და ვერც დადის
მოკლედ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ენას ვერ იღებენ...პატრონებისა ეშინიათ
ეტყვიან გოგებაშვილის მაგივრად ამერიკელი მწერალი უნდა ასწავლოთო ..და ესენიც ასწავლიან
სამი წლის წინ მე 7-ე თუ მე--8 კლასის ქართულის სახელმძღვანელო ჩამივარდა ხელში ......დამაინტერესა, გადავფურცლე რას ასწავლიან მერთქი
და ესეთი რამე ვნახე ......ჩარლ ჩაპლინის მიერ მიწერილი წერილი თავის ქალიშვილ ჯერალდინასადმი, რომელშიც ჩარლი ჩაპლინი თავის გოგოს სიკეთის და ქველმოქმედების კეთებას ასწავლიდა .....ნუ ჩვენებურად რომ ვთქვათ--- შვილს ეუბნებოდა ცხოვრებაში სიკეთეები აკეთეო......
კეთილი და პატიოსანი.... ძალიანც კარგი რომ სიკეთის კეთებაზე ასწავლიან რაღაცას, მაგრამ ეს ამერიკული წიგნებიდან და ამერიკული ცხოვრებიდან რომ არ ასწავლონ, იგივე თემატიკა ქართველი მწერლების ნაწარმოებიდან რომ აიღონ -- ასწავლონ არ შეიძლებაააა ? არ არიიიი?
მით უმეტეს რომ ქართველი ბავშვისთვის ქართული სინამდვილე უფრო ადვილად აღსაქმელია, ვიდრე ცხრა გადამთიელისა ....
მაგრამ ამათ, პატრონებს ხომ უნდა ასიამოვნონ?? ქართველი ბავშვი კი იქიდან რას აიღებს და რას არა, განათლების სამინისტროში სუ ფეხზე ჰკიდიათ.
გრუბად რომ ვთქვათ ამათ ლამის პირდაპირი მნიშვნელობით გადააქსეროქსეს იმათი წიგნები და ჰგონიათ რეფორმებს ატარებენ....
ასეა თუ ისე..... ეგე, უკვე ფსიქოლოგები აყვირდნენ---- ამ წიგნებით სწავლა არ შეიძლებაო
ისე 70--იან წლებსი ეგ ჩაპლინის ,,ჩემი ბიოგრაფია,, 100 ათასი ტირაჟით გამოვიდა და იმდროინდელმა ახალგაზრდებმა თითქმის ყველამაც წაიკითხა, მაგრამ სკოლაში არ დაუძალ--დაუვალებიათ
თურაშაულის პატრონი ტყეში ეზებდა პანტასაო...
დედა გაეგდოთ, დედინაცვალს ფიცულობდნენო....
ფუუუუ ..... სნობები....
4 წლის უკან