იყო თუ არა შეცდომა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება

იყო თუ არა შეცდომა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება

ხელისუფლებაში ნაწილი მოხელეებისა ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას ითხოვს, ნაწილი კი ეწინააღმდეგება. ამასობაში დარგი არათუ ვერ ვითარდება, არამედ უკან-უკან მიდის. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტიდან არ ჩანს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკა გამოეყოფა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს რევაზ არველაძეს ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა სურს და ამ საკითხის განსახილველად მან მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, სადაც ჩამოყალიბებულია არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო. დეპუტატი ამბობს, რომ პასუხი არ მიუღია.

„პასუხი ძალიან დამიგვიანეს, უკვე სამი თვე ხდება, რაც გავაგზავნე ეს წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, მან თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა, რომ თავისი მოსაზრება წარუდგინოს და აქამდე არ არის... არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად დადებითი პასუხი უნდა მივიღო, მაგრამ რაღაც პასუხი ხომ უნდა მივიღო? მე არგუმენტირებულად დავწერე, რატომ ვთვლი აუცილებლად სამინისტროს აღდგენას. კონტრარგუმენტები უფრო ძლიერი თუ იქნება, კი ბატონო, მაგრამ ხომ უნდა მივიღო რაღაც პასუხი“, - განაცხადა არველაძემ.

პრემიერის გარდა, ეს საკითხი დეპუტატმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზეც დააყენა.

„მე უმრავლესობის სხდომაზეც დავაყენე ეს საკითხი. ეს არის ერთადერთი დარგი, რომლის გაჩერება სრულ პარალიზებას უკეთებს ქვეყანას. ამ დარგის მდგომარეობა უკან და უკან მიდის, განსაკუთრებით სამინისტროს გაუქმების შემდეგ და ეს წერილშიც აღვნიშნე. თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, არ შეიძლება მას ძლიერი ენერგეტიკული ბაზა არ ჰქონდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა და იმის დამადასტურებლად, რომ ენერგეტიკის დარგს ცალკე სამინისტრო უნდა ჰქონდეს, ამ სექტორში ახალი კანონპროექტების განხილვისა და მიღების პროცესის გაჭიანურება დაასახელა.

„ენერგეტიკის სამინისტრო რომ ყოფილიყო, რაც ერთ წელიწადში გაკეთდა, ორ თვეში გაკეთდებოდა“, - დასძინა მან „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.

სულ სხვაგვარად ფიქრობენ მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად წარმოქმნილ ფუნქციებსა და ვალდებულებებს ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი გაინაწილებენ.

„იმ კანონების მიხედვით, რაც განვიხილეთ, განსაკუთრებით საუბარია, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალ კანონზე, გაწერილია ის ფუნქციები, რომელიც მომავალი წლიდან სხვადასხვა უწყებას ექნება ენერგეტიკის სფეროში. იმ ამოცანების და ფუნქციების დიდი ნაწილი, რაც ადრე ჰქონდა ენერგეტიკის სამინისტროს და ახლა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, სხვა ორგანიზაციებზე გადანაწილდება, მათ შორის - სემეკზე და ის ფუნქციები, რაც დარჩება (საუბარია პოლიტიკის განსაზღვრაზე, მიწოდების უსაფრთხოებაზე), მათი შესრულება შეეძლება სრულად ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ არ ვხედავთ იმის აუცილებლობას ამ ეტაპზე, რომ ენერგეტიკის სამინისტრო რაღაც ფორმით იქნას აღდგენილი“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

სპეციალისტებიც სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ენერგოუსაფრთხოების მხრივ ქვეყანამ უკან დაიხია. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა.

„ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სისტემური მიდგომა სჭირდება და ეტაპობრივი გაუმჯობესებასაც, რაც არ ხდება. მთელმა ქვეყანამ გააზრებული, დაგეგმილი, გათვლილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ის რომ შედეგები არ მოგვწონს, არის მიზეზების დამსახურება. მიზეზი კი ბევრია, მაგალითად ის, რომ ჩვენთან მთელი ქვეყანა არ მუშაობს ენერგოუსაფრთხოებაზე. არ გვაქვს სტრატეგია და ენერგეტიკული დიპლომატია“, - აცხადებს მარგველაშვილი.

amo ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება მიზანმიმართულად ხომ არ მოხდა? და თუ ასეა რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ არ მომხდარიყო ახალი მინისტრის მიერ გარკვეული რევიზია? რატომ არ არსებობს დღემდე ენერგეტიკაში საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობდა უცხო (ასევე ადგილობრივი) ინვესტიციების ენერგეტიკაში ჩადებას? იმიტომ ხომ არა რომ თვითონ არიან უკონტროლოდ მომჯდარი ამ დარგს?
4 წლის უკან
Serapina რიტორიკულია, ეგ შეკითხვები!
ერთ ფილმშია@ მე,ისეთ მდიდარს არ ვიცნობ,უფრო მეტი სიმდიდრე არ უნდოდეს!-ო.
ამ ქართველ მდიდრებს, მეტი გამდიდრება უნდათ და ჰესებია საჭირო, ენერგოდამოუკიდბლობისთვისო. თან, თავის ჯიბეზე ზრუნავენ, თან ხალხს ამადლიან თქვენზე ვზრუნავთო. მორეს მხრივ, ვიღაც, ასევე პირადი მიზნებიდან გამომდინარე, დაარბენინებს ამ ასო-ებს წაღმა-უკუღმა...

მოკლედ არჩევანი ასეთია, ან მდიდრების მხარეს უნდა იყო(რომლებიც პირად ენერგობიზნესებში სახელმწიფოს ფულს ისა მიაჩუხჩუხებენ, ვითომ ბუნებრივად ასე უნდა იყოს )...
...ან ამ ასო-ების და მათ უკან მდაგარი, შინაური,თუ გარეული ფულზე მოოცნებე ვიგინდარას გვერდით.

მე ესენი,ორივე მხარე წურბელებად მიმაჩნია, რომლებიც არგუმენტებით ჟონგლიორობის მეტს არაფერს აკეთებენ.
ზოგადად, კანონში მითითებულია რომ სახელმწიფოს სამსახურში მყოფს.კერძო ბიზნესსაქმიანობა ეკრძალება! შესაბამისი მუხლი იურიტებმა მიუთითონ...მე, უნდა ვეძებო და არ მცალია.
ჰოდა,ერთი კერძო ბიზნესის დასახელება თუ შეგიძლიათ ვინმეს, რომლის უკანაც პარლამენტარი, მინისტრი და ა.შ.არ დგას{
მარტო ერთი ბიზნესი თუ იცით ასეთი, გთხოვთ დაასახელოთ.
სადაც კანონი არ კანონობს, იქ სახლმწიფოს არავინ აშენებს!
მარტივი ამბავია ეს.
ესენი აშენებენ,პირად კეთილდღეობას და შიგადაშიგ, თუ ვინმე გზაზე გადაეღობათ, მაშინ გადმოიღებენ იმ კანონს,თავად რაც აწყობთ!
ჰესების და ხალხი დასაქმდება-ს მითი კი,ძალიან მოკლედ,ასეა:
ეს იქნება მდიდრების მიერ, შემდგომი თავზე დასაქმება ღარიბებზე.
p.s. მიშასა და ბიძინას "შუაში" რომ ინგა გრიგოლოა წყალმომარაგებაში მუშაობდა, რას აკეთებდა იქ,იცის ვინმემ ?
ან როგორ მოხვდა იქ?

მაესტროს დირექტორი რომ იყო კახა ბექაური, ის სად გადაიყვანეს მერე...ან ახლა სადაა იცით?
4 წლის უკან
Goliaff ორი კვირის წინ სტატია იყო სადაც მთავრობის შეფასება გაჟღერდა; ბოლო წლეებში ენერგეტიკა ყველაზე ნაკლებ ინვესტიციებს იზიდავდა. საკითხში ოდნავ გარკვეულმა ადამიანმაც იცის რომ ენერგეტიკის განვითარების პირდაპირპროპორციულია ეკონომიკის ზრდა, ენერგო უსაფრთხოება ეკონომიკური დამოუკიდებლობის საწინდარია, კაცობრიობის მომავალი ახალი ენერგორესურსების მოპოვებასთან პირდაპირკავშირშია. ამ პოსტულატების უგულებელყოფა ან უვიცს შეუძლია ან განგებ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ხელისუფლებას
4 წლის უკან