შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ელიტრაუნდებისა და შესარჩევი ეტაპების კენჭისყრა გაიმართა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის გუნდებთან ითამაშებს. მატჩები საფრანგეთში გაიმართება, ფინალური ეტაპის საგზურს კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
რაც შეეხება 17-წლამდე ნაკრებს, გიორგი ჩიტაურის შეგირდების მეტოქეები ელიტრაუნდის მეექვსე ჯგუფში ბელგიის, ინგლისისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან. ამ ჯგუფის თამაშებს ბელგია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე რვა ჯგუფის გამარჯვებული და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.
დღესვე გაირკვა ევროპის 2021 წლის 17-წლამდე და 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფების შემადგენლობა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილი წვრთნის, ბელგიის, უკრაინისა და ლატვიის გუნდებთან ითამაშებს. გიორგი მიქაძის მომზადებული 18-წლამდე ნაკრები კი ხორვატიის, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებებთან ითამაშებს.