ესპანელი ფეხბურთელი სანტი მინა უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარსდგება. 23 წლის ფეხბურთელს ბრალად სექსუალური ძალადობა ედება.
ვარაუდობენ, რომ მინას გარდა, ამ საქმეში კიდევ ერთი ფეხბურთელის, ტარაგონას „ხიმნასტიკის“ განაპირა მცველის, დავიდ გოლდარის გვარიც ფიგურირებს.
შემთხვევა 2017 წელს ქალაქ მოხაკარში მოხდა, თუმცა ესპანელ ფეხბურთელს ბრალი მხოლოდ ახლა წარუდგინეს.
რაც შეეხება გოლდარს, მას მოწმის სტატუსით დაკითხავენ. წლევანდელ ლა ლიგაში სანტი მინა „სელტას“ შემადგენლობაში თამაშობს და მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.