კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის 2018/2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელას დაასახელეს. ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ფორვარდს პრიზი Gran Galà del Calcio-ს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს. ამის გამო ფეხბურთელი პარიზში „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო, რომელზეც მისმა მთავარმა კონკურენტმა, ლიონელ მესიმ ტიტული მეექვსედ მოიპოვა.

სერია A-ს გასულ სეზონში კრიშტიანუმ 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018-2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად „ატალანტას" დამრიგებელი ჯან პიერო გასპერინი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად „ბრეშიას" ნახევარმცველი სანდრო ტონალი, ხოლო საუკეთესო მსაჯად ჯანლუკა როკი დაასახელეს.