შვეიცარიაში ლეგენდარული ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის გამოსახულებით 20-ფრანკიანი მონეტა მოიჭრება. მონეტას ოფიციალურად 2020 წლის 23 იანვარს გამოუშვებენ, მაისში კი უკვე ახალი, 50-ფრანკის ნომინალი გამოვა, რომელიც მთლიანად ოქროსი იქნება.
ფედერერი გახდა პირველი შვეიცარიელი, რომელიც საიუბილეო მონეტაზე სიცოცხლეშივე გამოსახეს. 38 წლის ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე 20 გრანდ სლემი აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. 2019 წელი კი ფედერერმა მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზე დაასრულა.