"არ მინდა ისე მოვკვდე, რომ მკვლელებს პასუხი არ ვაგებინო"

"თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ჟურნალისტებს არ გამაკარეს მას შემდეგ, რაც შვილი მომიკლეს ამ ჯალათებმა, სააკაშვილმა და ახალაიამ! ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ბაჩო ახალაია, მისი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და კონტრდაზვერვის თანამშრომელი ლადო ამირიძე. ნაციონალები უღმერთოები არიან - აბა მარიამობის დღესასწაულზე ქრისტიანი კაცი მოძმე ხალხის ან ქართველთა სისხლით გაისვრიდა ხელებს?" - აცხადებს ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპული შავნაბადას სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომლის არჩილ ჩოხელის დედა ეთერ ბუჯიაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეთერ ბუჯიაშვილი: იმდენი პოლიციელი იდგა ჩვენს გარშემო, რომ ჩემს მკვდარ შვილს არ გამაკარეს, ჟურნალიტებს სოფლის ცენტრიდან აბრუნებდნენ უკან, ტირილსაც მიკრძალავდნენ!

"ოჯახში ტრადიციულად მარიამობის სუფრა გავამზადე. აჩიკო სასმელს არ სვამდა - სპორტსმენი იყო, სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ევროპის 4-გზის ჩემპიონი, ამავდროულად მუშაობდა შავნაბადას სპეციალური ოპერაციების ცენტრის ქვეგანყოფილებაში, მაგრამ ამ დღესასწაულზე სამი ჭიქა დალია - სანთელი აანთო, პირჯვარი გადაიწერა, პირველად საქართველოს სადღეგრძელო შესვა, მეორე პატრიარქის და მესამე ბიძინა ივანიშვილის. აჩიკო, როგორც დამსახურებული სპორტსმენი, ივანიშვილისგან ხელფასს იღებდა, რაც ბევრს ყელში ეჩხირებოდა და ამის გამო ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. 4 საათი იქნებოდა, როცა დაურეკეს და სასწრაფოდ გამოიძახეს. საშინლად აფორიაქდა, სწრაფად ჩაიცვა და გაიქცა... ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემდა და ამას არც მალავდა. მას სჯეროდა, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა და საქართველო ამით შვებას იგრძობდა - ცოტაც მოიცადეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. მისი იმედი ბევრს ჰქონდა, ამიტომაც მომიკლეს ვერაგულად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეთერ ბუჯიაშვილი.

"მე რაც ვიცი, ეს საკმარისი არ არის. დეტალურად მაინტერესებს რა მოხდა და ამის გასაგებად პროკურატურაში სარჩელი შევიტანე, არ მინდა ისე მოვკვდე, რომ მკვლელებს პასუხი არ ვაგებინო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯავშანჟილეტი ეცვა, რომელიც გვერდზე თასმებით ჰქონდა შეკრული. ვიღაცამ ეს იცოდა და სწორედ თასმებს შორის ესროლა ფილტვში ტყვია! ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მაგრამ ისეთი დასახიჩრებული მომიყვანეს, ძლივს ვიცანი. სახე დამწვარი და გაშავებული ჰქონდა, თვალები დასივებული და გადმოყრილი. დათვალიერება მინდოდა და იმდენი პოლიციელი იდგა ჩვენს გარშემო, რომ ჩემს მკვდარ შვილს არ გამაკარეს - წამალი აქვს გაკეტებული და გაფუჭდებაო - ახლა ვხვდები, რომ მატყუებდნენ", - განაგრძობს რესპონდენტი

"ტირილსაც მიკრძალავდნენ - ასე რატომ ამბობო! ვის არ მოეწონა და ახალაიას, რომელიც სულ აქ ტრიალებდა. ტირილის დროს ასეთი რამ ვტქვი: 2008 წელს ომში მერაბიშვილმა სიკვდილს გადაგარჩინა და ახალაიამ და სააკაშვილმა რატომ გაგიმეტეს, არ გამიგია ორსაათიანი ომი, გმირობისთვოს მოგკლეს, ქვეყნის სიყვარული არ გაპატიეს-მეთქი. ახალაიას არ ვიცნობდი, რომ გამოვიხედე, ვიღაც ბიჭი გველივით მიყურებდა, თვალებგადმოკარკლული მიბღვერდა, რამდენჯერაც რამეს ვიტყოდი, იმდენჯერ საშინელ მზერას ვგრძობდი, ვიფიქრე ვინ არის, რას მერჩის, რას ვაშავებ-მეთქი. მერე გავიგე ახალაია ყოფილა და არ სიამოვნებდა სიმართლე. სააკაშვილი ორი წუთით შემოვიდა, მიცვალებულისთვის არ შემოუვლია, კართან თავჩაღუნული დადგა და გაიქცა. მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა, მაგრამ არ დამცალდა", - აცხადებს არჩილ ჩოხელის დედა და შეკითხვას - "გსურთ ახლა "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მიმართოთ?" - პასუხობს:

"როცა სააკაშვილი მოვიდა, გამოსვენების დრო ახლოვდებოდა, აჩიკო მაცივრიდან სასახლეში ჩაასვენეს, ჩემი დასახიჩრებული შვილი რომ დავინახე, იქ დადებულ ყვევილებს სიმწრისგავ ვგლეჯდი. სააკშვილს გვერდით ახალაია ედგა. მან იცოდა პრეზიდენტი სამტრედიიდან, ხვედელიძის გასვენებიდან რომ მოდიოდა და მეზობლის სახლში ელოდებოდა. სამტრედიიდან უკმაყოფილო დაბრუნებულა სააკაშვილი, რადგან შვილმკვდარ დედას უკითხავს, რატომ მომიკალი შვილიო! ჩემგანაც იგივე რომ არ მოესმინა, იმიტომ გაიქცა. მინდოდა მეთქვა, ჩემი აჩიკო ერთი თვის გმირობისთვის რომ დააჯილდოვე, ახლა რა მოხდა, რად გაიმეტე-მეთქი? მინდოდა მისგან მომესმინა, რომ დამნაშავეებს იპოვიდა და სათანადოდ დასჯიდა. სააკაშვილს ასეთი ხელწერა აქვს - ჯერ აჯილდოებს, მერე სჯის. თუ მათ მიერ დასჯილების სიას გადახედავთ, ამაში ადვილად დარწმუნდებით... აჩიკო პატივით დაკრძალეს. სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვეს. ჩვენ ამის შესახებ მერე გავიგეთ. ჯილდო სასაფლაოზე დაუტოვებიათ! ბიჭებმა ჩემს მეუღლეს სახლში მოუტანეს"

"იქიდან გამომდინარე, რომ აჩიკოს დაღუპვის დეტალების შესახებ არავინ არაფერს გვეუბნებოდა, ჩვენ წავედით ლაფანყურში და მოსახლეობა გამოვკითხეთ: 28 აგვისტოს 11 საათზე ჩასულან ადგილზე, ეს ავბედითი ოპერაცია 2 საათში დამთავრებულა. როფორც მოსახლეობამ გვითხრა, ჯერ ეს ბიჭები დაუხოცავთ დ ბოლოს კასეტური ბომბი აუფეთქებიათ, ცა რამდენიმე წუთით გაწითლებულა. მერე მიატოვეს მიცვალებულები და დღე-ნახევარი უპატრონოდ დაყარეს. არავინ დაჭრილა! თუ შეტაკება მოხდა, ვინმე ხომ უნდა დაჭილიყო? როგორც გვითხრეს, წიკლაურს ტყვია ტავში აქვს მოხვედრილი, ხვედელიძეს გულში. ამიტომაც მინდა ეს სისხლიანი ოპერაცია ახალმა ხელისუფლებამ გამოიძიოს და სიმართლე გავიგო. აქამდე სიმართლის ძიებას აზრი არ ჰქონდა: გვაშინებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, შვილიშვილის დაჭერით მემუქრებოდნენ!" - ამბობს ეთერ ბუჯიაშვილი.

"ხან ვის მიგზავნიდნენ, ხან ვის. რატი ვინ არის თქვენიო? მთელი ჩემი ოჯახი შეწავლილი ჰყავდათ. იცოდნენ, რომ აჩიკოს მეგობრების დიდი ნაწილი, მოჭიდავეებს ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგნენ, მათი სახელები იცოდნენ და რატი რომ აჩიკოს დისშვილი იყო, ვერ გაარკვიეს? მეორე დღეს, როცა ლაფანყურში ბიჭების დაღუპვის ამბავი გავიგეთ, ჩემი შვილის ძებნა დავიწყეთ. სად არ ვეძებეთ, საავადმყოფოებში, მორგში, მაგრამ ვერსად მოვაკვლიეთ. 30 აგვისტოს დილით რატიმ შავნაბადაზე წამიყვანა - ესეც კარგად იცოდნენ და იმიტომ მითვლიდნენ, გაჩერდესო. აჩიკოს უფროსი გვარად აბაშიძე იყო, სამწუხაროდ, სახელი არ ვიცი - ბაჩო ახალაის და ის და გიორგი ლორთქიფანიძე ამ ოპერაციის დროს გვერდით ჰყავდა. შავნაბადაზე ვიკითხე, სად არიან უფროსები, გამაგებინონ, ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი, შეტყობინება რატომ არ გამოგვიგზავნეს-მეთქი? ვიღაც რიგითმა თანამშრომელმა მითხრა, აჩიკოს გამო ბიჭები ტირიანო, სხვა ჩვენც არაფერი ვიცითო. მივხვდი, რომ მართლა მომიკლეს შვილი..", - დასძენს არჩილ ჩოხელის დედა.