"ბაჩო და მისი თანამოაზრეები საქართველოდან წავიდნენ ქონების დასაბინავებლად. მათ ეს ქონება დააბინავეს და რატომღაც, ეგონათ, რომ იქ, სადაც იყვნენ, კარგა ხანს დარჩებოდნენ. მაგრამ იგრძნეს რეალური საფრთხე და ეს საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ბაჩო ახალაიას. ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის გამო ბაჩო ახალაისა და ძალოვანი უწყებების რამდენიმე მაღალჩინოსანს გამოტანილი აქვთ წამებით სიკვდილის განაჩენი", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ძალიან სამწუხარო რაღაც უნდა ვთქვა - ჩემი ინფორმაციით, ჯიჰადი და წამებით სიკვდილის განაჩენი არა მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილის, არამედ მათი ოჯახის წევრების მისამართით არის გამოტანილი!"
"მინდა მივმართო ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს: ყველაფერი ის რაც ვრცელდებოდა და ვრცელდება ბაჩო ახალაიას შესახებ, ვგულისხმობ წამებით სიკვდილის განაჩენს - ყველაფერი ასევე ვრცელდება ზურაბ ადეიშვილის შესახებაც! ადეიშვილზე ჯიჰადი არ არის გამოცხადებული, მაგრამ ადეიშვილს სიკვდილის განაჩენი აქვს გამოტანილი იმ ქართველების მიერ, რომლებიც გააუბედურეს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. აქედანვე ვეუბნები ადეიშვილის ახლობლებსაც და ადეიშვილსაც - მართალია, თქვენ გგონიათ, რომ რაღაც ბერკეტებს ფლობთ და გაქვთ იმ დიდძალი ფულის იმედი, რომელიც ქვეყნიდან წაიღეთ, მაგრამ არანაირი შანსი არ გაქვთ! ადეიშვილი ევროპაში "შავებთან" მოლაპარაკებებს მართავს და ვურჩევ, ამ ფუჭ მოლაპარაკებებს შეეშვას - კრიმინალებს რაც გინდა ფული გადაუხადოთ, არაფერი გიშველით, განაჩენი არ შეიცვლება და ეგ ფული ტყუილად გადახდილი გამოგივათ! მიაწვდინეთ ხმა და ურჩიეთ ადეიშვილს, რომ ჩამოვიდეს და თავისი ფეხით ჩაჯდეს ციხეში - ამით ის ცოცხალი გადარჩება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"ადეიშვილს ურჩევნია ჩამოვიდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს, ვიდრე ევროპაში სადმე წამებით ამოხადონ სული. მე ახლა ძალიან სამწუხარო რაღაც უნდა ვთქვა - ჩემი ინფორმაციით, ჯიჰადი და წამებით სიკვდილის განაჩენი არა მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილის, არამედ მათი ოჯახის წევრების მისამართით არის გამოტანილი", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ ერთმნიშვნელოვნად შეგიძლიათ თქვათ, რომ ბაჩო ახალაია ევროპიდან სიკვდილს გამოექცა?" - პასუხობს:
"დიახ! ჩამოსვლამდე ბაჩო ახალაიმ თავის ხელმძღვანელობას ძალიან ცუდი სიტყვებით მოახსენა იმ საფრთხის შესახებ, რასაც ის გრძნობდა. დიახ, სწორედ საფრტხეს გამოექცა და იმიტომ ჩამოვიდა. გარდა სიკვდილის შიშისა, ბაჩო ახალაია ჩამოვიდა იმის შემდეგ, რაც შეიტყო, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთ ლიდერზე, რაოდენ სამწუხაროდ გინდა იყოს, არსებობს კომპრომატები ვიდეოკადრების სახით! (კონკრეტული პიროვნებების ინტიმურ კავშირებზეა საუბარი) ახალაიამ არჩია დაელოდოს მოვლენების განვითარებას დაცულ გარემოში. მოვლენების პროვოცირებას კი ნაცები აპირებენ გაზაფხულზე."