"არც შაშკინს და არც კალმახელიძეს დანაშაულებრივი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არ მიუღიათ - იმდენად დაბალი რანგის პირები არიან ახალაიასთან შედარებით. თუმცა ბოროტების მანქანის მდუმარედ ტარებისა და სისტემაში ჯალათების ბოგინის, წამების ფაქტების წაყრუებისთვის მათაც აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. რეალურად შაშკინიც და კალმახელიძეც მხოლოდ პიარის ფუნქციას ასრულებდნენ. შაშკინზე და და კალმახელიძეზე მეტი ეკითხებოდათ ჭაკუას და მკურნალიძეს, რომლებიც სისტემაში ბაჩი ახალაიას მედიუმების ფუნქციას ასრულებდნენ და ბაჩოს ნება მათზე დაყრდნობით ხორციელდებოდა. შაშკინი და კალმახელიძე კი საზოგადოებას ატყუებდნენ", - აცხადებს ლადო ბედუკაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო ბედუკაძე: ცოცხების სკანდალი კიდევ ბევრ ნაძირალას გამოგვის!
"წამების მექანიზმების დანერგვა ნაციონალების მხრიდან მიზანმიმართულად მოხდა! მათ ბრძოლა კი არა, საზოგადოების დათრგუნვა სჭირდებოდათ, ხოლო კრიმინალთან ბრძოლა მხოლოდ საბაბი იყო, რომ წამების ინსტიტუტი შეექმნათ! ამ ინსტიტუტმა უამრავი ადამიანი ჭკუიდან შეშალა. ჩემი თვალით მინახავს, როგორც გადადიოდნენ წამების დროს ჭკუიდან ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებისას სრულიად ჯანმრთელები იყვნენ. ცალკე უბედურებაა, რომ წამების ამ მექანიზმში ჩართული აღმოჩნდნენ ჰუმანური პროფესიის ადამიანებიც - ექიმები, რომლებმაც არანაკლები დანაშაულები ჩაიდინეს, ვიდრე უშუალოდ ჯალათებმა. ახალ ხელისუფლებას, ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა ვურჩიო, რომ პენიტენციარული სისტემის სამედიცინო პერსონალი დაუყოვნებლივ ჯანდაცვის სისტემას დაუქვემდებაროს და პენიტენციარულიდან გამოყოს, რადგან ხშირად ექიმი, რომელიც ციხის დირექტორის მითიტებას ასრულებს, ჰიპოკრატეს ფიცია ერთგული ვერ დარჩება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსას ლადო ბედუკაძე,
"მზად ვარ ჩემს მიმართ გაჩენილ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. დარწმუნებული ვარ ობიექტური სასამართლო ჩემს უდანაშაულობას პურუთვნელად წარმოაჩენს და ჩემი დისკრედიტაციის, ცილისწამების კამპანიას წერტილს დაუსვამს. როგორც კი ასეთი სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება მომეცემა, მაშინვე დავბრუნდები სამშობლოში. მზად ვარ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თამამად გავუსწორო თვალი - ჩემთვის ჯალათის სახელის მოკერება და მთელი ეს ბატალიები სწორედ წამების კადრებით გამოწვეული სკანდალის გადაფარვას ემსახურებოდა! თავის მართლების რეჟიმში ჩემი გადაყვანა მიზანმიმართული კამპანიაა იმის საწინააღმდეგოდ, რა მიზანიც დავისახე, როცა ფაშისტური რეჟიმის მხილება სააკაშვილის მიერ შექმნილი ინკვიზიციური ციხის წიაღიდან გადავწყვიტე", - განმარტავს რესპონდენტი.
"... დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინას ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება გულწრფელად სურს და კიდეც შეძლებს. ამ ადამიანს კეთილშობილება სახეზე აწერია. მარტო ის რად ღირს, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდო, როცა ტირანიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა წამოიწყო. რეალურად, მან ქართველი ხალხი იხსნა ტირანული რეჟიმისგან, "ბელადად" ქცეული სააკაშვილისგან, რომლის გასაღმერთებლად უკვე მზად იყო მისგან მონად ქცეული საზოგადოების მცირე ნაწილი. სწორედ ბატონმა ბიძინამ დაამსხვრია კერპი სახელწოდებით მიხეილ სააკაშვილი, რომლის მთელი ხელისუფლება, ციხის პერსონალის მსგავსად ჯალათად ყალიბდებოდა და სრულიად ქართველი საზოგადოების წამებას იწყებდა! ბრძოლა ჯერ არ არის დამთავრებული. რეჟიმის ნამსხვრევები ჯერ კიდევ მძლავრობენ და ეს ნამსხვრევები აუცილებლად უნდა გაიხვეტოს, თუ გვინდა, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას. მე მზად ვარ ჯალათები ბოლომდე ვამხილო. ცოცხების სკანდალი ჯერ არ დასრულებულა და თუ ბატონი ბიძინა ისურვებს, ეს სკანდალი კიდევ ბევრ ნაძირალას გამოგვის!", - დასძენს რესპონდენტი