რუსული "ფორბსი" რუსეთში ყველაზე მდიდარი 200 ადამიანის სიას აქვეყნებს, რომელშიც ქართული წარმოშობის სამი ბიზნესმენი - ალექსანდრე ჯაფარიძე, ვიაჩესლავ მირილაშვილი და დავით იაკობაშვილი მოხვდნენ.
რეიტინგში 51–ეა Eurasia Drilling Company-ის აქციონერი ალექსანდრე ჯაფარიძე, მისი ქონება 1,8 მლრდ. აშშ დოლარია.
მე–100 პოზიციაზე და რეიტინგში პირველად მოხვდა 28 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილი, რომელიც დსთ–ს ქვეყნებში პოპულარული სოციალური ქსელი ВКонтакте–ს 40%–ის მფლობელია. მისი ქონება 950 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება.
106–ე ადგილზე 950 მლნ. აშშ დოლარით 55 წლის დავით იაკობაშვილია, ის კომპანია ”ბიოენერგიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. იაკობაშვილს ბიზნესი საქართველოშიც აქვს, მის მფლობელობაშია კომპანია ”სოფლის ნობათი” (ვიმ ბილ დან საქართველო), რომელიც რძის პროდუქტების წარმოებით და იმპორტით არის დაკავებული.