რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოიხსნას.
ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, 9 დეკემბერს საერთაშორისო ანტიდოპინგური კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, თუ კი დამტკიცდა, რომ რუსი სპორტსმენები აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ, მაშინ ევროპის ჩემპიონატის გარდა, რუსეთს შესაძლოა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპუირ თამაშებზე გამოსვლაც აუკრძალონ.
ასევე მოელიან, რომ სანკტ-პეტერბურგს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის სტატუსი მოეხსნება და სხვა ქალაქს მიენიჭება.