„ჩვენი პრეზიდენტის სასახლე ხუთჯერ დიდია, ვიდრე ჰოლანდიის მეფის სახლი“

„ჩვენი პრეზიდენტის სასახლე ხუთჯერ დიდია, ვიდრე ჰოლანდიის მეფის სახლი“

„დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ თავის ამპლუაშია. სალომე ზურაბიშვილი ფუფუნების ნივთებით ილამაზებს განწყობას და ათონელის რეზიდენციის მოწყობითაა გატაცებული. თავის დროზე ზვიად გამსახურდიას „მერსედესის“ მანქანა გახდა ოპოზიციის სალაპარაკო. იმ პერიოდში ერთი ბიზნესმენი გამოესარჩლა პრეზიდენტ გამსახურდიას, ხალხო, რა გიკვირთ, მე მყავს მერსედესი და პრეზიდენტს არ ჰყავდესო?! თუმცა პრეზიდენტ ზურაბიშვილის თვალსაწიერი გაცილებით უფრო კრეატიულია - ანტიკვარული ავეჯი, ირანული ფერწერული ტილოები, რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული ჭაღი...

შესყიდულ ნივთებს შორის არც ერთი ქართული წარმომავლობის არ არის. ყველაფერ ამ სიამოვნებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი. სულ დაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი გაიხარჯა მათ რესტავრაციაზე, ხოლო 720 225 ლარი-თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებებისა და ფარდების შესყიდვაზე.

„თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალიერებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა. კომისიის თანხმობით შესყიდულია ანტიკვარული ნივთები: 10 გარნიტური/სამეული, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, ბუხრის 3 საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა. ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული მე-19 საუკუნის ჭაღი-59 ათასი აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში ჯამში 133 410 აშშ დოლარია გადახდილი. 8500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4310 აშშ დოლარად-ირანული მამლის ფიგურების წყვილი, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი ფასი 5000-დან 7000 დოლარამდე, 3 ბუხრის საათი-თითოეულის ფასი 7000-დან 18 000 დოლარამდე.

რაც შეეხება თანამედროვე ნივთებს, შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6000 ლარამდეა, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი 300-დან 4000 ლარამდეა და სხვა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლტოლვა ძვირადიღირებული ნივთებისადმი რატომ ასცდა ქართულ რეალობას და ხომ არ დარჩა იგი მდიდარი საფრანგეთის ეიფორიაში?!

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელი ახია მათზე, ვინც თავი მოიკლა და ლამის ძალით დაგვისვა ეს ქალბატონი პრეზიდენტად.

„ქვეყანაში, სადაც 70 ათასი ბავშვი შიმშილობს, 2 მილიონზე მეტის დახარჯვა რეზიდენციის ოთახების მოსაწყობად, ყოვლად გაუგონარია. მით უმეტეს, ზურაბიშვილმა შეიწყალა ის, ვინც არ უნდა შეეწყალებინა და არ იწყალებს მას, ვინც შესაწყალებელია. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია, „მერსედესი“ ჩამოყვანაო, ენანებოდათ ზვიად გამსახურდიასთვის. ყველა ძაღლი თუ მამაძაღლი დღეს „მერსედესით“ გადაადგილდება და ერთი ბრონირებული მერსედესი არ ეკუთვნოდა ზვიად გამსახურდიას? რას მიკეთებს ახლანდელი პრეზიდენტი? ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ასეთი რამის უფლებას თავის თავს აძლევს მხოლოდ ეკონომიკურად ფეხზე ძლიერად მდგომი და განვითარებული ქვეყანა. ამას არ აკეთებენ მათხოვარი ქვეყნები, ჩვენ კი ვართ მათხოვრები, დასავლეთიდან გრანტები და დახმარება რომ არ მოდიოდეს, შიმშილით მოვკვდებოდით“,-აცხადებს გოგი ხოშტარია და იხსენებს, რომ ასეთი ფუფუნების საგნები მას უნახავს ინგლისის დედოფალთან, ასევე, ერმიტაჟში სამეფო ძვირფასეულობის სახით.

ხელოვნებათმცოდნე აცხადებს, რომ ამას წინათ ჰოლანდიაში იმყოფებოდა და ჰოლანდიის მეფის სახლი იხილა ჰააგაში, ტყეში. ეს არ ყოფილა მთლად ქოხი, მაგრამ პატარა 2-სართულიანი სახლი იყო და ამ ნაგებობაზე უკეთესი სახლები წყნეთში აქვთ ჩვენს მილიონერებს. ეს ყველაფერი ძალიან სადა და ლამაზი იყო. ჰოლანდია ასჯერ ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა, ჩვენი პრეზიდენტის სასახლე კი ხუთჯერ დიდია, ვიდრე ჰოლანდიის მეფის სახლი.

„ზურაბიშვილს იმდენი გემოვნება არ აქვს, რომ უბრალო სასახლე მოეწყო, რაც მიესადაგებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის მდგომარეობას. ეს ყველაფერი გულის ამრევია“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ამ თანხად, ანუ 2 800 000 ლარად თვითონ პრეზიდენტი არ ღირს. ავეჯი კი არა, თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ გავიტანოთ აუქციონზე, ამ თანხას არავინ გაიღებს მისთვის. ამასთან, არავინ იცის, ამ თანხის მიღმა კიდევ რამდენი ხარჯებია, რასაც ეს ქალბატონი ფლანგავს უცხოეთსა და საქართველოში.

„წელიწადში, ალბათ, 300 დღე უცხოეთშია და რაში ხარჯავს თანხებს, არავინ იცის. თუ გნებავთ, მორალური პრინციპით ავიღოთ, სააკაშვილზე უბრალოდ მაინც ხომ უნდა ეცხოვრა? კი ბატონო, ზურაბიშვილი არ ედრება ივანიშვილს, რომელსაც თავისი ფული აქვს და ღმერთმა მისცეს, თავისი ფულით გინდა სულაც ოქროს უნიტაზებს დაიდგამს, მაგრამ ზურაბიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფლანგავს ამ თანხებს. რა აუცილებელი იყო ათონელის რეზიდენციაში ავეჯის შეცვლა?! იმ შენობაში მილიონჯერ ვარ ნამყოფი, ბოლოს იქ ნატოს მისია იყო და ძალიან ნორმალური, მშვენიერი ავეჯი იდგა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგის განმარტებით, ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში არც ყოველდღიური მიღებები აქვს, არც ამერიკის პრეზიდენტი და მსოფლიოს დიდი ვარსკვლავები, ცნობილი პოლიტიკოსები, გრანდები აკითხავენ და, ამდენად, გასაკვირია, რად უნდა ასეთი ფუფუნება? შესაბამისად, თუ ახლა პრობლემაა ასეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მოგვიანებით უკვე პრობლემად იქცევა ამ ნივთების გაყიდვა.

„არ ვიცი, მომავალში ვინ მოვა მთავრობაში, მაგრამ, უბრალოდ, აუქციონზე გაყიდიან მაგ ავეჯს ნახევარ ფასად. თუ ის არის პრობლემა, რომ სააკაშვილმა ამხელა სასახლე აიშენა და არ იციან, რა უყონ ამ სასახლეს, მერე პრობლემა იქნება, ზურაბიშვილის ამ ავეჯსა და ჭაღებს რა უყონ. თანაც, მისი გემოვნება ბევრს არც მოეწონება“.

 

სოციალისტი საშინელ შეურაცხყოფას აყენებს სოოსსოო ცინცაძე საქართველოს პრეზიდენტს, ქართულ სახელმწიფოს და საერთოდ ადამიანობას (ადამიანის ცნებას)! ჯანმრთელი და განათლებული ადამიანი არ უნდა ამბობდეს ამას -
"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ამ თანხად, ანუ 2 800 000 ლარად თვითონ პრეზიდენტი არ ღირს. ავეჯი კი არა, თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ გავიტანოთ აუქციონზე, ამ თანხას არავინ გაიღებს მისთვის. ამასთან, არავინ იცის, ამ თანხის მიღმა კიდევ რამდენი ხარჯებია, რასაც ეს ქალბატონი ფლანგავს უცხოეთსა და საქართველოში." ასე ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, ბატონი სოსო რომ გავიტანოთ გასაყიდად მასში გახვრეტილ შაურსაც არავინ გადაიხდის! მე ეს გამონათქვამი ბატონი სოსოსგან გამიკვირდა თუ არა, რომ ეთქვა დავით ბერძენიშვილს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა!
4 წლის უკან
სოციალისტი ხოლო პრეზიდენტის საქციელი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, უბრალოდ საშინელებაა! ერთი ნუგეშია მხოლოდ, როცა ქალბატონი სალომე აღარ იქნება პრეზიდენტი, ამ ნივთებს და ავეჯს სახლში არ წაიღებს!
4 წლის უკან
სოციალისტი ეს სტატია შეფარულად, ირიბად არის მიმართული მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმდინარე პროცესების წასაქეზებლად, ფაქტიურად მოწოდებაა ახალი უმართავი ექსცესების მოსაწყობად! ქალბატონი ჟურნალისტი ნებსით თუ უნებლიედ ნაცების და ოპოზიციის წიქვილზე ასხამს წყალს!
4 წლის უკან
ფირცხალა ძალიან დიდი ანტიპიარი მიდის !! მედიაც ხელს უწყობს. ამ ვაი კომპანიებს ხომ ვაქციეთ ზურგი და ვიცით, რომ შეკვეთის მიხედვით ირჩევენ გასაპიარებელ ობიექტებს. ყველა გაიძახის არ გვჯერა, არ გვჯერაო, და მაინც ყველა საინფორმაციოში არის გამოჭენებული... აგერ ბაქრაძე ,,გააცოცხლეს" აქეთ ყველა ცნობადი სახე ,,გაასწორეს" მიწასთან...
უარესი ეკუთვნით ქოცებს !!!! ერთი, არჩევნები როდის მოვა... ნაცები ხო ამოვაშთე ჩემი გონებიდან, თავისი სატელიტებით, ესენიც მივაყოლე ზედ !!!
ხალხი არ ხართ?! ვინმე გამოჩნდით ნორმალური, რომ შემოვხაზო....
იმედია ისევ ნაცებს და ქოცებს შორის არ მომიწევს არჩევანის გაკეთება :(((
4 წლის უკან
Serapina რა პოლიტიკოსებიც გვყავს, ის მედია გვაქვს!
ეს გრიგოლია, ისეთ მიქსტურებს აკეტებს...
ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე წამყვანმა რომ ხიდის ქვეშ მცხოვრებ გერმანელზე(ასეთებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო მათ მართლა არჩენს და უვლის) სიუჟეტი გააკეთოს და მერე Schloss Bellevue-ზე(გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია) სიუჟეტი მიაყოლოს, კონტრასტის მიზნით...
ანდა ამერიკაში რამდენი უსახლკარო და დაზღვევის გარეშე დარჩენილი ადამიანი ცხოვრობს. რომელი ამერიკელი ჟურნალისტი დააბრეხვებს ამ საკითხს ერთ სიბრტყეშ ი ?!
კარგით რა! ვიღაცას ძალიან გაეჩხირა კისერში სალომე ზურაბიშვილი...
ყველაზე ძალიან ნაციონალებს...როგორც ჩანს, ქოცებთან კოაბიტაციაში ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამენ. ემანდ, გადაღმა რამე არ თქვას ჩვენზეო...

პრეზიდენტის არჩევნების დროს, ერთმა ქართველმა მშობელმა, ენა გადაიქექა იმის განხილვით, რომ სალომემ ქართული არ იცის და არც ფრანგულიო.
მთელი ოჯახი რომ 5 წელია გერმანიაშია და ვერც დიდმა და ვერც პატარამ გერმანული ვერ/არ ისწავლ ა , ამას ვერ ამჩნევენ.

პ.ს. შევარდნაძიდან დღემდე,ამ ქალის ყეფას ვერ გასცდა ქართული მედია!
ერთი ჰკითხოს ვინმემ, რა ტიპის სახელმწიფოა საქართველო,სადაც მისნაირი დიპლომის მქონე და მასზე ბევრად მცოდნე ხალხი, პურის ფულს სიმწრით აგროვებს და მას, ათიათასობით ხელფასი აქვს.
4 წლის უკან
trampi „ჩვენი პრეზიდენტის სასახლე ხუთჯერ დიდია, ვიდრე ჰოლანდიის მეფის სახლი“



ყლეროზიანებო მიშასი როგორი იყო მიშასი......50 ჯერ დიდიიიი?(დიდი მოხვდეს ყველა დაუნახავს და უმადურს, კია მაინც ფანდარასტობა მოდაში)


ახია ქოცებზე..... ახი....ესენი მართლა მიშას ღირსები არიან , მაგრამ ხალხმა რა დაააშავა, ხალხმა?/ .....
ისე მართლა მიშა რომ მოვიდეს(ფუი ეშმაკს, ვერც მოვა) ნეტა იცოდეთ, რამდენი ქოცი ამოატრიალებს ქუდს და დაიძახებენ ,,კრასნიე იდუტო,, თან ეგრევე დაააყოლებენ----ვინც მოვიდა გაუმარჯოსო............დაჟე ეტყვიან კიდეც აქამდე სად იყავი
თქვენ მერე ნახავთ სოროსელების თამადობით, რამდენი ყვარყავარე თუთაბერია ეხლა ოცნებაში
ისე კი კაკაბაძემ ეგ მართლა გენიალური ნაწარმოები დაწერა, გენიალური ..............................................დაჟე მარადიული!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 წლის უკან
Maverick ასე, რომ გადატრიალება ვერ მოახდინეს, "ზამთრის" სასახლე, უი უკაცრავად, პარლამენტი შეშით, კასრებით, ბოქლომებით ვერ აიღეს და ახლა პრეზიდენტს მიადგნენ, რამხელა სახლი გაქვს, რატომ ალამაზებ, ხომ არ აჯობებდა ნალია მოგიწნათ და იქ დაბინავდიო?!
აი თქვენ დაგაყარეთ დუსტი, თუ არ იცით რატომ, აგიხსნით მკბენარებს დუსტით იცილებდნენ ადრე, აი "სიბნელეში" რომ ვცხოვრობდით XX საუკუნეში, ახლა კი ყველაზე მაგარ ეპოქაში რომ ვცხოვრობთ , ბედნიერი უკეთესი ყოფა-ცხოვრებისაგან ისე გამოვთაყვანდით საჭმელ -სასმელზე უარი ვთქვით და მხოლოდ ძვირფასი, საყვარელი, სასიქადულო პარტიებისთვის, პარლამენტარებისთვის, საკალელი ტელევიზიებისთვის, მთავრობისთვის ტრაკზე გამოხეული ნიფხავების ამარა ვიხდით ბიუჯეტის გადასახადებს, მათ რომ არ მოაკლდეთ ჩვენი ზრუნვა, მოვლა-პატრონობა...
P.S. ისე დახურდავდა ეს უმაქნისი ხავსმოდებული ექსპერტები, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია (სად მოძებნე შვილო მანანა) სულ დაკარგეს ესთეტიკის, სილამაზის, ხელოვნების შეგრძნება. ისე, სხვათაშორის მიშასავით ჯიბეში ხომ არ იდებს პრეზიდენტის სასახლეს აწყობს, სახლში არ მიაქვს...
4 წლის უკან
Katana . გიორგი მარგველაშვილს იმისთვის ასხამდით თავზე ლაფს, სააკაშვილისეულ უზარმაზარ სასახლეში რატომ შევიდაო!
სალომე ზურაბიშვილს იმისთვის დებთ მიწაში, პატარა სასახლეში რატომ შევიდა, ეგეც ზედმეტია მაგისთვისო!
რა ქნას საწყალმა პეპელამ? - მაგას ხომ არ მოუთხოვია, გინდათ თუ არა, ორბელიანების სასახლეში უნდა დავბინავდეო?! ეს სახლი პრეზიდენტის რეზიდენციად იყო გამწესებული, ხომ?
არ შევიდა დიდში, შევიდა პატარაში და ახლა ამაზე ასხამთ დელგმას: რა ამბავია ამხელა სასახლე, ჰოლანდიის მეფის სასახლეზე ხუთჯერ დიდიაო!
რას ურჩევს გამსახურდიას საგარეო საქმეთა ნამინისტრალი, იტალიაში პირველსავე ვიზიტზე სიმთვრალითა და რწყევით რომ მოსჭრა თავი საქართველოს, - სასახლის ნახევარი გაყიდოს ზურაბიშვილმა, გააქირაოს თუ ჩამოანგრევინოს?
იქნებ, სადმე ერთოთახიან ხრუშჩოვკაში გადაეტანა რეზიდენცია?
ამ ანტიკვარიატებს რომ უთვლით, იცით, რატომ ყიდულობს? - იმიტომ, რომ არჩევს იმ ავეჯსა და ნივთებს, რომელიც ორბელიანების ამ დიდებულ სასახლეს შეეფერება, ეპოქისა და სტილის მიხედვით.
არ ინერვიულოთ! - პრეზიდენტობის ვადა რომ დაუმთავრდება, სახლში არ წაიღებს არც ავეჯს, არ ლუსტრებსა და ტორშერებს, - მომავალ პრეზიდენტს დაუტოვებს!
4 წლის უკან
Katana .P.S. მოშიმშილე ბავშვებზე გულდამწვარ და სხვის ხარჯზე ერთობ გულმოწყალე ჩვენს "ფილანტროპებს" მინდა მოვუყვანო ციტატა მიტროპოლიტ მელქისედეკ (ელიზბარ) დიაკონიძის ინტერვიუდან (მე რომ არ შემაჩვენოთ):

"ეკლესიას აქვს სახელმწიფოსგან დაფინანსება (ყოველწლიურად) 25 მილიონი. 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც დაეხმარნენ. 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც 1 ლარის დახმარებაზე უარი არ უთხრეს. პატრიარქს უნდა გამოაეცხადებინა, ამ 25 მილიონს ხელი არ ვახლოთ და მთლიანად მრევლს მოვახმაროთო - ისედაც არ აკლიათ ქონება და წმინდა ჯიბიდან რასაც იპარავენ, ანაფორის სახელით, რასაც იპარავენ - ის არ ჰყოფნით?" "

რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ სასახლის მოწყობაში დახარჯა, არ არის ცოტა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე იქნება 4 წლის მერეც და 4-ჯერ 4 წლის მერეც!..
ხოლო სამღვდელოებისთვის გადახდილი თანხა 4 წლის შემდეგ იქნება 100.000.000
(ასი მილიონი)!!!
ამასთან დაკავშირებით რატომ არ გახსენდებათ მოშიმშილე ბავშვები?
4 წლის უკან
trampi ხშირხშირად გადაიკითხეთ ხოლმე ......ნახეთ როგორ კაკალ კაკალ გვისრულებენ ყველაფერს


"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
4 წლის უკან
შაქრო ჰოლანდიის მონარქს სამი ოფიციალური რეზიდენცია აქვს. ამსტერდამის სასახლის მხოლოდ ჰოლი უფრო დიდია ვიდრე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე.
4 წლის უკან