ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ სატელიტები

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ სატელიტები

"ვინც „ქართული ოცნების“ დისციპლინას არ დაემორჩილება, პარტიას დატოვებს“, - როგორც ამბობენ, სწორედ ასეთი სიმკაცრე გამოუვლენია „ქართული ოცნების“ ლიდერშიპს ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ „ქართული ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე.

„ოცნების“ ხელმძღვანელობა საკუთარი გუნდისგან დირექტივების შეულამაზებლად შესრულებას ითხოვდა. შესაძლოა, ეს გახდა კიდეც მიზეზი, რამაც ამბოხებისკენ განაწყო ოდესღაც ერთგული დეპუტატები. ამ ადამიანებმა კარგა ხნის განმავლობაში დაგროვილი წინააღმდეგობის ერთ დღეს ამოხეთქვა გადაწყვიტეს და საპარლამენტო უმრავლესობა ხმამაღალი განცხადებებით დატოვეს.

განსაკუთრებული კითხვები გააჩინა იმ დეპუტატების წასვლამ, რომლებიც აქამდე განუხრელად იცავდნენ გუნდურობის პრინციპს. მათ შორის, საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურზე, რომელიც მანამდე „ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებში შემჩნეული არ ყოფილა.

„იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“, არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

სულ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 4 ნოემბერს ზვიად ძიძიგური აღფრთოვანებით საუბრობდა ბიძინა ივანიშვილზე, მის აღმშენებლობასა და საინვესტიციო პროექტებზე, რაც, ძიძიგურის მტკიცებით, აქარწყლებდა მავანთა მოსაზრებებს, თითქოს ივანიშვილი საქართველოში ყველაფერს ფულით ყიდულობდა.

თუმცა მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა გახდა განხეთქილების ვაშლი და უმრავლესობის დატოვების საფუძველი „ოცნებაში“. ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრების - ზვიად ძიძიგურის, გიგა ბუკიასა და ნინო გოგუაძის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9 დეპუტატის მიერ უმრავლესობისა და პოლიტიკური თანამდებობების დატოვება. საუბარია თამარ ჩუგოშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, გიორგი მოსიძის, სოფიო ქაცარავას, თამარ ხულორდავას, ირინა ფრუიძის, ზაზა ხუციშვილის, გიორგი ბეგაძისა და თამარ ჯაშის არჩევანზე. უკვე ცნობილია, რომ „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, სავარაუდოდ, ორ ფრაქციას შექმნიან.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა ეჭვი, იქნებ, ბიძინა ივანიშვილს ეს პროცესი ძალიანაც აწყობს და იქნებ, უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა მის სასარგებლოდ სატელიტური ფრაქციაც ჩამოაყალიბონ. ამდენად, ზვიად ძიძიგურისა და სხვების დემარშით გასვლა ხომ არ არის თამაში, რომელიც ხელს აძლევს „ოცნებას“ სატელიტური პარტიების შესაქმნელად? რამდენად გულწრფელია ამ ადამიანების მხრიდან უმრავლესობის დატოვება და ხომ არ მართავს პროცესებს ისევ ბიძინა ივანიშვილი?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია, პოლიტიკაში ტრიალებს, მაინცდამაინც კარგად არ ესმის, რას ნიშნავს სატელიტური პარტია. ანალიტიკოსის განმარტებით, ქართულ პოლიტიკაში მუდმივად იყო სატელიტებზე ლაპარაკი, მაგრამ ასეთი სატელიტები პირადად მას არ უნახავს.

„პოლიტიკა ცოტა რთული რამეა. სატელიტი კი არა, მეგობრები, ახლობლები და ერთპარტიული ადამიანები არ ინდობენ ერთმანეთს და სატელიტური პარტიების იმედად რატომ უნდა იყოს ვინმე? მეორეც, რატომ არ შეიძლება რომ ადამიანების იმ კატეგორიისთვის, ვისზეცაა საუბარი, პროპორციული არჩევნები ყოფილიყო ბოლო წვეთი?! იქნებ, მათში რაღაც პროცესები დაგროვდა. ბოლოს და ბოლოს, ზოგი ადამიანი ადრე ღებულობს უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, ზოგი გვიან. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ძალიან დაბლაა დაცემული, ჩვენს საზოგადოებაში მაინც არ შეიმჩნევა მუხტი, ოღონდ გავყაროთ „ქართული ოცნება“ და მეტი არაფერი გვინდაო. ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ მისაყვანია იმ კონდიციამდე, როდესაც ის იტყვის, „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. ჩვენი პოლიტიკოსები რასაც ამბობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაშიც იგივე განწყობა იყოს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას და დარწმუნებულია, რომ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს ბოლო წვეთი აევსოთ და ამიტომაც მიიღეს უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება.

უფრო მეტიც, ვახტანგ ძაბირაძე ინტერესდება, ვინც უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატებს მართულებად მიიჩნევს, საინტერესოა, თავად როგორ ღებულობდა გადაწყვეტილებებს?!

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს უმრავლესობიდან გასვლის პროცესი მთლიანად მართულია. უბრალოდ, მისი აზრით, გარკვეული მოლაპარაკებები შეიძლება შიგნით მიმდინარეობდეს.

„აშკარაა, რომ ე.წ. წიწამურელები, ანუ „ოცნების“ ლიბერალური ფლანგი, რომელიც ახლა ტოვებს უმრავლესობას, შექმნის ახალ ლიბერალურ ცენტრს და მიიერთებს დანარჩენებს. სწორედ ეს არის მათი განზრახვა. ეს ცენტრი სატელიტი ნამდვილად ვერ იქნება და ვერც მართული იქნება. ცხადია, მათ შესაძლოა, დაამყარონ ურთიერთობები ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ იქნება ვასალური დამოკიდებულება, ამ ხალხს თავიანთი პატრონები ჰყავს, მათ აქვთ საერთაშორისო კავშირები, მათ აქვთ საპარლამენტო საქმიანების გამოცდილება და არ არიან მთლიანად დამოკიდებულნი ბიძინა ივანიშვილზე. მე მათ დავარქვი წიწამურელები. ეს ის ახალგაზრდა „ოცნებელები“ არიან, რომლებიც ადრე „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ, შემდეგ „ოცნების“ ხელმძღვანელობაში გადაბარგდნენ. ისინი წიწამურში წარადგინა კვირიკაშვილმა და თავის დროზე მათ „ოცნებაში“ წამყვანი თანამდებობებიც ეკავათ. ეს ხალხი ერთად იქნება, ამის გარანტიას მე გაძლევთ“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე და ე.წ. წიწამურელებიგან განყენებულ მოვლენად მიიჩნევს ზვიად ძიძიგურს, რომელიც ჰომოგენური სულაც არ არის.

 

Serapina მოქმედი ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას, გამოცდილება აქვს ჩამჩით ჭამაში!!! დანარჩენის რა მოგახსენოთ.
რაც შეეხება ახალაგაზრდებს, დასავლეთის გაგება, აღქმა, სწორად ვერ შეძლეს და შესაბამისად, ვერც ქართულ რეალობას მოარგეს მათი ცოდნა.

შეხედეთ, ერთ საინტერესო ნიუანსს.
ვაშაძე (ლოქო ქინძ-ძმარში არა)გიორგი ქვია მგონი... იბრდღვნიდა ყველაფერს, ივანიშვილს აღარავინ დარჩა გვერდით, არც ინგლისურის მცოდნე და წარმოიდგინეთ, ვორდში დოკუმენტის ამკრებიცო...
აჰა, როგორ თავადვე ყიდიან თავიანთ თავს, რომ ინგლისური და კომპიუტერი , მარტო მათ მიმართ ლოიალურებს უნდა ესწავლათ... რომ შემდგომ, ვითომ ბნელ და უვიც ქართველებს, მათი სახით დასავლეთთან მოსაუბრე ჰყოლოდათ. იცით თქვენ, რომ გამოგირჩებულ ზურაბას და ზოგადად ნაცების უმეტესობას, სულ შვეიცარიაში აქვთ დისერტაციები დაცული, ოღონდ რაში, აზრზე არ არიან?!
იცით თქვენ, რომ 2012 წლის არჩევნების წაგების შემდეგ, ვირთხა კანდელაკი ენას არ აჩუმებდა და საქართველოს სახელმწიფოსთვის საზიანოდ დაჭორაობდა, ხან ბრიუსელში,ხან სტრასბურგში და ა.შ ?!
... მაშინ ბიძინას ქება--დიდებით გართული მისი ამალა, ასეთ საკითხებს საერთოდ არ თვლიდა მნიშვნელოვნად და კიდევ, რამდენი ასეთი...
მოკლედ, თუ ვინმეს გიკვირთ რაც გარეთ ხდება,ეს იქნება გასაკვირი!

სააკაშვილის დროს, რომ პრივილეგირებული ხალხის შვილები დაფინანსებებით სწავლობდნენ ევროპაში, მაგ. კობახიძე, იმათ, ქვეყანა ჩააბარა ივანიშვლიმა... და ახლაც, მადლიერი კობახიძე ივანიშვილის გვერდითაა...ხოლო თავისი ფინანსებით რომ ამერიკაში ასწავლა თამარ ჩუგოშვილს, იმან ჰოპლაო და გადახტა...
მორალი: უმადურობა, ადამიანის ყველაზე ტიპიური და ყველაზე ნეგატიური თვისებაა. ამიტომ, ყველამ თავისით უნდა იშრომოს და მოიპოვოს რაც უნდა! მაშინ, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იქნება... და ვერც ვერავინ დასტვენს და რომც დასტვინოს,არც არავინ გაიქცევა სადმე!
4 წლის უკან
Serapina ბმული
4 წლის უკან
სოციალისტი სერაფინა, ჩუგოშვილს ცხვირის შელამაზების ოპერაცია ვინ დაუფინანსა?!
4 წლის უკან
tngh 17 წლის მანძილზე ერთნეთის მიყოლებით უცვლელად იყვნენ პარლამენტის თავჯდომარეები ქ-ნი ნინო ბურჯანაძე, ბ-ნი დავით ბაქრაძე და ბ-ნი დავით უსუფაშვილი. მიკვირს, მაშინ რატომ არ აქტიურობდნენ საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე გადასვაზე. მეტიც, ამ ცვლილებას ყველაზე აქტიურად თვით ბ-ნი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგებოდა...
4 წლის უკან
სოციალისტი მაგათ სამივეს შუბლზე ხარის ტაყავი აქვთ გადაკრული სამ-სამ ფენად! არ შერცხვებათ არაფრის!!! )))
4 წლის უკან