თეა წულუკიანი:

თეა წულუკიანი: "რკინის ნებისყოფიანი იუსტიციის მინის­ტრი"

განვაგრძობთ საქართველოს მთავრობის წევრების ასტრო­ლოგიური პარამეტრების გაა­ნალიზებას - ახალი მინის­ტრთა კაბინეტის წევრების ასტროლოგიური კოსმოგრა­მების მიხედვით ვისაუბ­რებთ მათ დადებით და უარ­ყოფით თვისებებზე, მოსა­ლოდნელ წარმატებასა თუ პრობლემებზე. დღეს შემოგ­თავაზებთ იუსტიციის მინის­ტრის, ქალბატონი თეა წუ­ლუკიანის ასტროლოგიურ პორტრეტს.

თეა წულუკიანი დაბადებუ­ლია 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტე­ტი, საგარეო საქმეთა დიპლომატიის აკადემია, სახელმწიფო მართვის სკოლა საფრანგეთში.

თეა წულუკიანის კოსმოგრამაში მზე მერწყულის ზოდიაქოს პირველ გრა­დუსშია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების მოყვარე პიროვნება იქ­ნება - ძნელად აიტანს თავის საქმეში სხვის ჩარევას და მითითებების მიცე­მას. იქნება რეფორმების მომხრე და ცვლილებებს შეიტანს იუსტიციის სამი­ნისტროს მუშაობაში. წულუკიანის კოსმოგრამაში არსებული მზე-პლუტო­ნის სასიკეთო კავშირი ძლიერ ნებისყოფაზე, ადამიანების მართვისა და მათ­ზე გავლენის მოპოვების უნარზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ მზე-პლუ­ტონის ნებისმიერი ასპექტი (კავშირი) ადამიანის რკინისებურ ნებისყოფაზე მიუთითებს. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყო­ფილი პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი" მარგარეტ ტეტჩერი, რომელსაც პი­რად ჰოროსკოპში მზისა და პლუტონის კვადრატი ჰქონდა.
თეა წულუკიანის კოსმოგრამაში მთვარე კუროს ზოდიაქოშია. ასეთი ასტრო­ლოგიური პარამეტრის მქონე ადამიანი ემოციურად თავშეკავებულია, რაც ურთიერთობების სწორად წარმართვაში ეხმარება.

იუსტიციის ახალი მინისტრის კოსმოგრამაში დადებითად არის განთავსებუ­ლი პლანეტა მარსიც, რომელიც ასტროლოგიაში ძალისა და ინიციატივის გა­მოვლენასა და ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს. თეა წულუკიანის პი­რად კოსმოგრამაში მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოშია, რაც იმაზე მიუთი­თებს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის დაცვა, ის ძა­ლისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა და დაც­ვისთვის. აღსანიშნავია, რომ მას სამართლიანობის დაცვის გზაზე სერიოზუ­ლი წინაღობები არ შეექმნება, პირიქით - ცვლილებები, რომლებსაც ის განა­ხორციელებს, ადამიანებს სამართლიანობის განცდას განუმტკიცებს.

თეა წულუკიანის კოსმოგრამაში გამარჯვების, საქმიანობისა და გავლენის გაფართოების პლანეტა იუპიტერს თევზების ზოდიაქოში საკმაოდ სასიკე­თო მდებარეობა უკავია. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი იოლად ავლენს თა­ვის ღირსებებს, ამასთანავე, ეს ასპექტი ადამიანების დაცვისა და მათზე მზრუნველობის უნარზეც მიანიშნებს, რაც ასე მნიშვნელოვანია იუსტიციის მინისტრისთვის.

საყურადღებოა "პრობლემებისა და წინაღობების" მმართველი პლანეტის - სა­ტურნის მდებარეობა. სატურნი თეა წულუკიანის კოსმოგრამაში კირჩხიბის ზოდიაქოშია, რაც დადებით განლაგებად არ მიიჩნევა. ასეთი ადამიანი ძალი­ან მგრძნობიარეა და ფაქიზი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ საკითხის მი­მართ, რომელიც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, წარმოშობასთან, მშობლებთან.

თეა წულუკიანის კოსმოგრამაში ე.წ. მთვარის ჩრდილოეთი კვანძი - მშვილ­დოსნის, სამხრეთი კვანძი კი ტყუპის ზოდიაქოშია. ეს მიანიშნებს, რომ იუს­ტიციის ახალი მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უცხოეთში მი­ღებული ცოდნა და გამოცდილება, აგრეთვე - კავშირები უცხოელ კოლეგებ­თან, რადგან თავისი მისიის შესასრულებლად ხშირად მოუწევს უცხოელებ­თან ურთიერთობა.

ქალბატონ თეას ყურადღების გამოჩენა მართებს 2012 წლის დეკემბერში, 2013 წლის მარტის ბოლოსა და აპრილში, აგრეთვე, 20-29 ივნისის შუალედ­ში, რადგან ამ პერიოდებში მოიმატებს კრიზისული ვითარების შექმნისა და შეცდომების დაშვების ალბათობა.

თეა წულუკიანისთვის შედარებით დადებითი იქნება 2012 წლის ნოემბერი, 2013 წლის თებერვალი და მაისი, ამ პერიოდებში მის საქმიან და პირად ცხოვ­რებაში მოიმატებს წარმატების ალბათობა.