სასამართლოზე ფოტო და ვიდეოგადაღება შესაძლებელი იქნება

სასამართლოზე ფოტო და ვიდეოგადაღება შესაძლებელი იქნება

"სასამართლო სხდომებზე შესაძლოა ფოტო და ვიდეოგადაღება ისევ დაუშვან. ამის შესახებ კანონში ცვლილების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. კანონპროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გუშინ შედგა. კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლე ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესისი აუდიოვიდეოჩაწერა. გარდა ამისა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტვიდეოგადაღების უფლება ასევე შეუზღუდავად შეეძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სასამართლოზე ფოტო და ვიდეოგადაღება შესაძლებელი იქნება.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია გარდა იმ შემთხვევებისა, რაზეც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე, სასამართლოს თანხმობით სასამართლოს სხდომის გადაღების უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორნაციის სხვა საშუალებებს..." -ნათქვამია კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ცვლილება "საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შევიდეს. პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები. შეხვედრას ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"თეა წულუკიანმა პრეზენტაციამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ცვლილებათა პაკეტი ეხება ინსტიტუციონალური რეფორმის პირველ ეტაპს და ცვლილებებისა და დამატებების შეტანა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კანონში იგეგმება. ესენია - "ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ";
"კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დაისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" და "კანონი იუსტიციის უმაღლესი სკოლუის შესახებ". "მინდა მთავრობის ინიციატივით შევიდეს ცვლილეBების პაკეტი პარლამენტში იმისთვის, რომ შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ რეალურად იუსტიციის უმაღლესი სკოლა რეალურად დაემსგავსოს სკოლას, რომლის სტუდენტებსაც შეეძლებათ მოსამართლედ ჩამოყალიბება. დღეს თუ სასამართლოები სავსეა მოსამართლეებით ვისაც დაუსჯელობის სინდრომი აქვთ. ეს იმის ბრალია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კუბლაშვილის მეთაურობით ვერ ახერხებს რეალურად ამ მოსამართლეთა სანქცირება, - განაცხადა წულუკიანმა, რომლის თქმითაც უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა ფორმირების ორგანო, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა ჰქვია, დაემსგავსოს რეალურ სკოლას და არ უნდა იყოს კონტროლირებადი უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის მიერ", - დასძენს გამოცემა.

"წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს არ ეთანხმება კოტე კუბლაშვილი. როგორვ მან ჟურნალისტებს განიცხადა, ძირითადად საკანონდებლო პაკეტი მისთვის მიუღებელია იმ ნაწილში, რომელიც იუსტიციის საბჭოს შეეხება - "ეს არის ნაბიჯი უკან სასამართლოს დამოიკიდებლობიდან. ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში. პარლამენტმა ეს ცვლილებები დაამტკიცა. ახლა ფაქტობრივად უკან არის დაბრუნებული ის ნორმები. ამ ცვლილებებს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა კუბლაშვილმა... წარმოდგენილია ცვლილებათა ორი პაკეტი. პირველი შეეხება იუსტიციის საბჭოს, ხოლო მეორე გულისხმობს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებების თანახმად. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესი იცვლება. სიაას ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი წარმოდგენილ წინადადებებს სრულად ეტანხმება - "ვფიქრობ, ეს ცვლილებები ძალიან პოზიტიურ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხელშეწყობაში", - ამბობს ჩუგოშვილი და დასძენს, რომ წვრილმანი შენიშვნების მიუხედავად, წარმოდგენილი პროექტი "ძალიან კარგია", - წერს სტატიის ავტორი.