პეტრე მამრაძე :

პეტრე მამრაძე : "ოჯახში მიშას მოუწოდებენ, დროზე გადადგეს... "

"მე ვიცი, ბაჩო ახალაია ბოღმიანი კაცია და საკუთარი ინტერესების გამო ბევრ რამეს გააკეთებს. რაც საზოგადოებამ იცის, იმაზე ბევრად მეტი დანაშაული გამოიკვეთება მისი მხრიდან. რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც თავისი ბუნებით ფსიქოპათი და პანიკიორია, მას გამოეცალა ძალოვანი საყრდენი, ვეღარ ძალადობს მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი და ადეიშვილი პოსტებზე აღარ არიან და სრულიად "დაშლილ" მდგომარეობაშია. როგორც ლიდერი, სრულიად დემორალიზებული და განადგურებულია, არავითარი რესურსი მას აღარ გააჩნია", - აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილი ვაჟი ედუარდი ივანიშვილის მიტინგებზე დადიოდა?!

"ნამდვილად ვიცი, რომ ნაციონალებში შემართება და მუხტი არის ნულის ტოლი. ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს, რა მძიმე მდგომარეობაში არიან. სააკაშვილი ცალ-ცალკე თუ მიიღებს ვინმეს, თორემ გუნდურად, როგორც ვიცი, არავის შეხვედრია. საქმე ის არის, რომ კი არ "დაიკიდა" და შეგნებული გადაწყვეტილება კი არ მიიღო, ეს არის მისი სულიერი და დეპრესიული მდგომარეობის შედეგი. მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობს, ეს ყოველთვის ასე იყო. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოში ამერიკელები მეუბნებოდნენ, - დღედაღამ მაგის გვერდით ვართ და არაფერი არ აინტერესებს იმის გარდა, "სიენენსა" და "ბიბისიზე" რას იტყვიან მის შესახებო, საერთოდ არ აინტერესებს რა ტერიტორიები დაიკარგა ან რამდენი აჯრისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ყველაფერი ფეხზე ჰკიდიაო..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე და შეკითხვას - "ამას წინათ "ალია" წყაროზე დაყრდნობით წერდა, სანდრა საქართველოდან გარბისო..." - პასუხობს:

"მე რაც ვიცი, არის ის, რომ ოჯახში მიშას მოუწოდებენ, დროულად გადადგეს. მომივიდა ხმები, რომ უფროსი ვაჟი ედუარდი ჯერ კიდევ არჩევნებამდე აუბნებოდა მიშას, მამი, ჯობს წახვიდეო, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყოლია. ეს ინფორმაცია არაერთი წყაროდან მაქვს... ედუარდი ძალიან შემეცოდა ადამიანურად. ახლა ვიტყვი, ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს - ედუარდი ბენდენათი და და შავი სათვალით იდგა ივანიშვილის ბოლო მიტინგზე. დაახლოებით 10 მეტრში ვიდექი მისგან და ახლოს მისვლა მომერიდა, რადგან აშკარად ინკოგნიტოდ ესწრებოდა. ეგ ამერიკულ სკოლაში სწავლობს წყნეთში და მისმა კლასელებმა დამიდასტურეს, რომ მართლა ის იყო, მათთან ერთად იდგა მიტინგზე. მადლობა ღმერთს, გადარჩა ეს ბიჭი და მამამისის მსგავსი არ გამოვიდა".