ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, მამა გიორგი სხილაძემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ის სინოდის ამჟამინდელ წევრს, მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილს “სოდომურ ცოდვაში” ადანაშაულებს.
ვინ არის აღნიშნული მღვდელმთავარი?
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზოსიმე წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი. ერისკაცობაში – შოთა გიორგის ძე შიოშვილი. დაიბადა: 1951 წლის 3 აგვისტოსს, ქ. თბილისში. ანგელოზის დღე: 21 ივნისი – ღირსი ზოსიმე ფინიკელის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 27. 06. 1976
მღვდლად კურთხევა: 12. 07. 1977
ბერად აღკვეცა: 10. 10. 1981
ეპისკოპოსად კურთხევა: 14. 10. 1983
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1996
მიტროპოლიტობა ებოძა: 26. 09. 2009
“მიტროპოლიტი ზოსიმე, ერისკაცობაში შოთა გიორგის ძე შიოშვილი, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. მისი წინაპრები წარმოშობით გარე კახეთის სოფელ ჯიმითიდან ყოფილან. ბავშვობა ჩვეულებრივ თბილისურ მრავალეროვნულ გარემოში გაატარა. ღვთისადმი სიყვარული ჩა¬უნერგა ღრმადმორწმუნე ბებია ბარბარემ, რომელსაც თავისი შვილიშვილი ხშირად დაჰყავდა წირვა-ლოცვებზე სიონისა და დიდუბის ეკლესიებში. მისი მშობლები სიყვარულით ზრდიდნენ სამ შვილს. იგი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იგონებს “ნათელი გონებით დაჯილდოებულ კეთილშობილ მამას”. ბავშობიდანვე უყვარდა წიგნების კითხვა. “წიგნი უნდა გამხდარიყო ჩემთვის ის ჩირაღდანი, რის მეშვეობითაც უნდა გამეგნო გზა ამ ცოდვით დაბნელებულ და არეულ ქვეყანაში”, -_ წერდა მოგვიანებით. “მეოთხე კლასში რაღაც უცხო და საკვირველი მოხდა ჩემში, – აღნიშნავდა მეუფე ზოსიმე, – ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე, რომელსაც მე თურმე აქამდე ვერც კი ვამჩნევდი, ნისლივით აიკრიფა ზევით და ცხადად შევიცანი ჩემი შესაძლებლობანი.” (71, 32).
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. იმხანად სემინარიის რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა, ნიჭიერ სემინარიელს. 1975 წლის 21 ივლისს, სემინარიის II კურსზე ყოფნის დროს, იგი აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1977 წლის 12 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს მღვდლად და უწოდეს სახელად ანტონი დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, პარალელურად ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის სასწავლო ინსპექტორის მოვალეობას. 1979 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. მისი თვისება ბავშვობიდანვე სიმარტოვისა და სიმყუდროვისაკენ მიდრეკილების შესახებ იყო ის მთავარი ნიშანი, რომელმაც განსაზღვრა მამა ანტონის სურვილი უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და აღკვეცილიყო ბერად. XX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში სასულიერო პირობა, ბერობა გმირობის ტოლფასი იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ უნდა დაგეთმინა როგორც ახლობლების, ისე საერთოდ საზოგადოების განკითხვა, ირონიული მზერა თუ ათასგვარი ცილისწამებანი. ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიისათვის სრულიად მიუღებული იყო ეკლესია, მორწმუნე ადამიანები, მითუმტეს ახალგაზრდები, ხელისუფლება ყველაზე მძაფრად ებრძოდა ბერ-მონაზვნებს. 1978 წლის 1 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე იგი მსახურობდა თბილისის მამა დავითის ეკლესიაში (მთაწმინდა). 1980 წლის 13 ოქტიმბერს მამა ანტონი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ზოსიმე” – ვკითხულობთ მის ბიოგრაფიაში.
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.