ბოლო დროს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებში თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილებამ საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. მორიგი წვეთი ისედაც სავსე ფიალაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის გარდაცვალება გახლდათ, რომელიც თამაშებზე იყო დამოკიდებული.
მედიასაშუალებები ინდივიდუალურად ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ესოდენ მომრავლებულ სათამაშო ინდუსტრიის რეკლამას. პირველმა არხმა უკვე უარი განაცხადა აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. ტელევიზია ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.
„მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხი ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს იმ შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.
ვთვლით, რომ აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველ არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას“, - აღნიშნულია „პირველი არხის“ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პირველმა არხმა აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი გადაწყვეტილება მიიღო.
„მესმის, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ახალგაზრდები ტელევიზორს პრაიმ-ტაიმში უყურებენ, აზარტული რეკლამის განთავსებაზე ამ დროს უარი უნდა თქვან. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი თქვა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მისაბაძი. უკვე ორი ტელევიზიაა, რომელთაც მაღალი სამოქალაქო პოზიცია უჭირავთ.
ამ დამოკიდებულებისგან ადამიანები უნდა დავიცვათ, აზარტული თამაშების აგრესიული რეკლამის შეზღუდვა უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, ბავშვებს გავაგებინოთ, რომ ფულის მოპოვების იოლი გზა არის გზა არსაით“, - განაცხადა ზოიძემ.
პირველი არხის გადაწვეტილებას მიესალმება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც.
„რამდენჯერმე მე თხოვნითაც მივმართე საზოგადოებრივ მაუწყებელს. ლოგიკურიც იყო, 62 მილიონი ბიუჯეტის პირობებში არ არის საჭირო სიკვდილის ინდუსტრიის რეკლამის გაკეთება. მაუწყებელი უფრო სხვა სტანდარტის დამამკვიდრებელია ამ ქვეყანაში. ძალიან გამიხარდა ეს გადაწყვეტილება. კარგია, თუ ამ მაგალითს მიჰყვებიან სხვა მედიასაშუალებებიც. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, რათა სიკვდილის ინდუსტრია შემცირდეს საქართველოში. ეს არის რეგულაციების მიმართულება, რეკლამის აკრძალვის მიმართულება და სხვა საკითხები“, - განაცხადა გოგიჩაიაშვილმა.
სამწუხაროა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესია. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ ცალკეული კომპანიების შესახებ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების უფლება მათ არ აქვთ. შესაბამისად, „საქსტატმა“ „ბიპიენს“ მხოლოდ ბრუნვის მიხედვით ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალი მიაწოდა და ეს სიაც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
ბრუნვის მიხედვით, 2018 წლის 10 უმსხვილეს კომპანიას შორის ხუთი აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111“ („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორი“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).
ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.
ასეთ ფონზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს.
„ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომლის მთავარი მიზანი იქნება, გამოწვევას ვუპასუხოთ. როდესაც საზოგადოება აზარტულ თამაშებში ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ საზოგადოების გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და არა მხოლოდ ცალსახად ბიზნესზე ვიყოთ ორიენტირებულნი. დარწმუნებული ვარ, კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს“, - აღნიშნა კაკულიამ.
ერთი შველის ამ ყველაფერს, ერთი... ვარგისიანი სასკოლო განათლება!!! სულ ეს არის!
ქართველ ბავშვს, თუ შეძლებული (და ვინ რა შეიძლო,ეს კიდევ საკითხავია) მშობელი არ ჰყავს, განწირულია!
ქუჩის, ნარკოტიკისა და სამორინეს მეტი არჩევანი, მას არ გააჩნია. ნუ ახლა, მონებივით და ვირებივით რომ ამუშავებენ, მაგათ მე-"პატრონებზე" აქ არაფერს ვამბობ...ჩვენი გათავადაზნაურებული, ყველაფრის მკადრებელი, მოდელირებული ელიტა...
იმ ვიღაც გამოგირჩებულს (ხვიჩიაა მგონი გვარად) რომ აზრს ეკითხებიან, ჯერ ეს ერთი ტრაგედიაა... რა მნიშვნელობა აქვს, გეოგრაფიულად სად იქნება სამორინეო. კი,კი აქვს მნიშვნელობა და გერმანიაში მაგალითად კანონი პირდაპირ არეგულირებს, რამდენი კილომეტრისს მოშორებით უნდა იყოს მაგალითად სკოლებიდან ტოტალიზატორის, კაზინოს და მსგავსი სახის შენობები.
მაგრამ საქართველოში ახლა ყველა გამოგირჩებული ექპერტია და ყველა ტელევიზორის ეკრანზე გამოვარდნილი ქალი თუ კაცი ჟურნალისტი და...
პროკურორად ივარგა! მენეჯერობა და ფულის შოვნა რომ იცის, სადისკუსიო არ არის.
ქვეყნის მართვას სხვა ცოდნა უნდა!!!... და ღმერთო, გააგებიო იქნება იმ კაცს რამე! ...იმათაც, კედლებზე რომ გააკრეს და ხატი ჰგონიათ... იმათაც რომ გააგებიებდე ღმერთო რამეს, არ აწყენდათ.
...და ყველაზე მთავარი. ბავშვს ძალიან ფაქიზი ფსიქოლოგია აქვს... მისი დაზიანებით მონსტრის მიღება შეიძლება. არადა საქართველოში ოჯახიც სკოლაც,საზოგადოებაც, მედიაც... ყველა ამ ბავშვებზე ძალადობს,(სხვადასხვა ფორმით,ძალით თუ უნებლიეთ) და სადღაც " სხვა სამყაროში" მოუნდათ ამ მოზარდ-ახლაგაზრდებს ცხოვრება... შორს რეალობისაგან.
...და რეალობაში მათ, მხოლოდ ხელშესახები მიზნები და ამ მიზნების განხორცორციელებაში ხელშემწყობი ინსტიტუტები თუ დააბრუნებენ. სხვა არაფერი!
შემდეგ ეგ ,,ზავიდენიები" უნდა გადავიდნენ ქალაქგარეთ, განსაკუთრებით ბავშვებისაგან და საზოგადოების თავშეყრის ადგილებიდან შორს.
მაგალითად: რუსთავი-თბილისის მონაკვეთში მშვენიერი ადგილების მოძიება შეიძლება... და ა.შ.