„ჯაბა კრედიტისგან“ დაზარალებულები პროკურატურისგან რეაგირებას ელიან

„ჯაბა კრედიტისგან“ დაზარალებულები პროკურატურისგან რეაგირებას ელიან

„ოქროს თასისა“ და „აჩის“ ქვეყანაში, წესით, არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა საკრედიტო კომპანიებისგან ადამიანების მოტყუება, მაგრამ დღემდე თუ გრძელდებოდა ეს მავნე პრაქტიკა და კრედიტორები კვლავ ხდებოდნენ ასეთი მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლნი, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო.

შპს „ჯაბა კრედიტის“-გან დაზარალებულები მათი დარღვეული საკუთრების უფლებების აღსადგენად პროკურატურას მიმართავენ და მიტაცებული თანხების დაბრუნებას ელიან. საუბარია თაღლითურ სქემაში მონაწილე პირებზე, მათ შორის, შპს „ჯაბა კრედიტის“ დირექტორ ზანდა გოგოლაძესა და მის მეუღლე ბაქარ ბოლოთაშვილზე, რომელიც ამჟამად გაქცეულია საზღვარგარეთ და, სავარაუდოდ, დიდძალი ფული აქვს გატანილი.

შპს „ჯაბა კრედიტის“ ისტორია წლების წინ დაიწყო. თავდაპირველად ზანდა გოგოლაძემ ინდმეწარმის იურიდიული ფორმით დაიწყო კომპანია „ჯაბა კრედიტის“ ოპერირება. „ჯაბა კრედიტი“ გვევლინებოდა ხან ლომბარდად, ხან ვალუტის გადამცვლელ კომპანიად, 2015 წელს კი „ჯაბა კრედიტი“ შპს „ჯაბა კრედიტად“ გადაკეთდა. ზანდა გოგოლაძისა და ბაქარ ბოლოთაშვილის არასრულწლოვანი შვილის სახელია ჯაბა და სწორედ მასზეა დღეს გაფორმებული მთელი ქონება.

For.ge ააიპ ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციის დირექტორ ზვიად გოგიაშვილს ესაუბრა:

რა დროიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობაჯაბა კრედიტთანდა ხომ არ განმეორდა ის თაღლითური სქემა, რასაც 90-იან წლებში საფუძველიაჩიმდაოქროს თასმაჩაუყარეს?

– პირადად ჩემი ურთიერთობა „ჯაბა კრედიტთან“ 2015 წელს დაიწყო. ამ კომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ კი ცნობილი გახდა შარშან სექტემბერში, როდესაც მათ ვადაგასული თამასუქი ვერ დააბრუნეს. ხალხი მოითხოვდა საკუთარი თანხების მიღებას ამ კომპანიისგან, მაგრამ ზოგს ეუბნებოდნენ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, ზოგს მოგვიანებით იბარებდნენ. აღმოჩნდა, სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონიათ. მიმდინარე წელს კი სრულიად შეწყდა არა მხოლოდ ძირითადი თანხების, არამედ საპროცენტო სარგებლის გაცემაც, რომელსაც ნაწილობრივ მაინც ფარავდნენ თუნდაც შარშან სექტემბრიდან მოყოლებული. გარდა ამისა, იმ პერიოდში, როდესაც თურმე ფინანსური პრობლემები ჰქონიათ, მოტყუებით და თაღლითობით კიდევ შეატანინეს ხალხს თანხები.

თქვენ პროკურატურაში შეტანილი გაქვთ განცხადება. რა ეტაპზეა გამოძიება?

– მიმდინარე წლის 2 აპრილს პროკურატურაში შევიტანეთ 147 კაცის მიერ ხელმოწერილი განცხადება. ამის შემდეგ შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომელშიც 178 წევრია გაერთიანებული. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ დაზარალებულია 388 პირი, აქედან გამოძიებასთან თანამშრომლობს 350, დანარჩენებმა კი უარი თქვეს თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ სქემაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, მათ შორის, შპს „ჯაბა კრედიტის“ დირექტორი ზანდა გოგოლაძე, მისი ქმარი ბაქარ ბოლოთაშვილი, რომელიც დღეს გაქცეულია და, სავარაუდოდ, დიდძალი თანხა აქვს გატანილი. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნება გამოძიება. აგრეთვე ის თანამშრომლები, ვინც მოტყუებით სძალავდა და ამატებინებდა თანხებს კრედიტორებს არსებულ თამასუქებზე ან ითანხმებდა თამასუქის ვადის გაგრძელებაზე, რათა კრედიტორის კუთვნილი თანხის მისთვის დაბრუნების ვალდებულება არ გასჩენოდა კომპანიას.

რით ახსნით, რომ შედეგს ვერ დებს გამოძიება? იმით ხომ არა, რომ ბაქარ ბოლოთაშვილი გაქცეულია?

– 30 ოქტომბერს გავმართეთ აქცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან, სადაც მოვითხოვდით შეხვედრას ხელმძღვანელ პირებთან, რათა გაგვერკვია, დღემდე რატომ ჭიანურდება გამოძიების დასრულება და რატომ არ გვენიჭება დაზარალებულის სტატუსი. ფაქტი სახეზეა – ჩვენი თანხები გაქრა და ვერ ვიბრუნებთ მას. გამოძიებისგან განმარტება მივიღეთ, რომ გამოძიება დასრულებულია, რომ ბოლო ეტაპი იყო რევიზია, რომელსაც უნდა შეეფასებინა ნებისმიერი ფინანსური ბრუნვა, რაც კი ხდებოდა წლების განმავლობაში „ჯაბა კრედიტში“ და უნდა დაედგინათ ზუსტი ზარალის ოდენობა. გამოძიების განმარტებით, ეს მასალები საბოლოო სახით გამოძიებამ უკვე გადასცა პროკურატურას და პროკურატურა მომავალი კვირის ორშაბათიდან დაიწყებს მათ დეტალურ განხილვას და ამის შემდეგ დადებს საბოლოო საბრალდებო დასკვნას, რითაც წაეყენება ბრალი ზანდა გოგოლაძესა და მასთან დაკავშირებულ ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობდა ამ თაღლითური სქემის განხორციელებაში და ამის პარალელურად, მათი განმარტებით, ჩვენც დაზარალებულებად ვიქნებით ცნობილნი.

საქმის გაჭიანურება და ბაქარ ბოლოთაშვილისგაქრობახომ არ გაფიქრებინებთ, რომ ვინმე მფარველობს ამ ადამიანებს?

– ეს ეჭვი დიდი ხანია გამოვთქვით. ბაქარ ბოლოთაშვილს რომ არ ჰყოლოდა სერიოზული მფარველი ძალა, გამორიცხულია, რომ მას გადაელახა საზღვარი ასე მარტივად, მით უფრო, თუკი მან შეძლო დიდი ოდენობით თანხის გატანა.

მისი ადგილსამყოფელიც ხომ არ იცით?

– ის გადავიდა თურქეთში. საზღვარზე ოფიციალურად გავიდა, თითქოსდა ბიზნეს მოლაპარაკების წარმოების მიზნით თურქ პარტნიორებთან.

სანამ ბაქარ ბოლოთაშვილი თურქეთში გადავიდოდა, შეტანილი გქონდათ სარჩელიჯაბა კრედიტისწინააღმდეგ?

– ამ დეტალს ვერ ვარკვევთ, კონკრეტულად რა თარიღში დატოვა მან ქვეყანა, მაგრამ შესაბამის ორგანოებს, ცხადია, ეს ინფორმაცია გააჩნიათ, როდის გადალახა მან საზღვარი. ჩვენ ვიცით, რომ თებერვალში ბოლოთაშვილი აქ იმყოფებოდა, ხოლო თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მან საზღვარი გადაკვეთა. სხვათა შორის, გამოძიება ოფიციალურად ზუსტად ერთი თვით ადრე, 2019 წლის 2 მარტს დაიწყო, ვიდრე ჩვენ პროკურატურაში შევიტანდით განცხადებას. შესაძლოა, მან შეიტყო კიდეც, რომ გამოძიება იწყებოდა მის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ვიღაცამ მას ინფორმაცია მიაწოდა.

თქვენამდე გამოძიების დაწყებაჯაბა კრედიტისწინააღმდეგ ვინ მოითხოვა?

– 2018 წლის 7 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის მიერ იყო „ჯაბა კრედიტის“ ანგარიშებზე დადებული ინკასო. როგორც ჩანს, „ჯაბა კრედიტს“ სახელმწიფოს წინაშე გადასახდელი დიდი რაოდენობით ვალი დაუგროვდა. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება როგორც საგადასახადო ინსპექცია, ასევე, საგამოძიებო სამსახური. ისინი ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიან. თუკი საგადასახადო ინსპეციამ დარღვევა აღმოაჩინა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ცხადია, საგადასახადო ინსპექცია ამ ინფორმაციას მიაწვდიდა საგამოძიებო სამსახურს. ბაქარ ბოლოთაშვილი სხვა საქმეშიც ფიგურირებდა, ის გასამართლებული და მსჯავრდებულია (აღკვეთის ღონისძიების სახით მიესაჯა პირობითი მსჯავრი), მაგრამ ვინაიდან დაარღვია პირობითი მსჯავრის რეჟიმი, როგორც საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობისგან შევიტყეთ, მას ამჟამად შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით და, ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე უნდა გამოცხადდეს ძებნა საერთაშორისო ცირკულარით. თუკი ბაქარ ბოლოთაშვილს დამატებით წაეყენება ბრალი „ჯაბა კრედიტის“ დაზარალებულთა საქმეში, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება მისი ექსტრადირებისთვის.

თავდაპირველად რის გამო იყო გასამართლებული ბაქარ ბოლოთაშვილი?

– საქმე ეხებოდა 2017 წელს დიდი ოდენობის ოქროს უკანონოდ, არადეკლარირებულად შემოტანას. იგი 10 კილო ოქროს შემოტანისას დაიჭირეს საზღვარზე.

 „ჯაბა კრედიტისგამო დაზარალებულთა ფინანსური ზარალი რამდენს შეადგენს?

– გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 17 მილიონ ლარზე, თუმცა ჩვენი დამოუკიდებელი ინფორმაციით, გაცილებით მეტი თანხაა მითვისებული. საუბარია ათობით მილიონ ლარზე, რომელშიც „შავი ფულის“ წილიც საკმარისად ბევრია. „ჯაბა კრედიტში“ ოფიციალურად ყველაფერი არ ფორმდებოდა. იქ შესაძლოა, თანხა შედიოდა, მაგრამ თანხები არ იყო არსად ასახული.

„ჯაბა კრედიტს“ ყოველთვის ჰყავდა ე.წ. „ფინანსური ზურგი“ და ეს იყო „თიბისი ბანკი“. ამ ბანკთან მას სერიოზული საკრედიტო ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული და დღესაც „ჯაბა კრედიტის“ მთელ ქონებაზე ვრცელდება „თიბისი ბანკის“ გირავნობა/ლიზინგის უფლება, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და თქვენც შეგიძლიათ შესაბამის ამონაწერში ნახოთ.

შეიძლება, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი საქმე აღიძრას?

– ჩვენი მოთხოვნა საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიმართ იყო, რომ გამოძიებას უფრო სიღრმისეულად შეესწავლა „თიბისი ბანკსა“ და „ჯაბა კრედიტს“ შორის კავშირები, მაგრამ რატომღაც ამ მხრივ დიდად არ არიან დაიტერესებულნი.

როგორც ჩანს, თავდაპირველადჯაბა კრედიტსკარგი რეპუტაცია ჰქონდა. რის გამო ენდეთ ამ შპს-?

– რა თქმა უნდა! 2017 წელს „ტვ პირველზე“ შპს „ჯაბა კრედიტს“ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა გიორგი ისაკაძემ, რომელიც მაშინ „ტვ პირველზე“ მოღვაწეობდა და ზუსტად ამ რეკლამების ხარჯზე მოიპოვა დიდი ნდობა ამ კომპანიამ მოსახლეობაში და მკვეთრად გაზარდა თავისი აქტივები.

ამ კომპანიის საპროცენტო სარგებელი მიმზიდველი იყო?

– თავდაპირველად სამ ვალუტაში იღებდნენ თამასუქებს - ლარი, დოლარი, ევრო. განსხვავებული იყო საპროცენტო სარგებელი, მაგრამ ზღვრული სარგებელი ლარში 20%-მდეც ადიოდა, ზოგ შემთხვევაში, სტანდარტულად კი 17% იყო; დოლარში იყო 12-14% და ევროში 9-11%. კომპანია „საქართველოს“ 30-33%-იც კი ჰქონდა სარგებელი, მაგრამ ეს იყო არარეალური. კომპანია „საქართველოსგან“ განსხვავებით, „ჯაბა კრედიტს“ ჰქონდა ბიზნესი ანუ ვალუტის გადაცვლის სერვისი, ოქროს ლომბარდი, ავტო ლომბარდი, ბიზნეს სესხები. შესაბამისად, ჩვენგან მიღებულ ფულს ამ ბიზნესში ატრიალებდნენ, მაგრამ 2017 წელს ბაქარ ბოლოთაშვილი დაიჭირეს საზღვარზე, რის გამოც მას დაახლოებით 1 მილიონი ლარის გადახდა მოუწია, რათა თავი დაეხსნა და ციხეში არ წასულიყო. თავის დახსნა ბაქარ ბოლოთაშვილმა სწორედ ჩვენი ფულის ხარჯზე მოახერხა!

მიმდინარე ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, თუ რა ხდებოდა შპს „ჯაბა კრედიტში“. მოვითხოვთ, პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად წაუყენოს ბრალი ამ ადამიანებს, გვცნოს დაზარალებულად, რის შემდეგაც წვდომა გვექნება გამოძიების მასალებზე, რასაც გამოვიყენებთ სამოქალაქო დავაში. ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა გამოძიების შედეგებს ემყარება.

tngh ვის სთხოვენ დახმარებას თავის სიხარბის გამო??? მთავრობა რა შუაშია??? მთავრობამ გააგზავნა იქ, თავისი ფულის "გასაპროცენტებლად???
4 წლის უკან
tngh ვის სთხოვენ დახმარებას თავის სიხარბის გამო??? მთავრობა რა შუაშია??? მთავრობამ გააგზავნა იქ, თავისი ფულის "გასაპროცენტებლად???
4 წლის უკან
tngh ვის სთხოვენ დახმარებას თავის სიხარბის გამო??? მთავრობა რა შუაშია??? მთავრობამ გააგზავნა იქ, თავისი ფულის "გასაპროცენტებლად???
4 წლის უკან