კახა თარგამაძე:

კახა თარგამაძე: "სააკაშვილს საკანში მოვინახულებ!"

ცოტა ხნის წინ პარლამენ­ტარმა აკაკი (აკო) მინაშვილ­მა, პარლამენტის ტრიბუნი­დან განაცხადა, არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კახა თარგამაძე აპირებს დაბ­რუნებას და ცხოვრებასო... "ყველა სიახლე" დაუკავშირ­და მოსკოვში მცხოვრებ ყო­ფილ შინაგან საქმეთა მი­ნისტრ კახა თარგამაძეს, რო­მელიც მრავალ საინტერესო და სკანდალურ ფაქტზე გვე­საუბრა:

- ბატონო კახა, ცოტა ხნის წინ პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კახა თარგამაძემ უნდა იცხოვ­როსო.
- აკო მინაშვილს გადაეცით, დროზე გაიქცეს საქართვე­ლოდან! მინაშვილს ათასი სიბინძურე და დანაშაული აქვს ჩადენილი, ისევე როგორც მის ნაციონალ სიდედრს. შეიძლება აკო სიდედროვიჩ მინაშვილს კა­ხა თარგამაძემ პასუხი გასცეს? ვინ არის აკო მინაშვილი, რა გაუკეთებია ქვეყ­ნისთვის, ბოროტების გარდა? კახა თარგამაძე ხელისუფლებაში და შს მინის­ტრის პოსტზე ქუჩიდან არ მოსულა. სწორედ ჩემი მინისტრობისას შეძლო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა კრიმინალური ბან­დებისა და მაფიოზური დაჯგუფებების ალაგმვა საქართველოში. ასე რომ, გა­მასწროს სიდედრის კარაქიანი პურით გასუქებულმა აკო მინაშვილმა მანდედან, თორემ თავბედს ვაწყევლინებ...

- ბატონო კახა, გავრცელებული ინფორმაციით, 2001 წელს, თქვენი მი­ნისტრობისას, ირაკლი ოქრუაშვილმა, გიორგი არველაძემ და პეტრე ცისკარიშვილმა შუაღამისას პატიმარი გამოიყვანეს საკნიდან და სას­ტიკად სცემეს. ამ პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. რატომ დააფარეთ ხელი დამნაშავეებს?
- დიახ, მათ პატიმარს სასტიკად სცემეს და აიძულებდნენ, შეეცვალა ჩვენე­ბა. ის პატიმარი ცისკარიშვილის გატაცების ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ საქ­მეს მე კი არა, მიხეილ სააკაშვილი აფარებდა ხელს. მე ანგარიში გავუწიე იმას, რომ შეიძლებოდა ქვეყანაში დაღვრილიყო სისხლი და ამას მოვერიდე. მიხეილ სააკაშვილისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს რომ არ დაეჭი­რა მხარი, მას არაფერს დავუთმობდი. მქონდა და მაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მოღალატური გეგმების და სქემების შესახებ, შემეძლო ეს ყველაფერი ხმამაღლა მეთქვა ჩემი გადად­გომის დღეს, მაგრამ შევარდნაძემ ამიკრძალა ამ თემაზე საუბარი. ორი წლის წინ კი თვითონვე განაცხადა, კახა თარგამაძე შს მინისტრის თანამდებობი­დან რომ არ გადამდგარიყო, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოვიდოდა ხელი­სუფლებაში, თარგამაძეს წინააღმდეგობა რომ გაეწია, ფიზიკურად გაანადგუ­რებდნენო. მიხეილ სააკაშვილი კი ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრია­ლების გზით მოვიდა. 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" იყო სახელმწიფო გადატრიალება შევარდნაძის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელ პირთა მონა­წილეობით.

- ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ?
- ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესს ვაკვირდებოდი, არ მქონდა იმედი, რომ რომელიმე ოპოზიციური ძა­ლა მიხეილ სააკაშვილს მოერეოდა და ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძეს ვე­უბნებოდი კიდეც. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, ვთქვი, მოვიდა სააკაშვილის აღსასრული-მეთქი. ბატონ ბიძინას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც საქარ­თველოს და ქართველ ხალხს წაადგება და ჩემს მონატრებულ ქვეყანას ფეხ­ზე დააყენებს. არჩევნებში "ქართული ოცნების" წარმატება კი ქართველი ხალხის თანადგომამ და ბიძინა ივანიშვილის სახელმა განაპირობა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ამერიკამ კარგად დაინახა 29 სექტემბერს ქუჩა­ში გამოსული 500 ათასი კაცი, და ზესახელმწიფო იძულებული შეიქნა, ეს რე­ალობა გაეთვალისწინებინა. ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, ქართვე­ლებში ღირსებამ გაიღვიძა და დესპოტი, ჯალათი და მოძალადე ხელისუფ­ლება არჩევნების გზით შეცვალა.

- რა დამსახურებისთვის მიანიჭეთ თავის დროზე გენერლის წოდება თამაზ თამაზაშვილს, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება არჩევნებამ­დე კრიმინალად, ნარკობარონად და "კანონიერ ქურდებთან" დაახლო­ებულ პირად მოიხსენიებდა?
- თამაზ თამაზაშვილი მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათის გამო დავნიშნე კა­ხეთის მხარის პოლიციის უფროსად. მან შეძლო კახეთი კრიმინალებისგან გაეწმინდა და დამსახურებულად მიიღო გენერლის წოდება. სააკაშვილი და ნაციონალები მას სიძის, ირაკლი ღარიბაშვილის გამო გადაემტერნენ, თანაც, თამაზაშვილმა იცოდა, როგორ ყიდდა ნარკოტიკებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო თამაზაშვილის დაპატიმრე­ბის.

- როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რას ურჩევდით ახალ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს?
- პირველ რიგში, ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ! შემიძლია ამ ახალ­გაზრდა კაცს ვურჩიო, რომ არ აჰყვეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პროვოკაციებს. ვიცი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველა იმ პროფესიონალს გა­მოიყენებს, რომლებიც მუშაობდნენ შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფ­ლებაშიც. პირველ რიგში, მან უნდა გააძლიეროს ოპერატიული სამსახური, შე­მოიკრიბოს ერთგული და პროფესიონალი კადრები და ერთიანი ძალით ამო­ძირკვონ საქართველოში ნაციონალური რეჟიმი.

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შს მინის­ტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე კრიმინალია და ნარკოტრაფინგში არის შემჩნეული...
- კრიმინალები და ნარკომანები თვითონ ეგენი არიან. სააკაშვილს პოლიტიკა­ში გამოჩენის პირველივე დღიდან ვებრძოდი, ვიცოდი, ეს კაცი იმიტომ იყო მოსული პოლიტიკაში, რომ გაენადგურებინა საქართველო, გაესხვისებინა ტერიტორიები და ქართველები მორალურად გაეტეხა. ჩვენი ბრალია, რომ მას მივეცით საშუალება, თავისი გეგმის ლამის 90 პროცენტი შეესრულები­ნა...

- ეს სერიოზული ბრალდებაა...
- რომელ ბრალდებაზე მელაპარაკებით? სააკაშვილი რომ ამბობს, ადრე გაცი­ლებით უარესი კრიმინოგენური მდგომარეობა იყოო, ბლეფია. გადავხედოთ სტატისტიკას და ვნახოთ, რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ 2003 წლამდე და როგორია მას შემდეგ: მკვლელობებისა და მძიმე დანაშაულის რიცხვი გაზ­რდილია მკვეთრად: პატიმრების რაოდენობა იმხანად იყო 6 ათასი, ახლა არის 4-ჯერ მეტი. წლების წინ პატიმრების რიცხვმა 6 300-ს რომ მიაღწია, შე­ვარდნაძეს ამნისტია გამოვაცხადებინეთ. კომუნისტების მმართველობის პე­რიოდში, როცა საქართველოში 5,5 მილიონი კაცი ცხოვრობდა, ამის მესამედი პატიმარიც კი არ გვყავდა. მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული სტატისტიკა ისეთივე ბლეფია, როგორც თვითონ მიშაა ბლეფი. 100 ათას კაცზე პატიმრე­ბის რაოდენობით ევროპაში ყველა ქვეყანას გავუსწარით და ასეთი კაცი დე­მოკრატიაზე ლაპარაკობს და ალეკო ტაბატაძეს, უწესიერეს კაცს ლანძღავს? სააკაშვილის გუნდი იმიტომ დაუპირისპირდა ტაბატაძეს, რომ არ სურთ, შსს-ში პროფესიონალები მოხვდნენ. ცოტა ხნის წინ ოპერატიული მუშაკები ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აპატიმრებდნენ. დღეს კი ამას ვერავინ გაბედავს. ადამიანს რომ დაიჭერ, უნდა დაუმტკიცო დანაშაუ­ლი, დანაშაულის დამტკიცებას კი პროფესიონალები სჭირდება. მიხეილ საა­კაშვილმა შსს-ს სახით შექმნა გესტაპო, რომელიც ქართველი ერის წინააღ­მდეგ იბრძოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 300 ათასი მამაკაცი გა­ატარა ციხეში 9 წლის განმავლობაში. ამის დოკუმენტი მაქვს. ეს არის საქარ­თველოს მამაკაცთა 42 პროცენტი. იცით, ეს რას ნიშნავს? - ამით ქართული გენოფონდი გაანადგურეს. არსებობდა გეგმა, რის მიხედვითაც ქართული გე­ნოფონდი უნდა განადგურებულიყო და საქართველოში უნდა ეცხოვრა 700 ათას კაცს. ჩამოსახლებული უცხოტომელები კი, ცხადია, მიხეილ სააკაშ­ვილს მისცემდნენ ხმას. 2000 წელს ვიცოდი ეს ყველაფერი და ისიც, რომ ეს გეგმა მიხეილ სააკაშვილს უნდა განეხორციელებინა. ეს ყველაფერი დოკუ­მენტურად, ქაღალდზე მაქვს ნანახი. მე მოვახერხე და მოვიპოვე ეს დოკუ­მენტი...

- ქართული გენოფონდის განადგურების გეგმის შესახებ ინფორმაცია თქვენ გარდა კიდევ თუ ჰქონდა ვინმეს?
- დიახ, ეს დოკუმენტი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აქვს. მიხეილ სააკაშვილმა თავის ბანდიტურ ჯგუფთან ერთად პასუხი უნდა აგოს ქარ­თველი ხალხის გენოციდისთვის და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.

- ბატონო კახა, ნაციონალები ამბობენ, რომ იმხანად, როცა თქვენ შს მი­ნისტრი იყავით, ადამიანები ფანჯრებიდან ცვიოდნენ...
- ამას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი დაქირავებულ ჟურნალისტებთან ერ­თად, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ჩემი საწინააღმდეგო სტატიების გამოქვეყნე­ბაში წლების განმავლობაში ოფიციალურად უხდიდა ხელფასს... ასეთი რამ მოხდა შოთა კვირაიას მინისტრობისას - ფანჯრიდან გადახტა პატიმარი. ჩე­მი მინისტრობისას კი ქალაქის სამმართველოს ფანჯრიდან გადახტა ადამია­ნი გაქცევის მიზნით. ამის გამო რამდენიმე პოლიციელი მივეცი პასუხისგება­ში. ეს იყო და ეს. თქვას მიშამ, თუ რამე იცის ამ "ჩამოცვენილ" ხალხზე. გვა­რებს რატომ არ ასახელებს? როგორ ფიქრობთ, ფაქტები რომ ჰქონოდა, არ გა­მოიყენებდა? მიშა მკვლელ პოლიციელებს აწინაურებდა, კახა თარგამაძე კი პოლიციელებს დაუდევრობის გამო აპატიმრებდა...

- მერაბ ჟორდანიამ საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" წილის დაბრუნების სურვილი გამოთქვა და ისიც აღნიშნა, რომ მას კუთვნი­ლი ქონება უკანონოდ წაართვით...
- მერაბ ჟორდანია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დღეს კიევში შემხვდა. ისე გაუხარდა, ლამის ხელები დამიკოცნა და ასეთი რამ თუ აწუხებდა, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა ეთქვა? მერაბ ჟორდანია ორჯერ ჰყავდა დაკავებული სააკაშვილს და ორჯერვე ფული წაართვა, გვარი­ანად გაფცქვნა. ჟორდანიამ ის წართმეული მილიონები მოსთხოვოს მიშას, იმას ნუკი ითხოვს, რაც არასდროს ყოფილა მისი. მაგას, იცით, რა დაემართე­ბა? ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხ­არაო! ორჯერ ხომ დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა, ახლა იმდენს იზამს ბატონი მერაბი, მესამედაც დააჭერინებს თავს, ოღონდ ახლა ახალ ხელისუფლებას. რაც შეეხება "დინამოს", ყველა დოკუმენტი აქვს ჩემს ერთ-ერთ მოადგილეს და დარწმუნებული ვარ, თქვენს გაზეთს მიაწვდის.

- თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ, რამ გაიძულათ ამ ნაბიჯის გადად­გმა?
- ეს მაიძულა ჩემმა სინდისმა. მიხეილ სააკაშვილი შიშობდა, რომ მე მექნებო­და პოლიტიკაში ჩართვის პრეტენზია. წამომიყენეს ასეთი მოთხოვნა: თუ არ გექნება საქართველოს მოქალაქეობა, მიშა დარწმუნდება, რომ კონტრრევო­ლუციას არ მოაწყობ და პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩნდებიო. წინააღ­მდეგ შემთხვევაში, ყველა ჩემს მოადგილეს და დაახლოებულ პირს დაიჭერ­დნენ. მართლაც დაიწყეს ჩემი ახლო ნათესავების, სამეგობრო წრის და ჩემი მოადგილეების დევნა. საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ დავთმე, რომ მე­გობრები, ნათესავები და ჩემი მოადგილეები მიხეილ სააკაშვილის ტერორის­გან გადამერჩინა. 2013 წლის 5 იანვრის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის ბუნდღა არ იქნება პრეზიდენტის პოსტზე, ჩამოვალ და ჩემს მონატრებულ ქართველებს ჩავეხუტები. ჩემი ქვეყნისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ ვებრძოდი სააკაშვილს და მის ბანდიტურ დაჯგუფებას. მე აუცილებლად დავიბრუნებ საქართველოს მოქალაქეობას, პრეტენზია არა მაქვს რაიმე თანამდებობაზე, აღარც ასაკი მიწყობს ხელს. მიხეილ სააკაშვილ­მა 46 წლისა გამიშვა პენსიაზე და ახლა 57 წლის ვარ!

- არ გაქვთ სურვილი, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეთ?
- როცა მე საქართველოში ჩამოვალ, მიხეილ სააკაშვილი უკვე აღარ იქნება პრეზიდენტი და ვიცი, სადაც შევხვდები (იცინის).

- სად შეხვდებით?
- მიხეილ საკაშვილი ავტორია იმ რეჟიმისა, რომელიც მძინვარებდა საქართვე­ლოში და რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი, დატანჯული და დაჩაჩა­ნაკებული, გაჭირვებისგან გმინავდა. მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა ჩაჯ­დეს. მე სააკაშვილს საკანში მოვინახულებ!