ბადრი ბიწაძის სასამართლო პროცესზე დღეს, სავარაუდოდ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაიკითხება .
ამის შესახებ ბადრი ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები - გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე, შალვა ოგბაიძე და "სახალხო კრების" სხვა წარმომადგენლები.
ბიწაძეს ბრალად ედება 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ჯგუფის ორგანიზატორობა.
მას აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრება აქვს შეფარდებული და ძებნაა გამოცხადებული.