ხიდაშელი:  კარასინის მოთხოვნით ივანიშვილმა შეძლო და შეაფერხა ამერიკელების შავ ზღვაში ყოფნა

ხიდაშელი:  კარასინის მოთხოვნით ივანიშვილმა შეძლო და შეაფერხა ამერიკელების შავ ზღვაში ყოფნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსის შეფასებისას აღნიშნავს, შვი ზღვა არ არის მხოლოდ ანაკლია, პირველ რიგში ის შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაა.

"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?" -

ჩემთვის არ უკითხვას ეს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა გავიხსენოთ ფაქტები.

‼️შავი ზღვა არ არის მხოლოდ ანაკლია, პირველ რიგში ეს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც ყველაზე რეალური და ხელჩასაჭიდი თემაა ჩვენი ქვეყნისთვის რომ აღმოჩნდეს საერთაშორისო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, რუსეთისგან დაცული.

პოსტი გრძელია მაგრამ ერთგვარი ქრონოლოგიაა იმის რომ "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე" - მხოლოდ ერთ ოთახში ორ ადამიანის შორის შემდგარი საუბარი არ არის, არამედ ივანიშვილის პოლიტიკის ნაწილი იყო.

‼️აფხაზეთის და ყირიმის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვანი დისბალანსი შექმნა შავ ზღვაზე საკუთარი უპირატესობით.

‼️ შავი ზღვა დაპირისპირების ერთ ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, შესაბამისად საქართველოს მოძრაობები ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ყველასთვის ჩვენთვის, რუსეთისთვის, დასავლეთისთვის, ჩინეთვის და სხვა.

‼️საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიული ხედვაც მნიშვნელოვანწილად სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების დასავლურ ხედვასთან იკვეთება და დღევანდელი მდგომარეობით შანსებიც აქ ჩანს.

‼️შავი ზღვა რის ის გეოგრაფია სადაც ჩვენს საჭირო და ღირებული პარტნიორი ვართ, სადაც ჩვენი ფასი დიდია.

‼️სწორედ ამიტომ მინისტრად დანიშვნის პირველი დღიდან ზუსტად ამ დღის წესრიგით წარვსდექი ჩვენს პარტნიორებთან.

 2015 წლის ოქტომბერში ნატო - საქართველოს (თავდაცვის მინისტრების) კომისიის სხდომაზე ჩვენ 2016-ში დაგეგმილი ვარშავის სამიტისთვის კონკრეტული წინადადებით წარვსდექით და პირველად მოვსინჯეთ ნიადაგი შავი ზღვის ფორმატზე;

ამის შემდეგ იყო უამრავი შეხვედრა უშუალოდ შავი ზღვის, ისევე როგორც სხვა პარტნიორი ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებთან. რამდენიმე ვიზიტი თურქეთში., რუიმინეთში, შეხვედრები ბულგარეთის მინისტრებთან სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში, და რაც მთავარია აშშ-ს ხელისუფლებასთან, მათი სრული მხარდაჭერის მოსაპოვებლად რომ ?? საქართველო გამხდარიყო ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.

2015 წლის დეკემბრის ნატოს შიდა საგარეო საქმეთა მინისტერიალზე (კვირიკაშვილია მაშინ საგარეო მინისტრი) ასევე ერთობლივად ვიმუშავეთ ჩვენს მიერ თავდაცვაში მომზადებული გეგმის უკვე საგარეო მინისტრებთან გატანაზე. დღემდე მაქვს ძველ ტელეფონში შენახული ნატოს წამყვანი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან ჩემი სმს მიმოწერები უშუალოდ მინისტრერიალის მიმდინარეობის დროს რომ უკვე სხდომაზე, სადაც საქართველო არ ესწრებოდა (მხოლოდ წევრების იყო) ჩვენი პოზიციები სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი; პარალელურად მუშაობდა კვირიკაშვილი და საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდა;

იმ ფონზე, რომ სრულიად გასაგები იყო წევრობას არავინ შემოგვტავაზებდა ვარშავის სამმიტზე, სერიოზული ხელმოსაჭიდი გაგვიჩნდა.

 ზუსტად ამ მომენტში 2015 წლის დეკემბერში, ბატონი კარასინი ღიად და სახელობითად იწყებს ჩემზე შეტევას.

 2016 წლის თებერვლის (თავდაცვის მინისტრების) ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე უკვე პარტნიორ ქვეყნებთან შეჯერებული პოზიციებით ძალიან კონკრეტული, იდეიდან სამოქმედო გეგმად გადათარგმნილი რამდინემე პუნქტიანი გეგმით წარვსდექით თუ როგორ ვხედავდით საქართველოს ადგილს და როლს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამ კონკრეტულ საქმეში ჩვენი ხედვის გატანა არ იყო ადვილი შავ ზღვაზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით მაგრამ სრული მხარდაჭერა მივიღეთ თავდაცვის მინისტერიალზე და გავაგრძელეთ წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან მუშაობა რომ ვარშავის კომუნიკეს მომზადების დროს ყველა აბზაცსა და წინადადებაში სადაც შავი ზღვა გაჩნდებოდა საქართევლო ზუსტად იმ დოზით და იმდენად გაჩენილიყო როგორც ნებისმიერი წევრი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ ჩემთვის ივანიშვილს არასოდეს არაფერი უთქვამს გარდა იმისა რომ საერთასორისო ასპარეზსე ზედმეტ სითამამეს მიწუნებდა პერიოდულად  მას არ უთქვამს, მაგრამ სწორედ თებერვლის მინისტერიალიდან დაბრუნებულზე აუშვეს ძაღლები და დაიწყო სრულიად აღვირახსნილი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. მარტში იმდენად დიდი მასშტაბები შეიძინა ამ კამპანიამ რომ სრული სერიოზულობით დადგა ჩემი თანამდებობიდან ჩამოცილების საკითხი. ამასობაში ასე მარტივად თავად რომ ვერ გამიშვებდნენ გასაგები იყო და სრულიად კარიკატურული მაგრამ ძალიან მძიმე ბრძოლა გამომიცხადეს.

 მე მარტივი ამოცანა მქონდა, შავი ზღვის თემა ვარშავის სამიტამდე უნდა მიგვეყვანა. ამასობაში ამერიკელებთან თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა და უკიდეურესად მნიშვნელოვანი გადაწყვტილებები იყო მისაღები.

 პირველად მოხდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რომ საქართველოს თავდახცვისუნარიანობის გაძლიერების მრავალწლიან პროგრამას მოვაწერეთ ხელი, ნაცვლად მანამდე არსებული მისიებში მყოფი ქართველების დახმარებისა;

2016 წლის ივნისის ნატოს შიდა მინისტერიალის დროს სადაც უნდა დამტკიცებულიყო ვარშავის კომუნიკეს პროექტის ბოლო ტექსტი, მიუხედავად იმისა რომ შიდა მინისტრიალი იყო ბუნებრივია ბრიუსელში ვიყავით და ყველა პარტნიორთან გავმართეთ წინასწარ შეხვედრა რომ რამე სიურპრიზი არ დაგვეხვედროდა შემდეგ უკვე მიღებულ დოკუმენტში.

 შედეგების გამოსაცხადებლად პრესკონფერენციაზე მიმავალ სტოლტენბერგს დარბაზისკენ მიმავალ კიბეზე შევხვდი (შემთხვევით )

 ვარშავაში პრაქტიკულად ზუსტად ის ტექსტი მივიღეთ რომელიც ჩვენ მოვამზადეთ.

 მინისტრიალის და ამერიკელებთან ახალი შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრემიერს მივწერე, რომ გადაეწყვიტათ კოალიციური მმართველობა მათთვის მისაღები იყო თუ ერთპარტიულ ქვეყანას აშენებდნენ. ერთპარტიულსო და 2016 წლის 1 აგვისტოდან მე აღარ ვარ მინისტრი. ამასობაში სწორედ იმიტომ რომ უამრავი ახალი ინიციატივა რომელიც დავიწყეთ, რეფორმა, საერთაშორისო პროექტები სწრაფად გაგრძელებას საჭიროებდა 50 გვერდიანი "ანდერძ" დავტოვე რომ ახალ მინისტრს ზუსტად სცოდნოდა რომელი მიმართულებით სად ვიყავით და რა იყო აუცილებელი შემდეგი ნაბიჯები.

 მექანიზმი ასე მუშაობს. სამიტზე იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მის მომდევნო მინისტრიალზე უკვე მტკიცდება გეგმა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

2016 წლის შემოდგომაზე თავდაცვის მინისტრიალზე საერთოდ არ წავიდა ჩვენი მინისტრი და ხარჯების დაზოგვა დაასახელა მიზეზად დოკუმენტი ნატოში ჩვენი კონკრეტული შეთავაზებების, ლობირების და აქტიურობის გარეშე მიიღეს.

“ეს არის ციტატა მისი 2016 წლის 24 ნოემბრის ინგტერვიუდან "ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგებოდა ნატო-საქართველოს კომისია, მანამდე კი ნატო, მათ შორის რუმინეთი უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. საკითხი იქნება თებერვალში განხილული. მანამდე იქ ჩემი ჩასვლა იქნებოდა მხოლოდ ხარჯებთან დაკავშირებული." ნიუსი აღარ იძებნება ამიტომ ფოტოდ ვდებ ქვევით.

‼️შესაბამისად, ტორტის ნაცვალად, მისი მხოლოდ მცირე ნაწილი გვერგო.

?? რა უნდათ შავ ზღვაში - ზუსტად კარასინის მოთხოვნის შესაბამისად, ივანიშვილმა რეალობად აქცია იმდენად, რამდენადაც შეძლო შეეფერხებინა, გადაედო პროცესი და მისი მინიმალიზაცია მოეხდინა“, წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.

 

 

სოციალისტი ქალბატონო თინა ისიც კარასინის მოთხოვნით იყო თქვენ რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაგნიშნათ, როცა თქვენი ქმარი საქართველოს პარლამენტის სპიკერი იყო?! ))))
4 წლის უკან