თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე, რომელიც ამჟამად შვილს ელოდება, 25 მარტს, ოცდაექვსი წლის გახდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლელას დაბადების დღეზე, რომელიც მან ერთი დღით გვიან, 26 მარტს გადაიხადა, მისი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, კახა ცისკარიძე მეუღლითურთ, სტეფანე მაია დარსმელიძესთან ერთად.
სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ლელა კილაძე, სტეფანეს და მაიას შვილის, პატარა სტეფანიას ნათლიაცაა.
სტუმრებს შორის გახლდათ ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც დაბადების დღეზე მეუღლესთან ერთად იყო დაპატიჟებული.
აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ შარშან ლელამ ოქროს დაბადების დღე კლუბ „ბამბა რუმსში“ აღნიშნა და წელს არჩევანი კი „თუ საიდზე“ შეაჩერა.