პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 700-ე გოლი გაიტანა. ამის შესახებ ESPN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საიუბილეო გოლი რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, უკრაინის ეროვნული ნაკრების კარში გაიტანა. 72-ე წუთზე პორტუგალიელმა პენალტის რეალიზება მოახერხა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა ანგარიშით 1:2.
„რეკორდები ბუნებრივად მოდის. მე მათ არ ვეძებ. ისინი მეძებენ მე. ეს ლამაზი მომენტია ჩემ კარიერაში, თუმცა მწარეც, რადგან თამაში წავაგეთ“, - განაცხადა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ.
რონალდუ პირველია მოქმედ ფეხბურთელთა შორის, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. ამისთვის მას 974 თამაში დასჭირდა.
მანამდე კარიერის განმავლობაშ 700 ბურთზე მეტის გატანა მხოლოდ იოზეფ ბიცანმა (805), რომარიომ (772), პელემ (767), ფერენც პუშკაშმა (746) და გერდ მიულერმა (735) შეძლეს. რონალდუს მთავარი მოწინააღმდეგე ლიონელ მესის ანგარიშზე ამ ეტაპზე 672 გატანილი ბურთია.