ზაზა ხატიაშვილი: „ვინც მარიამ კუბლაშვილზე რამეს ამბობს, იმ უფლებადამცველებს უთხარით...“

ზაზა ხატიაშვილი: „ვინც მარიამ კუბლაშვილზე რამეს ამბობს, იმ უფლებადამცველებს უთხარით...“

„მე რომ მარიამ კუბლაშვილის ადგილას ვიყო, ყველას ვუჩივლებდი სასამართლოში. რა უფლება აქვთ, რომ ადვოკატს ბრალს სდებენ მისი კლიენტის დაცვისთვის?! ვინც მარიამ კუბლაშვილზე რამეს ამბობს, იმ უფლებადამცველებს უთხარით - ზაზა ხატიაშვილი გირჩევთ, რომ კბილები გამოირეცხეთ და ისე ისაუბრეთ მარიამ კუბლაშვილზე-თქო. ის არის ადვოკატი და გაერო-ს კონვენცია იცავს მას", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა თანაშემწეზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის კრიტიკაზე საუბრისას.

ხატიაშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ეჭვმიტანილისა და მისი ადვოკატის გაიგივება და ამას გაერო-ს კონვენციაც არეგულირებს. ხოლო ის პირები, რომლებიც ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს აკრიტიკებენ, თავად კუბლაშვილის უფლებებს არღვევენ.

„ძალიან ცუდია ქალზე ძალადობა. ჯიშკარიანზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ძალიან ბევრი კაცი უდანაშაულოდ ზის ციხეში ქალის მიერ განხორციელებული ცრუ დასმენის გამო. როდესაც აღმოჩნდება, რომ ქალი მამაკაცზე ცრუ დასმენას ახორციელებს, მაშინ ეს უფლებადამცველები სად არიან?

„მე ძალადობას ვებრძვი, მაგრამ ყველა ის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც მარიამ კუბლაშვილს ადანაშაულებს, უვიცია. გაერო-ს კონვენციაში, რომელიც 1990 წლით თარიღდება, წერია, რომ არ შეიძლება კლიენტთან ადვოკატის იდენტიფიკაცია. ყველა ის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც ადვოკატს ადანაშაულებს, არ არის უფლებადამცველი, პირიქით, უფლებადამრღვევია.

„მე რომ მარიამ კუბლაშვილის ადგილას ვიყო, ყველას ვუჩივლებდი სასამართლოში. რა უფლებაა აქვთ, რომ ადვოკატს ბრალს სდებენ მისი კლიენტის დაცვისთვის?! ადვოკატი ხან მკვლელს დაიცავს, ხან მოძალადეს. შეიძლება, ჯიშკარიანი უდანაშაულო აღმოჩნდეს, მერე სად მიდიან ეს უფლებადამცველები?!", - დასძენ ხატიაშვილი.

ადვოკატი საზოგადოების მხრიდან კუბლაშვილის გაკიცხვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დასარეგულირებლად ადვოკატთა ასოციაციის ჩარევაა საჭირო

„წარსულში მახლაზ ჯანგირაშვილი იცავდა „რუსთაველ მანიაკს". მთელი საზოგადოება ლანძღავდა ამ კაცს და აღმოჩნდა, რომ დაკავებული არ იყო „რუსთაველი მანიაკი", ხოლო დანმაშავე მერე დაიჭირეს. ადვოკატს ლანძღავდნენ, მაგრამ ვინმემ პასუხი აგო?

„ადვოკატთა ასოციაცია უნდა ჩაერიოს. ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს ასოციაციას დღეს და ვფიქრობ, რომ ის გააკეთებს განცხადებას. ეს არის გაერო-ს კონვენციის ფეხქვეშ გათელვა. სმარცხვინო ფაქტია. რას ნიშნავს ფრაზა „როგორ იცავს?". დაცვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა", - ამბობს ხატიაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების რეაქცია და მარიამ კუბლაშვილის გაკიცხვა ილია ჯიშკარიანის დაცვისთვის ასევე მიუღებელი და დასაგმობი ფაქტია:

„რომელი საზოგადოება? 20 ლარად რომ მიდიან და ივანიშვილს აძლევენ ხმას? შეიძლებოდა, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის მსგავსები 8 წელი ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში? საზოგადოება, რომელიც იტანს ივანიშვილს, ხეს დაარბენინებს აქეთ-იქით, 20 ლარად ჩამოუვლიან და ხმას მიაცემინებენ - ის საზოგადოება მომზადებულია იმისთვის, რომ ადვოკატის მოქმედება შეაფასოს?

„საზოგადოება ჩვენთან იმაზე დაბლაა, ვიდრე შეიძლება იყოს. უდიპლომო მთავარი პროკურორი რომ გყავს, ერთი მილიონი კაცი არ მივიდა ივანიშვილთან და შუშის სასახლიდან არ გამოათრია, სადაა საზოგადოება?

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ქალი ცირკთან რომ დგას და 20 ლარად ტანს ყიდის, ის უფრო პატიოსანია, ვიდრე ვინც 20 ლარს იღებს და ხმას აძლევს. საზოგადოებამ იცის, რამდენი კაცია უკანონოდ დაჭერილი?

„რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ცრუ დასმენებისთვის ქალებისთვის ბრალის წაყენება დაიწყო. მე მაქვს ერთი საქმე - ქალმა ოჯახურ ძალადობაში ამხილა ქმარი, რა დროსაც ეს მამაკაცი საზღვარგარეთ იყო. ბრალი აქვს წაყენებული, პროკურორს არ იჭერენ. ქალთა უფლებადამცველები რატომ არ ამბობენ, რომ ეს ქალი თაღლითია და მატყუარა? უნდა დაისაჯოს დანმაშავე კაციც და დანმაშავე ქალიც.

„კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს ციხეში უნდა იყოს და არ უნდა შეეფარდოს გირაო და თუ ამ ჯიშკარიანთან დაკავშირებით მტკიცებულებები იყო, ციხეში, წინასწარ პატიმრობაში უნდა წასულიყო. სავარაუდოდ, დანაშაულს რომ ჩაიდენენ, უცებ ცუდად რომ გახდებიან და საავადმყოფოში წვებიან - ეს არ უნდა იყოს. თუ იყო მტკიცებულებები, უნდა წასულიყო ციხეში, რადგან ქალზე ძალადობა არ შეიძლება. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ქალი იტყუება, ისიც ციხეში უნდა წავიდეს.

„ვინც მარიამ კუბლაშვილზე რამეს ამბობს, იმ უფლებადამცველებს უთხარით, ზაზა ხატიაშვილი გირჩევთ, რომ კბილები გამოირეცხეთ და ისე ისაუბრეთ მარიამ კუბლაშვილზე-თქო. ის არის ადვოკატი და გაერო-ს კონვენცია იცავს მას", - განმარტავს ზაზა ხატიაშვილი.

სოციალისტი ვინც მარიამ კუბლაშვილზე ცუდ რამეს ამბობს ან იტყვის, იმას რამე კი არ უნდა უჩიო, მაგალითად კბილების გამოეცხვა, არამედ აი ის კბილები უნდა ჩამოუღო!
4 წლის უკან
Katana „რომელი საზოგადოება? 20 ლარად რომ მიდიან და ივანიშვილს აძლევენ ხმას? საზოგადოება, რომელიც იტანს ივანიშვილს, ხეს დაარბენინებს აქეთ-იქით, 20 ლარად ჩამოუვლიან და ხმას მიაცემინებენ - ის საზოგადოება მომზადებულია იმისთვის, რომ ადვოკატის მოქმედება შეაფასოს?
უდიპლომო მთავარი პროკურორი რომ გყავს, ერთი მილიონი კაცი არ მივიდა ივანიშვილთან და შუშის სასახლიდან არ გამოათრია, სადაა საზოგადოება?"
---------------------
1. ადვოკატი ხატიაშვილი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას: უსაბუთოდ, საჯაროდ ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ (ხალხმა) 20 ლარად მიჰყიდა თავისი ხმა ივანიშვილს, თორემ სინამდვილეში "ოცნებას" არ მოუგია არჩევნებიო!
2. ადვოკატი ხატიაშვილი შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას: თქვენ რომ ამ ხელისუფლებას მიეცით ხმა, ცირკთან მდგარ პრასტიტუტკებზე უარესი მეძავები ხართო!
3. ადვოკატი ხატიაშვილი არღვევს მოქალაქე ივანიშვილის უფლებას, საკუთარი შეხედულებისამბრ განკარგოს საკუთარი ფული! (უნდა ხეებს იყიდის და პარკს გააშენებს, უნდა ტაძრებს აღადგენს, უნდა რომელიმე უმადურს დაეხმარება!).
4. ადვოკატი ხატიაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მიუვარდეს წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს და გამოათრიოს (sic!) საკუთარი შუშის სასახლიდან! - არის თუ არა დასჯადი საჯარო სივრცეში ძალადობისკენ მოწოდებების კეთება , თვითონ უკეთ მოეხსენება!
5. ადვოკატი ხატიაშვილი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას: მთავარ პროკურორს, სათანადო დასაბუთების გარეშე, ბრალს სდებს, რომ მას დიპლომი არა აქვს, რითაც აზარალებს მის საქმიან რეპუტაციას!
*
ცხადია, მე ჩემთვის ვხალისობ, თორემ ადვოკატმა ხატიაშვილმა მშვენივრად იცის, რომ არავინ გაირჯება და არავინ უჩივლებს ამ ყველაფრისთვის - ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს!
4 წლის უკან