44 წლის ამერიკელი მსახიობის - ანჯელინა ჯოლის გარეგნობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრია! ჰოლუვუდელი ლამაზმანი 10 ოქტომბერს ლონდონში, სასტუმრო Mandarin Oriental-ში გამართულ საიმიჯო ფოტოსესიაზე გამოჩნდა, რომელიც მისი ახალი ფილმის Maleficent: Mistress of Evil-ის რეკლამას ისახავდა მიზნად.
საღამოსთვის ანჯელინამ გადაწყვიტა საკუთარი როლი წითელ ხალიჩაზეც გაეცოცხლებინა და მის "მკაცრ" ვიზუალში ეს ნამდვილად შეიგრძნობოდა.
მსახიობმა Alexander McQueen-ის შავი კაბა მოირგო და მას უხეში ელემენტებით გაწყობილი აქსესუარებიც შეუხამა.
თუმცა ანჯელინას ჩაცმულობაზე მეტად, მის გულშემატკივარს მისი წონა ახარებს, რადგან ბოლო წლებში ხშირად იწერებოდა მის ანომალიურ სიგამხდრეზე, ახლა კი, როგორც ჩანს, ის ახერხებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.