როგორ „იშოვა“ უგულავამ 300 მილიონი

როგორ „იშოვა“ უგულავამ 300 მილიონი

(იბეჭდება შემოკლებით)

თბილისის ბიუჯეტი ხალხის გატყავებისა და ქონების გაყიდვის პარალელურად, კატასტროფულად იზრდება.

წელს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და მთლიანობაში, 713 მილიონ 125 ათასი ლარი შეადგინა.

ეს ფული სახელმწიფომ ჩვენ წაგვგლიჯა, ჩვენი ჯიბიდან ამოიღო და სიხარულისგან ჭკუაზე აღარ არის, რომ ეს ფული მათ ჯიბეში გადაინაცვლებს.

„ალიამ“ მოიპოვა ბიუჯეტის ცვლილებები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული, 2007 წლის განმავლობაში როგორ იზრდებოდა თბილისის ბიუჯეტი.

საკრებულოს სხდომაზე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს თბილისის გამწვანებაც დაევალა და ამისთვის 3 მილიონ 800 ათასი ლარი გამოეყო, თუმცა ვიდრე ქალაქის გამწვანებას მიჰყოფდნენ ხელს, ჯერ ახალი გამართული სარწყავი სისტემა უნდა დაამონტაჟონ.

გარდა ამისა, დამატებით მილიონ 500 ათასი ლარი დაგვა - დასუფთავების ღონისძიებებისთვის დაიხარჯება.

ტრანსპორტის სამსახურს 50 მილიონზე კიდევ 3 მილიონი ლარი გამოეყოფა დამატებით, ერთ მილიონ ლარს კი ლიფტებისა და სახურავების შეკეთებისთვის დახარჯავენ.“