2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, ნიგერიელი ფეხბურთელი აიზეკ პრომისი 31 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ფედერაციამ ფეხბურთელის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
2008 წლის ოლიმპიადაზე პრომისი ნიგერიის ნაკრების კაპიტანი იყო. აფრიკელებმა პეკინში ფინალამდე მიაღწიეს, სადაც ლიონელ მესისთან და არგენტინის ნაკრებთან დამარცხდნენ.
საკლუბო კარიერის ძირითადი ნაწილი ნიგერიელ ფორვარდს თურქულ გუნდებში აქვს გატარებული, ბოლოს კი ის ტეხასის „ოსტინ ბოლდის“ ღირსებას იცავდა.